Сообщения

Сообщения за май, 2021

ჯვაროსნები

Изображение
    მეოთხე ჯვაროსნული ომი: კონსტანტინოპოლის დაცემა 1204 წ. ჯვაროსნული ლაშქრობები ერთ–ერთი თვალსაჩინო ეპოქაა კაცობრიობის ისტორიაში. ბრწყინვალე აბჯრებში შემოსილი რაინდების იმიჯმა დიდი ეფექტი მოახდინა მომავალ თაობებზე. თუმცა რეალობა ის არ იყო, რასაც რომანტიულ ნაწარმოებებში ვხედავთ ხოლმე. მეოთხე ჯვაროსნული ომი ისტორიის ერთ–ერთ შავ ლაქად არის მიჩნეული, რომელიც ასახავს ადამიანის ხარბ და მზაკვრულ ბუნებას. კონსტანტინოპოლი 1187 წელს იერუსალიმი ეგვიპტის სულტანმა სალადინმა დაიპყრო. პასუხად, კათოლიკურმა ევროპამ მესამე ჯვაროსნული ომი გამოაცხადა, მაგრამ ეს ლაშქრობა წარუმატებლად დასრულდა. 1198 წელს პაპმა ინოკენტ III-მ ევროპას მეოთხე ჯვაროსნული ომისკენ მოუწოდა. იტალიელი გრაფის ბონიფაჩე მონფერატელის ქარიზმის წყალობით შეიკრიბა ფრანგთა და გერმანელთა არმია. ახლა მათ მხოლოდ ხომალდები სჭირდებოდათ, რათა ხმელთაშუა ზღვა გადაეცურათ. იმ დროის ყველაზე ძლიერი საზღვაო ფლოტი  ვენეციის რესპუბლიკას ჰყავდა. ვენეციის დოჟი ენრიკო დანდოლო დათანხმდა გარკვეული ფასის სანაცვლოდ ჯვაროსნებისთვის ხომალდები გამოეყო. გეგმა ასეთი ი

ძველი საბერძნეთი და მაკედონია

Изображение
   ძველი ბერძნული სამეფო ინდოეთში როგორც ყოველთვის, ყველა ელინისტური ისტორია იწყება ალექსანდრე მაკედონელით. ძვ. წ. 325 წელს ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დაპყრობის შედეგად, მან ინდოეთს მიაღწია. ალექსანდრემ იქ ოთხი სატრაპია შექმნა და მათში სამი ახალი ქალაქი დააარსა: ალექსანდრია ინდუსზე, ალექსანდრია კაცკასიონზე (ჰინდუ კუში) და ალექსანდრია ესქატე ("ყველაზე შორეული ალექსანდრია"). აქ მან სულ ბერძნები ჩაასახლა.  ალექსანდრეს სიკვდილისა და მისი იმპერიის დაშლის შემდეგ ეს სატრაპიები მისი სარდლის სელევკოსის ხელში გადავიდნენ, რომელმაც სელევკიდების იმპერია შექმნა. თუმცა ეს ტერიტორიები მას დიდხანს არ შეუნარჩუნებია, რადგანაც ინდოეთში მაურიების იმპერია გაძლიერდა, რომლის მეფეც იყო ჩანდრაგუფთა. მან უპრობლემოდ დაიპყრო მაკედონური სატრაპიები. ძვ. წ. 305–303 წლების ომის შემდეგ ზავი დაიდო, რომლის თანახმად ჩანდრაგუფთამ სელევკოსს 500 საბრძოლო სპილო აჩუქა, სანაცვლოდ დაპყრობილი ტერიტორიები თვითონ დაინარჩუნა და სელევკოსის ქალიშვილზეც დაქორწინდა. იგი მთელი ინდოეთის ბატონ–პატრონი გახდა იმ ბერძნებ