ძველი მესოპოტამია
ბაბილონის აღზევება და მეფე ჰამურაბი წინათ ჩვენ ვისაუბრეთ თუ როგორ გაბატონდნენ ამორეველთა ტომები ძველ მესოპოტამიაში. ამათგან ყველაზე სახელოვანი მმართველი იყო ჰამურაბი, ბაბილონის მეფე. ეს ახალი სახელმწიფო მალე იმდენად გაძლიერდა, რომ ყველა წინამორბედი ცივილიზაცია დაჩრდილა და მთელ რეგიონს ქალაქის სახელი დაერქვა. ბაბილონის კარიბჭის რეკონსტრუქცია ძვ. წ. 2900 – 2350 წლებში ბაბილონი (რაც "ღვთის კარიბჭეს" ნიშნავს) უმნიშვნელო ქალაქი იყო. ამ ქალაქის სახელი პირველად გვხვდება აქადის იმპერიის მმართველის შარ–კალი–შარის დროინდელ წყაროებში (ძვ. წ. 22–ე საუკუნე). მესოპოტამიაში განვითარებული მეურნეობისა და სავაჭრო ურთიერთობების წყალობით ეს ბაბილონი გაიზარდა და რეგიონის ერთ–ერთ წამყვან ქალაქად იქცა. ძვ. წ. 21–ე საუკუნის მიწურულს, როგორც ადრე აღვნიშნეთ, მესოპოტამიაში ამორეველები გაბატონდნენ, რომლებიც დასავლეთიდან ებრაელებმა გამოაძევეს. ძვ. წ. 1894 წელს ერთ–ერთმა ამორეველმა ბელადმა სუმუ–აბუმ ბაბილონი დაიკავა და შექმნა პირველი ბაბილონური დინასტია. პირველი მეფეები აქტიური საგარეო პოლიტიკით ...