ვიკინგები
ვარიაგები – ბიზანტიელ იმპერატორთა ელიტური მეომრები ვიკინგები ზოგადად ცნობილები არიან, როგორც მეკობრეები და მძარცველები. მათ დიდი კვალი დატოვეს არა მხოლოდ მშობლიურ სკანდინავიაში, არამედ რუსეთში, საფრანგეთსა და ბრიტანეთის კუნძულებზე. არსებობს ვიკინგური მემკვიდრეობის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ბევრი არ იცნობს: ეს იყო ბიზანტიელ იმპერატორთა პირადი დაცვა, რომელიც ძირითადად ვიკინგებისგან შედგებოდა (X - XIV სს.). ისინი მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთში იყვნენ ცნობილნი, როგორც ერთგული, მრისხანე და მამაცი მეომრები. სახელი "ვარიაგი" მათ ბერძნებმა და სლავებმა შეარქვეს. ისინი ყოველთვის იმპერატორის გვერდით იყვნენ და მუდმივად იცავდნენ მას. ვარიაგები სამხედრო კამპანიებშიც იღებდნენ მონაწილეობას. როგორც კი იმპერატორი მათ ფულს გადაუხდიდა, მათი ერთგულება გარანტირებული იყო. ამის მაგალითია 1176 წელი, როდესაც იმპერატორი მანუელ კომნენოსი სასტიკად დამარცხდა თურქ–სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი არმია მთლიანად გაწყდა, ხოლო თვითონ მანუელი ვარიაგებმა გადაარჩინეს, რომლებმაც უკანას...
Комментарии
Отправить комментарий