ზოგადი ისტორია

 


აუსტერლიცი - ნაპოლეონი ევროპას იპყრობს




ტრაფალგარის ბრძოლის წაგების მიუხედავად,ნაპოლეონი ევროპაში ძალაუფლების მწვერვალს უახლოვდებოდა.ორი თვის შემდეგ მან აუსტერლიცში,რომელიც ''სამი იმპერატორის შერკინების,, სახელით შემორჩა ისტორიას ავსტრიისა და რუსეთის გაერთიანებული ჯარი დაამარცხა
ბრიტანეთმა ავსტრიამ და რუსეთმა 1805 წელს საფრანგეთის წინააღმდეგ ახალი კავშირი შექმნეს.იმ დროს ნაპოლეონის სამხედრო ძალების უმეტესობა ლა-მანშის სანაპიროზე იყო განლაგებული,მაგრამ მის დაქვემდებარებაში მყოფმა ფრანგულმა და ესპანურმა ფლოტებმა ზღვაში წარმატებას ვერ მიაღწიეს,რის გამოც ბრიტანეთში შეჭრის საკითხი ვერ განხორციელდა.ნაპოლეონმა მზერა აღმოსავლეთისკენ გადაიტანა.მცირემაშტაბიანმა შეტაკებამ ავსტრიელთა ძალები გამოფიტა.16  ოქტომბერს ფრანგების არტილერიამ ქალაქ ულმის დაბომბვა დაიწყო.მაკი ხვდებოდა,რომ მისი ჯარი ალყას ვერ გაუძლებდა,ხოლო რუსები მისგან ჯერ კიდევ 100  მილით იყვნენ დაშორებულნი.20 ოტქომბერს ის ფრანგებს დანებდა რის შედეგადაც დაახლოებით  80.000 არმია ბრძოლას გამოეთიშა.მეორე დღეს ფრანგებმა ტრაფალგარის ბრძოლა წააგეს,მაგრამ ამას ცენტრალურ ევროპაში არსებულ სიტუაციაზე გავლენა არ მოუხდენია.ნაპოლეონი ვენისაკენ სვლას განაგრძობდა.მან ჩრდილოეთისაკენ მორავიისკენ გადაუხვია და 11 დღით ქალაქ ბრიუნში(ახლანდელი ბრნო ჩეხეთის რესპუბლიკა)იმ მიზნით გაჩერდა,რომ შედარებით ნელა მოძრავი შენაერთები წამოსწეოდნენ.


ნაპოლეონ ბონაპარტი

როდესაც რუსეთის მეფე ალექსანდრე I ფრანც I-ს ჩრდილოეთით 40 მილში,ქალაქ ოლმიუცში შეხვდა მათ ნაპოლეონის შეყოვნება მის ყოყმანს მიაწერეს - მას ხომ ამჯერად დიდ რუსულ არმიასთან ჰქონდა საქმე,რომელსაც ფლანგებზე ერცჰერცოგ კარლის სარდლობით მოქმედი ავსტრიელთა ჯარიც ეყოლებოდა ამას ემატებოდა პრუსიელთა 180,000 კაციანი არმია,რომელიც რუსებს და ავსტრიელებს კიდევ უფრო უმაგრებდა ზურგს.პრუსიელები აქამდე ნაპოლეონის ომებში მონაწილეობას თავს არიდებდნენ,მაგრამ იმ ჟამად ფრანგები პრუსიელთა ტერიტორიაზე შეჭრილიყვნენ,რასაც მათი გაღიზიანება მოჰყვა.ნაპოლეონმა ბრიუნში შეყოვნებისას პრუსიასთან შეთანხმების მიღწევა სცადა,ამასთანავე რუსეთის მეფესთან ვაჭრობასაც შეეცადა მაგრამ უშედეგოდ.ამასობაში ბრიუნის შემოგარენიც კარგად შეისწავლა და გადაწყვიტა,რომ ბრძოლა 12 მილის მანძილზე აღმოსავლეთით მორავიის სოფელ აუსტერლიცთან(ჩეხეთის რესპუბლიკა)გაემართა.ორ დეკემბრისთვის ნაპოლეონს ბრიუნთან 68,000 ჯარი ჰყავდა,ავსტრიულ რუსული ძალები რუსი გენერლის თავად მიხაილ კუტუზოვის მეთაურობით 90,000 ჯარისკაცს შეადგენდა.2 დეკემბერს ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევის წლისთავი სრულდებოდა და აუსტერლიცის ბრძოლას ზოგჯერ ''სამი იმპერატორის'' შერკინებასაც ეძახიან.ბრძოლის წინა ღამეს მოკავშირეებმა აუსტერლიცის დასავლეთით პრატცენის მაღლობი დაიკავეს.მათი მიზანი  ნაპოლეონსა და ვენას შორის ჩადგომა და სამხრეთიდან ფრანგების განდევნა იყო.ის ღამე ნაპოლეონმა თავის მეომრებთან შეხვედრებს მიუძღვნა და ზოგს  პერსონალურადაც კი უხსნიდა - ესა თუ ის მანევრი როგორ უნდა ჩაეტარებინათ ან რა დროს დაეწყოთ ხოლმე სროლა.მეომრებში დიდი სულისკვეთება და გამარჯვების სურვილი სუფევდა.ზოგმა მათგანმა იმპერატორისთვის გზის გასანათებლად ჩალას წაუკიდეს ცეცხლი მაღლობზე განლაგებულმა რუსეთისა და ავსტრიის ჯარებმა ეს ფრანგების უკან დახევის სამზადისად  მიიჩნიეს.შესაძლოა,მხოლოდ  იმიტომ,რომ ამის დაჯერება სურდათ!გათენებამდე მოკავშირეები ოთხ კოლონად დაეწყვნენ.გარიჟრაჟზე პირველი კოლონის ავანგარდმა ფრანგების პოზიციას ბრძოლის ველის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მიაყენა დარტყმა. დილის 7 საათის შემდეგ რუსეთიშ პირველმა  მეორე  და მესამე კოლონამ მაღლობიდან დაშვება დაიწყო.ნაპოლეონის მეოთხე კორპუსის ერთ-ერთი დივიზიონი მოწინააღმდეგეს სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეება,მაგრამ ფრანგები უფრო მრავალრიცხოვანი ძალის  წინაშე აღმოჩნდნენ და იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ.ცოტაც და მოკავშირეები ფრანგების მწკრივებს გაარღვევდნენ,მაგრამ მესამე  კორპუსის გამოჩენამ მათ სულზე მოუსწრო.


აუსტერლიცი 1805 წლის 2 დეკემბერი

დაახლოებით დილის 7,45 წუთზე მაპოლეონმა მოწინააღმდეგეს ცნობილი ''ლომის ნახტომის'' მანევრით უპასუხა.მან მეოთხე კორპუსის დანარჩენი ნაწილი,რომელიც დილის ბურუსში არ ჩანდა წინ,მოკავშირეთა მარჯვენა ფლანგისაკენ დაიძრა.როცა მზე ამოვიდა და ბურუსი ოდნავ გაიფანტა ფრანგები უკვე ისე ახლოს აღმოჩნდნენ,რომ მოკავშირეები დააბნიეს.სახელდახელო თავდაცვითი მწკრივის შესაქმნელად,მოკავშირეთა  მეოთხე კოლონა მაღლობიდან დაეშვა,მაგრამ ფლანგიდან ფრანგების იმერიული ცეცლის ქვეშ აღმოჩნდა.ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა თითქოს ნაპოლეონი მოწინააღმდეგის ყველა სვლის წინასწარ ამოკითხვას ახერხებდა.მოკავშირეთა სამი კოლონა პრატცენის მაღლობის ძირას მახეში გაება.შუადღისთვის ფრანგებმა მაღლობი დაიკავეს.რეზერვში მდგომმა  რუსულმა იმპერიულმა გვარდიამ შეუტია,მაგრამ ისიც უკუაქციეს.სრული განადგურების თავიდან ასაცილებლად  მოკავშირეები უძულებულნი გახდნენ  სამხრეთისაკენ დაეხიათ.ისინი გაყინული ზაცხენის ტბით გაქცევას შეეცადნენ,მაგრამ  მაღლობზე მყოფმა გრანგებმა ზარბაზნებიდან ალმოკიდებული ჭურვები დაუჭინეს რის შედეგადაც ყინულმა ლღობა დაიწყო.მალე 4000 კაცი წყალში  აღმოჩნდა.ტბა ღრმა  არ ყოფილა მაგრამ ტალახიანი ფსკერი ჰქონდა.უამრავი ადამიანი,რომლებიც ჭურვებს გადაურჩა  საკუთარი აღჭურვილობით დამძიმებული წყალში დაიხრჩო,ხოლო ვინც ნაპირამდე მიაღწია ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.სროლა საღამოს 5 საათისთვის შეწყდა.მოკავშირეებმა დაღუპულების და დაჭრილების სახით 12200 მეომარი დაკარგეს,ხოლო 15000 ტყვედ ჩავარდა.ფრანგებმა 68000 მებრძოლი დაკარგეს.რუსებმა უკან დაიხიეს,ხოლო პრუსიელები მიხვდნენ,რომ მათთვის უკეთესი იყო ნეიტრალურ პოზიციაზე დარჩენილიყვნენ.ავსტრიის იმპერატორი იძულებული გახდა ''შიონბრუნის'' ხელშეკრულებისთვის მოეწერა  ხელი,რომლის თანახმად ნაპოლეონი აღმოსავლეთ პროვინციებს - დალმაციას,ისტრიას,ცენეციას და ჰაბსბურგების ერთ-ერთ უძველეს სამფლობელოს ტიროლს გადასცემდა.რადგან ვენეცია ნაპოლეონის იტალიურ სამფლობელოებს შეემატა,მან ნეაპოლში ნურბონთა დინასტიის განსადევნად გაგზავნა ჯარი მარშალ ანდრე მასეანას სარდლობით.როდესაც პაპმა ამის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა ნაპოლეონა რომის იმპერატორად და ეკლესიის დროებით წინამძღოლად გამოაცხადა თავი.აუსტერლიცის შემდეგ 8 წლის განმავლობაში მთელი იტალია ოკუპირებული იყო ნაპოლეონის მიერ.

რუსეთის იმპერია



რუსეთის ოფიციალურ ისტორიაში ძნელია მოძებნო ისეთი ტერმინები, როგორიცაა “კოლონიზაცია”, “სხვისი მიწების მიტაცება”, “ოკუპაცია”, “აგრესია”, “კოლონიალური ომები”. მის ისტორიოგრაფიაში, როგორც წესი, გამოიყენება ტერმინი “შეერთება”, “რუსი მოახალშენეების მშვიდობიანი ქმედებები”.
ყოვლის შემძლე მრგვალ მაგიდებთან, დისპუტებზე, მიძღვნილს რუსეთის ჩამოყალიბებაზე, ისმის ხმამაღალი მტკიცება იმისა, რომ “მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ იცნობს კოლონიას – არის რუსეთი”. აქედან მოყოლებული ღია ველიკოდერჟავული სიცრუე გახდა ქვაკუთხედი ეროვნული პოლიტიკისა, რომელსაც ატარებს თანამედროვე რუსეთის ყველა სახელისუფლო შტო.
მეორე თვითმპყრობლური სიცრუე რუსეთის ისტორიისა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და ელოდება საბოლოო გამოაშკარავების საათს, არის საშინელი მითი ე.წ. “თათარ-მონგოლთა უღელი რუსეთზე”. საშინელი იყო ის უღელი, რომლის დროსაც მიმდინარეობდა იმ დრომდე არარსებული ეკონომიკური, კულტურული აყვავება და პოლიტიკური კონსოლიდაცია რუსეთში, როდესაც ის იმყოფებოდა “უღლის” ქვეშ, ასწრებდა ეწარმოებინა დამპყრობლური ომები, მისი სამფლობელოების გასაფართოებლად, როდესაც მიმდინარეობდა გაცხოველებული ვაჭრობა ზღვისიქითა ქვეყნებთან, როდესაც შენდებოდა მართლმადიდებლური ტაძრების და მონასტრების დიდებული კომპლექსები – “ოქროს რგოლის” შედევრები, რომლებშიც აღავლენდნენ რუსეთის სადიდებელად ლოცვებს. რუსეთი შემართებით ასრულებდა მართლმადიდებლობის რელიგიურ წესებს ზარების “ჟოლოსებრი” ჟღერის თანხლებით.…დიახ, საშინელი უღელი, განა სიმართლე არაა? უღელი, რომლის დროსაც განხორციელდა ცალკეული სამთავროების გაერთიანება, ხელისუფლების ცენტრალიზაცია და რუსეთის სახელმწიფოებრიობის აღმოცენება (პირველად ისტორიაში).
ეჭვგარეშეა, ეს ბოდვითი მითი შექმნილი იყო რუსული თვითმპყრობელობის მიერ მათი დანაშაულობების, აურაცხელი ბოროტების დასაფარად, ჩადენილი რუსეთის მიერ მეზობელი არარუსი ხალხების წინააღმდეგ, მათი კოლონიური ომების მიმდინარეობისას. სიცოცხლისუნარიანობა ამ მითისა რუსი ხალხის შეგნებაში შეიძლება აიხსნას მხოლოდ ამ სიცრუის შეუჩერებელი რეანიმაციით სახელმწიფოებრივ დონეზე. ეს სამწუხაროდ გრძელდება დღემდის.
რუსეთის პოლიტიკური მოღვაწენი, ცდილობენ რა ნებისმიერ ფასად უგულველყონ ეროვნული რესპუბლიკების სუვერენიტეტი, ამტკიცებენ, რომ ევრაზიის უკიდეგანო სივრცეზე მათი რუსების მიერ დაპყრობის მომენტიდან, თითქოს და არ ყოფილიყვნენ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, არ ყოფილიყვნენ ხალხები – დამკვიდრებული ტრადიციის მატარებელნი, ხეტიალობდნენ იქ, „ველურ ველებში” მომთაბარე, ნახევრადველური ტომები, კერპებისა და ცეცხლის თაყვანისმცემელნი. განსაკუთრებულად შეუნელებელია მცდელობა ამ ბუსუსებიან-რასისტული თეორიის გამოყენება ვოლგისპირეთის, ურალის, ყაზახეთისა და ციმბირის ტერიტორიებთან მიმართებაში. ისტორია კი ცალსახად ადასტურებს, რომ ამ რეგიონებში რუსეთის შეჭრის მომენტისათვის არსებობდა მრავალი სახელმწიფო: ყაზანის, ასტრახანის, ყალმუხეთის, ციმბირის და სხვა სახანოები. სხვათაშორის, ციმბირის სახანო გადაჭიმული იყო ურალის ქედებიდან წყნარი ოკეანის სანაპიროებამდე.
რუსეთის პოლიტიკური მოღვაწეები გამუდმებით ცდილობენ საზოგადოებას და დასავლეთის ხელმძღვანელებს შთააგონონ აზრი იმპერიული კონცეფციის „ერთიანი და განუყოფელი რუსეთის” თითქოსდა კანონზომიერების შესახებ. მაგრამ, საპირისპიროს მოწმობს ისტორიული ფაქტები, მოვლენები. სხვას ამტკიცებს აგრეთვე ქრონოლოგია, შედგენილი ისტორიული მონაცემებით, დიდი და მცირე ენციკლოპედიებით. ამ მოკლე ქრონოლოგიას სხვაგვარად ვერ უწოდებ, როგორც ჟამთააღწერა რუსეთის იმპერიის – ხალხთა საპყრობილის, ბოროტებისა და სიცრუის იმპერიის ჩამოყალიბებისა, წარმოშობისა, შეუჩერებელი ცოცვისა.
ამრიგად, სრულყოფილი ილუსტრაციისთვის მკითხველის ყურადღებას წარვუდგენ ამონაწერებს ამ ენციკლოპედიიდან:
1346 – კომის მხარის მიწები აღმოჩნდნენ მოსკოვის სამთავროს უღლის ქვეშ.
1478 – კარელია შევიდა რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში.
1489 – ჩრდილოეთ უდმურტია შეუერთდა მოსკოვიას.
1552 წელს – განადგურებულ იქნა ყაზანის სახანო.
„1552 წლის 30 აგვისტოს – რუსეთის არმიამ განახორციელა ყაზანის ალყა”. ეს იყო რუსების მერვე თავდასხმა ყაზანზე მოყოლებული XV საუკუნის დასასრულიდან (1469, 1487, 1506, 1524, 1530, 1545, 1550). ბრძოლები დასრულდა 1552 წლის 2 ოქტომბერს. ქალაქში განხორციელდა საშინელი ხოცვა-ჟლეტა, როგორც კი რუსულმა სარდლობამ მიიღო გადაწყვეტილება მამაკაცების პირწმინდად განადგურებისა. ქალაქი საშინელ სანახაობას წარმოადგენდა: მძვინვარებდა ხანძარი, სახლები გაძარცვული იყო, ქუჩები – სავსე ცხედრებით, ყველგან სისხლის მდინარეები. ასეთი იყო გამარჯვებულის საშინელი ანგარიშსწორება დამარცხებულებზე. უდიდესი ქალაქის მამრი მოსახლეობა მთლიანად იქნა გაწყვეტილი. მამაკაცთაგან ცოცხალი მხოლოდ ერთი გადარჩა – იადიგარ ხანი. ქალებსაც არანაკლები სისასტიკით გაუსწორდნენ, განურჩევლად ასაკისა, დაწყებული პატარებიდან, გადაეცათ მთვრალ მოროდიორებს – 1500000 რუსული არმიის ჯარისკაცებს.
„დაპყრობილი ყაზანის მოსახლეობის სასტიკი გაჟლეტა შეადგენს ერთერთ უმძიმეს ფურცელთაგანს რუსეთის ისტორიისას. ასეთი კოლოსალური ადამიანური მსხვერპლის ჰეკტაკომბით (უაზრო, წინასწარგანზრახული გაჟლეტა ადამიანთა უდიდესი რაოდენობისა) დასრულდა ყაზანელების წინააღმდეგ “ქრისტესმოყვარულ მეომართა ჯვაროსნული ლაშქრობა”. ეს არის რუსეთის სახელმწიფოს პირველი გამოსვლა ტერიტორიების დაპყრობის გზაზე (მ. ხუდიაკოვი, ნარკვევები ყაზანის სახანოს ისტორიისა. გვ. 151-153, ყაზანი. 1990 წ.).
ყაზანის დაცემის შემდეგ, სხვა სახელმწიფოების ხალხთა დასაშინებლად, წინააღმდეგობისაკენ მიმართული მათი ნების გასატეხად, კოლონიზაციის შესამსუბუქებლად, რუსულმა მთავარსარდლობამ მიმართა სასტიკი ვანდალიზმის აქტს: ვოლგის დინების მიმართულებით მდინარეში ჩაუშვეს ყაზანის დაღუპული დამცველების ცხედართა მთებით დატვირთული ტივები.
არიელების, ჩუვაშების, მორდველების და სხვა ვოლგისპირეთის ძირეული ხალხების ბედი იყო არანაკლებ ტრაგიკული. დამამცირებელი ძალადობრივი ქრისტიანიზაცია, ტოტალური სასტიკი რუსიფიკაცია, ზედდართული კოლონიური ძარცვა იქცა ამ ხალხების ბედისწერად საუკუნეთა განმავლობაში, კომუნისტური უკანონობის პერიოდის ჩათვლით.
ყაზანის დაცემამ შექმნა პირობები ციმბირის ფართომაშტაბიანი კოლონიზაციისა. ასე დაიწყო საუკუნეთა განმავლობაში რუსთა სვლა ალასკამდე, აღმოსავლეთამდე, თანამედროვე საზღვრებამდე სამხრეთითა და დასავლეთით. თავიანთ გზაზე რუსები “ცეცხლითა და მახვილით” ანადგურებდნენ მთელს სახელმწიფოებს, ხალხებს, თავიანთი ძარძვა გლეჯის დაგვირგვინებითა და კაცობრიობის ისტორიაში არნახული სისხლიანი თავხედობით ხალხების ძალადობრივი გაქრისტიანებით, დაუმორჩილებელთა დედაწულიანად განადგურების საშიშროებით.
რუსეთის ჯარების სასტიკი დანაშაულებები ისეთი შემაძრწუნებელი და იმდენად უჩვეულო იყო შუასაუკუნეებისთვის, რომ რომის პაპი იძულებული გახდა მიემართა რუსთა ხელმწიფისთვის ეპისტოლეთი, ქრისტეანთათვის ამდენი უაზრო, სასტიკი ბოროტმოქმედების ჩადენის დაუშვებლობის შესახებ. მაგრამ ამ მიმართვას მდგომარეობა არ შეუცვლია.
1556 წელი – “ასტრახანის სახანო ადვილად იქნა დაპყრობილი და მიერთებული რუსეთის სახელმწიფოს” (მსე ტ. I გვ. 609).
1557 წელი – ბაშკირული ტომები შეძრწუნებულები არიან ყაზანის ტრაგიკული ბედით, „ნებაყოფლობითი მიღება” რუსული ქვეშემრდომობისა, უფრო კი „გასინჯეს რა ეს ქვეშევრდომობა, ამხედრდნენ რუს დამპყრობელთა წინააღმდეგ საბრძოლველად. ბაშკირთა მძლავრი ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობა ასწლეულების მანძილზე ისტორიაში შევიდა, როგორც „ბაშკირული აჯანყებები” (დსე ტ. 111. გვ. 60).
1557 წელი – უდმურტეთი სრულიად იქნა მიერთებული რუსულ სახელმწიფოსთან, ადიღეა დაპყრობილ იქნა რუსეთის ჯარების მიერ.
1558 წელი – „რუსული ჯარების შეტევამ ციმბირის სახანო მიიყვანა განადგურებამდე” (მსე ტ. 111 გვ. 455).
1630 წელი – „30-40-იან წლებში დაიწყო რუსული ჯარების გაჭრა ბაიკალისპირეთში, ბურიატიის მიერთება დასრულდა 1630 წელს, რომელიც გაფორმდა ნერჩინსკის მოლაპარაკებით 1689 წელს” (დსე ტ. I უ, გვ. 146). იაკუტია დაკავებულია რუსული ჯარების მიერ (დსე ტ. 30, გვ. 49).
1654 წელი – პერეიასლავის რადის მიერ უკრაინის რუსული სახელმწიფოს წიაღში „ნებაყოფლობით შესვლის შესახებ” გამოცხადება. რუსეთ-პოლონეთის 1654-1667 ომის შედეგად ანდურის მორიგების მიხედვით 1667 წელს უკრაინის მარცხენა სანაპირო და კიევი მიმდებარე ტერიტორიებით მიემაგრა რუსულ ტახტს.
1721 წელი – ესტონეთი, აგრეთვე ვიძემე, თანახმად ნიშტადტის „მშვიდობიანი” მოლაპარაკებით, მიუერთდნენ რუსეთს, ხოლო რეჩპოსპოლიტის გაყოფის შემდეგ მას ჩამოშორდა აგრეთვე ლატვიის ტერიტორიის ნარჩენები.
ძვირად დაუჯდა ბალტიისპირელ ხალხებს პეტრე I მიერ გაჭრილი „ფანჯარა ევროპაში”, 20 წელზე მეტი ხანი მიმდინარეობდა ჩრდილოეთის დამპყრობლური ომი რუსეთის ზღვაზე გასვლისათვის. და ეს ფანჯარა მრავალგზის გაიწმინდა ბალტიისპირელების სისხლითა და ცრემლებით.
1731 წელი – ყაზახეთის უკიდეგანო სტეპებში გამოჩნდნენ რუსული ჯარები და დაიწყო ყაზახი ხალხის „ნებაყოფლობითი შესვლა” რუსულ იმპერიაში. XVIII საუკუნის 60-იან წლებში დასრულდა ყაზახური მიწების დაპყრობა რუსების მიერ. რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში მტკიცედ მუშავდებოდა გეგმა ყაზახი ხალხის ტოტალური ძალმომრეობითი მონათვლისა, რუსეთის შემდგომი ახალი რეგიონის – ყვითელი რუსეთისა. და მხოლოდ პირველი იმპერიალისტური ომის დაწყებამ უშველა ყაზახ ხალხს მორალურ-ღირსებითი, სულიერი გენოციდისაგან. ჩაიშალა რუსული თვითმპყრობელობის ამ მხეცური მიზნების განხორციელება.
1742 წელი – ყარაყალპაყეთი მოექცა პროტექტორატის ქვეშ, 1873 წელს კი შევიდა რუსეთის შემადგენლობაში.
1756 წელი – მთიანი ალტაი, “თავისი ხალხის ნების დაკმაკოფილებით” შევიდა რუსეთის შემადგენლობაში.
1771 წელი – ყალმუხეთის სახანომ შეწყვიტა არსებობა “რუსეთის ასტრახანის გუბერნიის ჩაყლაპვით”.
1772 წელი – რეჩ პოსპოლიტის სამად გაყოფის შედეგად ბელორუსული მიწები მიეკუთვნა რუსეთს.
1774 წელი – ოსეთი, დიდი და მცირე ყაბარდო დაპყრობილია რუსული ჯარებით.
1783 წელი – დაპყრობილ იქნა ყირიმი, – საქართველო აღმოჩნდა რუსეთის პროტექტორატის ქვეშ.
1793 წელი – იასის ხელშეკრულებით რეჩპოსპოლიტის დაყოფის შემდეგ მოლდოვას მარცხენა სანაპირო მიუერთდა რუსეთს.
1795 წელი – ლიტვის დიდი ნაწილი დაპყრობილია რუსეთის ჯარების მიერ.
1801 წელი – აღმოსავლეთი საქართველო და დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში (დსე ტ. X შ. გვ. 40) – დაიწყო რუსული ჯარების მიერ აღმოსავლეთ სომხეთის დაპყრობა.
1805 წელი – ყარაბახის სახანო მიუერთდა რუსეთს.
1810 წელი – ინგუშეთი დაპყრობილ იქნა რუსების მიერ.
1812 წელი – ბუქარესტის ხელშეკრულების შედეგად ბესარაბია მიუერთდა რუსეთს.
1813 წელი – კავკასიის დამოუკიდებელი ხალხების წინააღმდეგ რუსეთის კოლონიალური ომების წარმოებისას გულისტანის ხელშეკრულების შემდეგ რუსეთს მიუერთდნენ ბაქოს, განჯის, ყუბანის, შირვანის ტებრიზის, დაღესტნის და მთელი რიგი სხვა სახანოები. რუსულმა თვითმყრობელობამ ხიშტებით მოიტანა უსამართლობა და სიღატაკე, ცრემლისა და სისხლის ზღვა. ეკონომიკური ძარცვა, პოლიტიკური და სასულიერო ჩაგვრა, საუკუნოვანი წესების, ტრადიციების აბუჩად აგდება აღმოსავლეთის მუსულმანური ხალხებისა. რუსეთის იმპერიის არცერთ რეგიონს არ უწვნევია თავის თავზე კოლონიალური პოლიტიკის ისეთი სავალალო შედეგები, როგორც იმიერ კავკასიამ და ჩრდილოეთ კავკასიამ. მოსკოვის ბილწი პოლიტიკის – “დაყავი და იბატონეს”- ტრაგიკული შედეგები ზვავივით იზრდება მეორე კავკასიური ომისთვის რეალური წინაპირობების შექმნით. სად არის რუსი პოლიტიკოსების პირფერობის, ორპირობის, სიბილწის ზღვარი? ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გაუარესების მიზნით არარუს ხალხებში ეთნოსთა შორის შეჯახების პროვოცირებით, ისინი ცალი ხელით გასცემენ მეომარ მხარეებზე იარაღს, მეორე ხელით ხელს აწერენ შუამავლისა და მშვიდობისმყოფელის ნიღაბს ამოფარებულნი.
1815 წელი – ლიტვა მთლიანად იქნა დაპყრობილი რუსეთის მიერ.
1829 წელი – რუსული ჯარები მუხანათურად დაესხნენ თავს ჩეჩნეთის მიწას და აულებს. სასტიკი, უთანასწორო, სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ 1859 წელს ჩეჩნეთი სრულიად იქნა დაპყრობილი რუსეთის მიერ. ამაყი, თავისუფლებისმოყვარე ჩეჩენი ხალხი თავისი ლეგენდარული იმამ შამილის მწვანე დროშის ქვეშ უწევდა მედგარ წინააღმდეგობას რუსეთის იმპერიის უზარმაზარ ძალას ოცდაათ წელზე მეტ ხანს. იმამ შამილი იქნა დატყვევებული, მაგრამ არა გატეხილი. ის გასახლებულ იქნა რუსეთის თვითმპყრობელობის მიერ და გარდაიცვალა მისი უწმინდესი სამშობლოსაგან შორს. მას შემდეგ გაიარა მრავალმა წელმა, მაგრამ ახსოვთ რა შამილის ანდერძი, ჩეჩნეთი აგრძელებს რუსეთის “ფედერაციის” იმპერიის კოლონიალური უღლისაგან განთავისუფლებისთვის ბრძოლას.
1863 წელი – ჩრდილოეთ ყირგიზეთი “შევიდა” რუსეთის შემადგენლობაში.
1864 წელი – დასრულდა დასავლეთ საქართველოს დაპყრობა.
1868 წელი – ბუხარის სახანო მოექცა რუსეთის პროტექტორატის ქვეშ.
1873 წელი – ხივის სახანო დაპყრობილ იქნა რუსული ჯარების მიერ.
1875 წელი – კოკანდის სახანო მიუერთდა რუსეთს.
1876 წელი – სამხრეთი ყირგიზეთი მიუერთდა ჩრდილოეთს, ერთიანად კი რუსეთს.
1878 წელი – აჭარა დაპყრობილ იქნა რუსეთის მიერ.
1885 წელი – საბოლოოდ დასრულდა თურქმენეთის მიტაცება.
1919 წელი – ტუვის მხარე მოექცა რუსეთის პროტექტორატის ქვეშ. 30 წლის შემდეგ კი ტუვის სახალხო რესპუბლიკა “მშორმელთა თხოვნით” შევიდა სსრკ-ს შემადგენლობაში.
1940 წელი – “ფინეთის” სამარცხვინო ომის შემდეგ, გაჩაღებული რუსეთის მიერ, თითქოსდა ლენინგრადის უსაფრთხოების მიზნით, ფინეთის ქალაქი ვიპპური (ვიბორგი) და ფინეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მიუერთდა რსფსრ-ს. საბჭოთა არმიის მიერ ოკუპირებული იქნენ ლატვია, ლიტვა და ესტონეთი ჰიტლერულ გერმანიასთან სამარცხვინო გარიგების შედეგად. ფაშისტური გერმანიისა და სსრკ-ს შეთქმულების შედეგად დასავლეთ უკრაინა და დასავლეთ ბელორუსია მიუერთდნენ რუსეთს. ჰიტლერის მორიგი მოწყალება კრემლისათვის – ბესარაბია და ბუკოვინა “განთავისუფლებულია” წითელი არმიის მიერ.
1945 წელი – აღმოსავლეთ პრუსიის ნაწილი ქალაქ კენინგსბერგით “შევიდნენ” რსფსრ-ს შემადგელობაში. სამხრეთი სახალინი და ძირძველი იაპონური მიწები – კურილიის კუნძულები ოკუპირებულ იქნენ რუსეთის მიერ.
1979-1989 წლები – მშვიდობიანმა, მეგობრული ავღანეთმა, მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებით დაკავშირებულმა რუსეთთან, განიცადა მოსკოვის მოღალატური აგრესია. ათწლოვანი არაადამიანური ომის მსვლელობის შედეგად რუსეთის მთავარსარდლობის მიერ “გადამწვარი მიწის” ტაქტიკის გამოყენებით მოკლულ იქნა ამ ქვეყნის მილიონზე მეტი მოქალაქე. მრავალი ქალაქი და ყიშლაყი ნანგრევებად იქცა. ავღანური ომი – ერთერთი სამარცხვინო ფურცელია თანამდეროვე რუსეთის ისტორიაში.
ამგვარად, შეუჩერებელი კოლონიალური, სხვისი მიწების დამპყრობლური ომების შედეგად იქმნებოდა რუსეთის იმპერია.
მაგრამ, ამავე დროს შეიქმნა მითი “ათასწლოვანი რუსეთისა – მშველელისა, მშვიდობისმყოფელისა, ხალხთა და ერთა დედისა”. იმპერიული მითი ხალხთა მოსატყუებლად და დაფარული ოთხასწლოვანი რუსული აგრესიისა, მთელი რიგი სახელმწიფოებისა და ხალხების დამონებისა და ძარცვისა. და რა მიიღეს ხალხებმა, “ათასწლოვანი რუსეთის – გადამრჩენელისაგან” დამონებულებმა? ის, რომ ყველა არარუსი ხალხი, უკრაინელებისა და ბელორუსების ჩათვლით, მივიდნენ სულიერი გარდაცვალების საშიშ ხაზთან, მშობლიური ენის, ეროვნული კულტურის, საუკუნოვანი წესებისა და ტრადიციების დაკარგვით, თავიანთი სახელმწიფოებრიობის დაკარგვით. ამას გარდა, ბევრი არარუსი ხალხი განდევნილ იქნენ თავიანთი ძირძველი მიწიდან, განიცადეს დეპორტაცია, რომელსაც თან ახლდა მათი უდიდესი ნაწილის ფიზიკური განადგურება.
1940 წლის ბალტიისპირეთის ხალხების და დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსიის “განთავისუფლებული” ოლქების შერჩევითი დეპორტაცია, რომელიც მზარდი მაშტაბებით განმეორდა 1945 წელს, მაგრამ ამჯერად ჯოჯოხეთური წამების მეშვეობით “არქიპელაგ გულაგის” საინფლატაციო ბანაკებში.
1941 წელი – დედაწულიანი დეპორტაცია ვოლგისპირელი გერმანელებისა მათი სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაციით, რომელიც დრემდე არ აღდგენილა. ასეთივე ტრაგედია განიცადა თავისუფლებისმოყვარე ყალმუხეთის ხალხმა.
1942 წელი – შეიქმნა დოკუმენტი, საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლ.) ცკ-ს პოლიტბიუროს მიერ განხილული და მიღებული “ყაზანელი თათრების დეპორტაციის და მათი სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაციის შესახებ” სტალინგრადის დაცემის შემთხვევაში და ფრონტის გადატანა ვოლგის იქით, მის მარცხენა სანაპიროზე. სტალინგრადთან ფაშისტური გერმანიის განადგურებით, სათათრეთში უზარმაზარი სამხედრო მრეწველობის კონცენტრაციით, საბჭოთა არმიის სურსათის, სამოსით, საბრძოლო მარაგით, ტექნიკის უკეთესი მომაგრგების შესაძლებლობებით აიძულა მოსკოვი უარი ეთქვა მის მორიგ გენოციდზე.
1944 წელი – კავკასიის მუსულმანი ხალხების დედაწულიანი დეპორტაცია, დარბევების, ძარცვის, დახვრეტების, ადამიანთა დაწვის თანხლებით, რომლებიც ცდილობდნენ თავი დაეღწიათ დეპორტაციისაგან, – ტოტალური დეპორტაცია ყირიმელი თათრებისა, სამამულო ომის მონაწილეთა ჩათვლით, მთელი ხალხის ფაშისტ ოკუპანტებთან თანამშრომლობის ბრალდების თანხლებით. ამ უპრეცენდენტო ანგარიშწორების შედეგად ყირიმელი თათრები შეიქმნენ სიტორიაში არნახული უსასტიკესი გენოციდის მსხვერპლნი. დეპორტირებული თათრების დაახლოებით ნახევარი დაიღუპა სიცივისა და შიმშილისაგან ეშელონების მსვლელობის დროს, რომლებიც შედგენილი იყო ცხოველთა ვაგონებით, სრულიად დახშულნი, საჭმელ-სასმელის გარეშე. ამ არაადამიანურობამ შესძრა მსოფლიო. დღემდე არ არის ყირიმელ თათართა სახელმწიფოებრიობა აღდგენილი, მათ აკრძალული აქვთ ზღვისპირეთში, ქალაქებში ცხოვრება, საიდანაც ისინი განდევნილ იქნენ. მათ ასახლებენ ცუდ, მეურნეობისათვის გამოუსადეგარ სტეპების რეგიონების მიწებზე.
ეროვნული საკითხების შესახებ დატრიალებულ პოლემიკაში, რუსეთის ხალხების არათანაბარმნიშვნელოვანი ბედის შესახებ კამათისას არცთუ იშვიათად შეიძლება გავიგონოთ, რომ, ასე ვთქვათ, აგრეთვე რუსი ხალხიც დაზარალდა. ამის დროს ჩვეულებრივად ეყრდნობიან ეკონომიკურ სიდუხჭირეს, 30-იანი წლების საყოველთაო რეპრესიებს, ივიწყებენ, რაც საყოველთაო უბედურება იყო გამონაკლისის გარეშე. მაგრამ რუსი ხალხი არასოდეს განიცდიდა გამუდმებულ, დამამცირებელ სულიერ დისკრიმინაციულ ჩაგვრას, რომლის შედეგადაც არარუს ხალხებისთვის მშობლიური ენა საზოგადოებრივი ცხოვრების, სახელმწიფო საქმისწაროების ყველა დონიდან და ეკონომიკური საქმიანობის სფეროდან, ხალხთა შორის ურთიერთობებიდან. მრავალსაუკუნოვანი დისკრიმინაციის შედეგად არარუსი ხალხების მშობლიური ენა გადაიქვა სამზარეულო-საბაზრო ჟარგონად სრული გადაშენების მოახლოებული პერსპექტივით. არარუსი ხალხის წარმომადგენლებისთვის დაკეტილი იყო უმაღლესი განათლების მისასვლელი მეტნაკლებად პრესტიჟული პროფესიებისა რუსული ენის კარგი ცოდნის გარეშე. რიცხვი ეროვნული სკოლებისა მკაცრად იყო შემცირებული, ქალაქებში კი ისინი ლიკვიდირებული იყო “მშრომელი მშობლების თხოვნით”. მკაცრად იყო შეზღუდული ეროვნული ენების გამოყენება საინფორმაციო საშუალებებში, როგორც ცენტრალურ ასევე რეგიონალურში. არარუსი ხალხებისთვის არ იყო საბავშვო დაწესებულებები (ბავშვთა ბაგები და ბაღები) მშობლიურ ენაზე. ამას გარდა ამ დაწესებულებების აღმზრდელები (ჩვეულებრივ რუსები), მტკიცედ მოითხოვდნენ, რომ ბავშვებთან სახლში არ ესაუბრათ მშობლიურ ენაზე, თითქოსდა ხელი არ შეეშალათ მათთვის რუსული ენის ათვისებაში. მუსულმან ხალხებს არაერთხელ, ძალისმიერად შეუცვალეს დამწერლობა და საბოლოოდ თავს მოახვიეს კირილიცა, მათი ფონეტიკისთვის, ენობრივი არტიკულაციისთვის გამოუსადეგარი, მათი ენების გამამრუდებელი და დამამსხვრეველი დღევანდელ დღემდე. საუკუნოვანი ჩვეულებები და ტრადიციები მიჩნეული იყო რაღაც რეაქციულად, მომავალი თაობების არზრდისათვის მიუღებლად, და სამართლებრივი დასჯის მუქარით იკრძალებოდა. სისტემატიურად მახინჯდებოდა არარუსი ხალხების ისტორია, მტკიცდებოდა, რომ მათი ნამდვილი ისტორია სათავეს იღებდა რუსეთთან შეერთების მომენტიდან. ოფიციალური ტრიბუნებიდან საზეიმოდ ცხადდებოდა, რომ “რაც უფრო მალე ალაპარაკდება ყველა ხალხი რუსულ ენაზე, მით უფრო მალე აშენდებოდა ნათელი მომავალი”.
ხალხების ნებისმიერი მცირედი გამოვლინება ეროვნული თვითშეგნებისა უმოწყალოდ ცხადდებოდა ნაციონალიზმად, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ დანაშაულად. უცერემონიოდ, ყოველგვარი საბაბით, და საბაბის გარეშეც, იგნორირებული, შეურაცხყოფილი იყო ღირსება არარუსი ხალხისა, უპირატესობა ენიჭებოდა ყოველგვარ რუსულს. ამის შედეგად მიდიოდნენ აბსურდებამდე, განადიდებდნენ “რუსულ სულს”, “რუსულ სიმამაცეს”, “აქებდნენ “რუსულ ზამთარს”, “რუსულ არყის ხეს”, “რუსულ ვოლგას”, რათა საუკუნოდ განემტკიცებინათ ყოველგვარი რუსულის პრიორიტეტი.
ნებით თუ უნებლიედ, ფაქტიურად სახელმწიფოებრივ დონეზე, კულტივირებული იყო ყოველივე არარუსულისადმი შეურიგებლობა. ამის შესახებ სრულიად დამაჯერებლად მოწმობს ჩრდილოეთის, ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის ძირძველი მოსახლეობის ბედი, რომლებიც აღმოჩნდნენ სიკვდილის ზრვარის წინაშე “ცივილიზაციის ნაყოფის” შედეგად, რომელიც მათში “უფროსმა ძმამ” შეიტანა საცხოვრებელი გარემოს მსხვრევით – ეკონომიკური აგრესიით “საუკუნის მშენებლობათა”, კოლონიური ძარცვის, მათი ტრადიციების, ჩვეულებების მსხვრევის, არასრულფასოვანი, არატრადიციული კვების, დაუნდობელი ექსპლუატაციის, მათი შრომის არასავალდებულო შეცვლის, დაავადებების: ჭლექის, ავიტამინოზის, ვენერიული დაავადებების (ადრე ამ მხარეებისთვის უცნობი), პროფესიული დაავადებების, ალკოჰოლიზმის შედეგად.
მაგრამ რითი ავხსნათ “სახელმწიფოებრივი და საყოფაცხოვრებო ანტისემიტიზმის ისტორიული ხავერდოვანი “თაიგული”, რომელიც შეიქმნა მიზეზად თავისი მასშტაბებით არნახული ებრაული ემიგრაციისა რუსეთიდან? განა არ დარჩება ეს საუკუნოდ მსოფლიო ისტორიაში რუსი ერის სირცხვილად?
მოსკოვური კრემლის სცენარის მიხედვით ხელოვნურად შექმნილი სასკვდილო შიმშილობა და გენოციდი, რომელმაც 30-იან წლებში მრავალტანჯული უკრაინა მოიცვა, რომელმაც შრომისმოყვარე პურის მომყვანი, მშრომელი ინტელიგენტის – უკრაინის თავისუფლებისათვის დაცემული მებრძოლების – მილიონობით სიცოცხლე წარიტანა თან?
განა შეიძლება გამართლდეს მასიური დახვრეტები პოლონელი ხალხის ელიტის – ოფიცერთა კორპუსის, რუსეთში მუხანათურად განადგურებულებისა?
ან რითი აიხსნება 1957 წელს ჩელიაბინსკის ოლქში საწარმო მაიაკში ატომური აფეთქების შემდეგ დაზარალებული სოფლების მაცხოვრებელთა შერჩევითი გადასახლება-ევაკუაცია? მაშინ, როდესაც სათათრეთისა და ბაშკირეთის სოფლების მაცხოვრებლები თავიანთ სოფლებში დატოვეს ყოველგვარი დახმარების გარეშე. რუსებით დასახლებული სოფლები დაუყოვნებლივ იქნენ ევაკუირებულნი. მათი სოფლები მოასწორა ბულდოზერმა. თათრულ და ბაშკირულ სოფლებში დღემდის კატასტროფულად მაღალია რადიაციული ფონი, ბევრად მეტი, ვიდრე ჩერნობილის აეს-ის რეგიონებში. შემთხვევით არ იღუპებიან ამ სოფლების მცხოვრებლები არმიღწეული თავიანთი ცხოვრების ორმოც წელს. ამაზე დარდიანად მეტყველებენ მათი საფლავის მდუმარე ქვები. რუს ხალხს არ განუცდია თავისი ერის საშინელი ინტელექტუალური სტერილიზაცია, როგორიც ეს სხვა ხალხებში იყო, რომელთა ინტელიგენცია მეთოდურად და მიზანმიმართულად დედაწულიანად იქნა ბრალდებული დაუსაბუთებელ ნაციონალიზმში.
რუს ხალხს არასოდეს რგებია ხვედრად დეპორტაციის საშინელებები. მისთვის არ წაურთმევიათ საკუთარი სახელმწიფოებრიობა, მას არასდროს ახვევდნენ თავს სხვის კულტურას, ენას და რელიგიას.
ამავე დროს რუსული თვითმპყრობელობა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელებით მუდმივად აწარმოებდა ძალმომრეობით ქრისტიანიზაციას – სხვადასხვა აღმსარებლობების ხალხთა ნათლობას. ამასთან, დამატებით მათი კულტურული ნაგებობების, ტაძრების, სასაფლაოების ბარბაროსული განადგურებით, საფლავის ქვების ქრისტიანული ეკლესიების სამშენებლო მასალად გამოყენებით.… სად, მსოფლიოს რომელ სახელმწიფოში შეხვდებით ასეთ ვანდალიზმს? არარუსი ხალხის რელიგიური მოღვაწენი განიცდიდნენ სასტიკ რეპრესიებს და ფაქტიურად სრულიად იქნენ განადგურებულნი. აი ის, ქრისტიანული გულმოწყალება, შემწყნარებლობა.
ყაზანის სახანოს დაცემის შემდეგ თათარი ხალხის რელიგიური მოღვაწეები განიცდიდნენ საშინელ დევნას, ნადგურდებოდა მეჩეთები. ისე, როგორც იმპერატრიცა ელიზავეტა პეტრეს ასულის 1742 წლის 19 ნოემბრის ბრძანებით, გუბერნიაში უმალვე იქნა დანგრეული 500 მეჩეთზე მეტი. ეს ბოროტება განხორციელდა მისი გამეფების მეორე წელს და იყო გაგრძელება მისი მამის, პეტრე I პოლიტიკისა არარუს ხალხთან მიმართებაში. კერძოდ, მას ეკუთვნის სიტყვები, წარმოთქმული მის მიერ ყაზანში სპარსეთის ლაშქრობის სამზადისისას, რომ “ყოფილი ყაზანის სახანოს მიწები, სადაც ჯერ კიდევ სახლობენ თათრები, არის ავთვისებიანი სიმსივნე რუსეთის იმპერიის სხეულზე! განა ეს განწყობილებები დღესაც არ დანავარდობენ მოსკოვის ხელისუფლებისა და თეთრი სახლის დერეფნებში?
ყველა ზემოთჩამონათვალი – არასრული სიაა „ხალხთა მეგობრობის” ტრაგიკული შედეგებისა რუსეთის იმპერიის ციხეთა და ბანაკთა ლაბირინთებში, რომელიც სლავიანური ტრიუმვირატის მიერ 1991 წელს გამოცხადებულ იქნა „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობად”.


ხალხთა დიდი გადასახლებანი.ბარბაროსული სამეფოები რომის იმპერიის ტერიტორიაზე - ნაწილი I


IV-V საუკუნეები რომის იმპერიისთვის რთული ხანა იყო.არა მარტო საშინაო ურთიერთობების თვალსაზრისით.მის საზღვრებს სხვადასხვა მხრიდან თავს ესხმოდნენ მრავალრიცხოვანი ბარბაროსული ტომები,რომლებიც არა მარტო არბევდნენ არამედ იკავებდნენ კიდეც რომის ტერიტორიას.ეს პროცესი დაიწყო IV საუკუნის მეორე ნახევრიდან და გაგრძელდა VI  საუკუნის მიწურულამდე.


ყოველივე ამას მოჰყვა არა მარტო დასავლეთ რომის დაცემა არამედ ბარბაროსული ტომების მასიური ჩამოსახლება იმპერიის ყოფილ ტერიტორიაზე.ამიტომ ამ ხანას ხალხთა დიდი გადასახლების ეპოქას უწოდებენ.
 ბრიტანეთიდან დაწყებული კონტინენტური ევროპის ჩრდილოეთით,რაინისა და დუნაის სანაპიროებზე,აგრეთვე აღმოსავლეთ ევროპის ვრცელ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე,განსხვავებული ადათ-წესების მქონე,განვითარების სხვადასხვა დონეზე მდგარი ტომები,რომლებსაც ძველი  გერმანელების სახელით მოიხსენიებენ.ამ ბარბაროსთაგან ზოგიერთს(რაინისა და  დუნაის გასწვრივ მცხოვრებთ)ურთიერთობა რომთან ჯერ კიდევ  II-III  საუკუნეებში ჰქონდათ.იმპერიის სამხედრო ძალებში ხშირად ჩანდნენ დაქირავებული ბარბაროსები.რომაელი ვაჭრებიც ხშირად ეწვეოდნენ რაინისპირეთსა და დუნაიზე მცხოვრებ ძველ გერმანელებს,ხოლო რაც შეეხება ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით მცხოვრებთ,რომის გავლენა მათზე თითქმის არ შეიმჩნეოდა.ხალხთა დიდი გადასახლების ეპოქისთვის მათ თითქმის შენარჩუნებული ჰქონდათ თავიანთი თემობრივ-ტომობრივი ორგანიზაცია და ადათ-წესები.
 ხალხთა დიდი გადასახლების მიზეზებს შორის,ისტორიოგრაფიაში რამდენიმე უმთავრეს მიზეზს აქცევენ ყურადღებას.იმპერიის საზღვრებთან ახლოს მცხოვრებთ იზიდავდა რომაული სოფლებისა და ქალაქების სიმდიდრე.გარდა ამ ისა,უაღრესად მნიშვნელოვანია ცვლილებანი,რომლებიც ხდებოდა ბარბაროსთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.მოსახლეობის რიცხვის ზრდა აძნელებდა საარსებო საშუალების მოპოვებას.სამეურნეო კულტურის დაბალი დონე ვერ უზრუნველჰყოფდა ჭარბი მოსახლეობის გამოკვებას და ასევე არსებული გეოგრაფიული გარემო (განსაკუთრები ჩრდ.და აღმოსავლეთ ევროპა).

                ჰუნების შემოსვლა ცენტრალურ ევროპაში და გერმანული ტომების გადასახლება


ყველაზე ადრე ბარბაროსული ტომების მოძრაო რომის იმპერიის საზღვრებისაკენ გოთთა (გუთთა) ტომებში შეინიშნება.გოთთა მრავალრიხოვანი ტომები განსახლებულნი იყვნენ ვისლას ქვემო წელიდან აღმოსავლეთით  ბალტიის ზღვის სანაპირომდე აგრეთვე ამ ზღვის კუნძულებზე მაგ:გოტლანდში და შესაძლოა სამხრეთ სკანდინავიაშიც.II-III საუკუნეებში ზემოთაღნიშნული მიზეზების გამო,გოთთა ტომებმა თანდათანობით იწყეს მოძრაობა სამხრეთ აღმოსავლეთის მიმართულებით,ვისლიდან დნეპრის აუზისაკენ.გოთთა ამ ჯგუფს,რომლებიც უახლოვდებოდნენ ჩრდილოეთ შავიზღვის პირეთსა და სახლდებოდნენ დნესტრსა და დნეპრს შორის ტერიტორიაზე აღმოსავლეთის ანუ ოსტგოთები ეწოდათ. (იგივე ველის გოთები) გოთთა მეორე ნაკადი დაიძრა დნესტრის დაყოლებით ბალკანეთისაკენ.ამ ჯგუფს ვესტგოთების (ანუ ტყის გოთები) სახელით იცნობენ.
ვესტგოთები
IV საუკუნის დასაწყისისთვის გოთები რომის იმპერიის საზღვრებს მჭიდროდ მიუახლოვდნენ.ამავე პერიოდში იწყება მათში ქრისტიანობის გავრცელებაც.გოთთა განმანათლებელი და ქრისტიანობაზე მომქცევი იყო ვინმე ვულფილა რომელმაც გოთებში ქრისტიანობის არიანული მიმდინარეობა გაავრცელა.მანვე თარგმნა ბიბლიის ნაწილი გოთთა ენაზე.შეუდგინა გოთებს ანბანი დაახ.341 წლის შემდეგ.IV საუკუნის შუა ხანებისთვის შავი ზღვის ჩრდ.სანაპიროებსა და დუნაის შესართავთან იქმნება აღმოსავლეთ გოთთა ძლიერ ტომობრივი გაერთიანება,რომლის სათავეში ჩანს ბელადი ჰერმანრიხი.გოთთა ამ გაერთიანების გაძლიერება შეაფერხეს აღმოსავლეთიდან დაძრულმა ჰუნთა ველურმა ტომებმა.ჰუნები თურქულენოვანი მოდგმის ტომები იყვნენ,რომლებმაც გრიგალივით გადაუარეს ვოლგისპირეთს,დაიმორჩილეს ალანური და შესაძლოა სარმატული მოდგმის ტომებიც კი.ჰუნთა ტომები ოსტგოთებს დაუმეზობლდნენ და მათ შორის შეჯახება 375 წელს მოხდა.ოსტგოთები დამარცხდნენ და ჰუნებს დაემორჩილნენ და დროებით მათთან  ერთად დაიწყეს დასავლეთისაკენ სვლა.ასე დაიწყო ხალხთა  დიდი გადასახლება.
 
 ვესტგოთები:ჰუნებისგან შეშინებული ვესტგოთები ბალკანეთისაკენ დაიძრნენ და იმპერიის საზღვრებს მიადგნენ.ვესტგოთებმა თხოვნით მიმართეს იმპერატორ ვალენტს შეეშვა ისინი იმპერიის ტერიტორიაზე,მიეცა საცხოვრისი და სურსათი.სამაგიეროდ გოთები იმპერატორს  აღუთქვამდნენ სრულ მორჩილებასა და საჭირო შემთხვევაში სამხედრო დახმარებას.მოთხოვნილება მიღებულ იქნა და მათ დაეთმოთ საცხოვრისად პროვინცია მეზია (დღევანდელი ბულგარეთი) დუნაის მარჯვენა სანაპიროზე.ისინი მოკავშირეებად ანუ ფედერატებად იწოდებოდნენ.რომაელმა მოხელეებმა ისაეგებლეს შექმნილი სიტუაციით და ხელისუფლებისგან გამოყოფილი სურსათი,რომელიც გოთებისთვის უნდა გადაეცათ თვითონ მიითვისეს.რომაელი მოხელეების ასეთმა თვითნებობამ გოთები ძალან აღაშფოთა.მათ მოჰკიდეს იარაღს ხელი და აჯანყებულებმა ბალკანეთის პროვინციების რბევა დაიწყეს.იმპერატორი ვალენტი შეეცადა აჯანყების ჩახშობას მაგრამ 378 წელს ქალაქ ადრიანოპოლისთან სასტიკი მარცხი განიცადა.თავად იმპერატორი ბრძოლის  ველზე მოკლეს.ახალმა იმპერატორმა თეოდოსიუსმა,იარაღითა და მოსყიდვით დააშოშმინა გოთები მათთან ზავიც  დადო (382) და სამხედრო თუ სამოქალაქო სამსახურშიც ჩააყენა.იმპერატორის კარზე დაწინაურებულ გოთთა შორის გამოირჩეოდა  ახალგაზრდა და ენერგიული ალარიხი ბალთას საგვარეულოდან.თეოდოსიუსის გარდაცვალების შემდეგ (395) იმპერია მისმა ორმა ვაჟმა არკადიუსმა და ჰონორიუსმა გაინაწილეს.ახალგაზრდა არკადიუსის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულებით და არეულობით გოთებიც დაზარალდნენ.უკმაყოფილო გოთები ალარიხის მეთაურობით აჯანყდნენ და კოსტანტინოპოლს მიადგნენ,დიდი გამოსასყიდიც  მიიღეს იმპერატორისგან და ბალკანეთის პროვინციების რბევას  მიჰყვეს ხელი.ალარიხის ურდოები დასავლეთისაკენ დაიძრნენ,მაგრამ ისინი შეაჩერეს დასავლეთ რომის იმპერატორის ჰონორიუსის გამოგზავნილა ჯარებმა სტილიხონის მეთაურობით.401 წელს გოთები მილანამდეც კი მივიდნენ მაგრამ ალარიხის ჯარებმა ისინი კვლავ შეაჩერეს.ალარიხი ილირიაში დაბრუნდა.
 ამასჯობაში მნიშვნელოვანი მოვლენები დატრიალდა რომში.ჰონორიუსის სასახლის დიდკაცობამ აითვალწუნა ბარბაროსული წარმოშობის,მაგრამ უაღრესად ნიჭიერი სტილიხონი.მას ბრალი დასდეს ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაში და 408 წელს მოკლეს.ამას მოყვა რომში ყველა ბარბაროსის განსაკუთრებით არიანელების რბევა.იტალიიდან დევნილმა ბარბაროსებმა ალარიხს მიაშურეს.

                              ვესტგოთი ცხენოსანი მეომარი და მისი აღჭურვილობა

     
ვესტგოთები იტალიასა და გალია-ესპანეთში:ილირიაში დაბანაკებული ალარიხი ხელსაყრელ მომენტს უცდიდა.რომში დატრიალებული მოვლენები ასეთად მიიჩნია და 408 წელს რომისაკენ დაიძრა.ბუნებით მხდალი და გამოუცდელი ჰონორიუსი რომიდან გაიქცა და რავენაში გამაგრდა.ვესტგოთები უბრძოლველად მიადგნენ რომს და ალყა შემოარტყეს.ალარიხმა მოითხოვა რომში არსებული მთელი ოქრო ვერცხლი და ყველა მონა-ბარბაროსის გათავისუფლება.შეკითხვაზე რომს რაღას უტოვებთ ალარიხს უპასუხია ''სიცოცხლეს,,მაგრამ ალარიხი დათანხმდა მოლაპარაკებაზე გამოსასყიდიც მიიღო და ტოსკანისაკენ დაიხია.საიმპერატორო ხელისუფლება აღარ ასრულებდა ალარიხისთვის მიცემულ პირობას და ალარიხი კვლავ რომისაკენ დაიძრა.ეს მოხდა 410 წელს,ბარბაროსმა მონებმა ალარიხს შიგნიდან გაუღეს კარები და გოთთა ურდოები რომში შეიჭრნენ.ვესტგოთები ორი კვირის განმავლობაში ძარცვავდნენ ქალაქს აოხრებდნენ და წვავდნენ ყველაფერს ეს იყო სრული ვანდალიზმის გამოხატულება.მარადიული ქალაქი დაეცა თანამედროვეები ამას ქვეყნიერების დასასრულადაც კი მიიჩნევდნენ.

                                               მარადიული ქალაქის დაცემა

 რომიდან ალარიხი სამხრეთ იტალიისაკენ დაიძრა მაგრამ იგი გზაში გარდაიცვალა და გოთებმა მეფედ გამოაცხადეს ატაულფი.ახლად არჩეული მეფე ორი წლის განავლობაში არბევდა იტალიას და შემდეგ სამხრეთ  გალიაში გადავიდა.ისარგებლა გალიაში შექმნილი ვითარებით და გალიის უდიდესი მიწები დაიკავა,მაგრამ ატაულფი შეთქმულებმა მოკლეს და მეფედ აირჩიეს ვინმე ვალია.ამ უკანასკნელმა  დაამარცხა ესპანეთში მყოფი ვანდალები ალანები დაე ესპანეთის დიდი ნაწილი დაიპყრო.მეფე ვალიას კარზე იმძლავრა იმ პოლიტიკურმა დაჯგუფებამ,რომელიც რომთან მშვიდობიანი ურთიერთობის მომხრე იყო.ვალიამ იმპერიასთან ზავი დადო საიმპერატორო იძულებული გახდა ვესტგოთებისათვის დაეთმო სამხრეთ გალია და  ესპანეთის ნაწილი.ასე წარმოიშვა დასავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე პირველი ბარბაროსული სამეფო ვესტგოთებისა,რომლის პოლიტიკური ცენტრი გახდა ქალაქი ტულუზა.დაპყრობილ ტერიტორიებზე გოთებმა გალო-რომანულ არისტოკრატიის მიწების ორი მესამედი ჩამოართვეს და ერთმანეთში გადაინაწილეს.გადასახადებიც,მხოლოდ გალო-რომანულ მოსახლეობას დააკისრეს.მეფე ეირიხისა და ალარიხ II-ის დროს შედგენილ იქნნა ვესტგოთთა სამართალი.ვესტგოთებსა და  დაპყრობილ მოსახლეობას შორის დაპირისპირება თანდათანობით იზრდებოდა.რომლებმაც მიწების დიდი ნაწილი  დაკარგეს.წინააღმდეგობას ამწვავებდა ასევე სარწმუნეობრივი დაპირისპირებაც.რომაულ-კათოლიკური მრწამსის გალიის არისტოკრატია ვერ ურიგდებოდა გოთთა არიანელობას ამიტომ VI საუკუნის დასაწყისში ფრანკებმა ადგილობრივი დიდკაცების დახმარებით ვესტგოთებს მთელი გალია  წაართვეს.ამის მერე გოთთებს ესპანეთიღა შერჩათ მისი ცენტრი ქ.ტოლედო გახდა.
  რომაულ საზოგადოებასთან ხანგრძლივმა კონტაქტებმა მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ბარბაროსთა ცხოვრებას.ბალკანეთსა და იტალიაში შეჭრამდე მათში ჯერ კიდევ მტკიცედ იყო შემორჩენილი  თემური წყობილების ელემენტები.გალიაში დამკვიდრების შემდეგ მიწების დანაწილებამ და გალო-რომანული საზოგადოების გავლენამ დააჩქარა მათში თემური წყობილების რღვევა და კლასობრივი ურთიერთობების ჩამოყალიბება.VII საუკუნის დამდეგიდან მსხვილ მიწათმფლობელთა კერძო უფლებების ზრდა  კიდევ   უფრო ინტესიური ხდეა.გახატაკებული გოთი მეთემეები სულ უფრო და უფრო ვარდებიან წარჩინებულთა კაბალაში და კოლონებს ემსკავსებიან.ერთი მხრივ მსხვილი მიწათმფლობელობის ზრდა და მეორე მხრივ თავისუფალი გოთი მეთემეების გაღატაკება ამზადებდა ფეოდალური ურთიერთობების საფუძვლებს.ამ პროცესმა შემდგომი განვითარება და დასრულება ვერ ჰპოვა გოთთა სახელმწიფოში,ვინაიდან VIII საუკუნის დასაწყისში ესპანეთი  არაბებმა დაიპყრეს

პეტრე ბაგრატიონი - სამხედრო კარიერა




 პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი
 (დ. 1765, ყიზლარი, ახლანდელი დაღესტანი ― გ. 12 (24) სექტემბერი, 1812, სოფ. სიმი, ახლანდელი ვლადიმირის ოლქი), რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი (1809), რუსეთის 1812 წლის სამამულო ომის გმირი. წარმოშობით ის ბაგრატიონთა ქართული სამეფო გვარიდან იყო.
 ბაგრატიონი მონაწილეობდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. მან ასევე თავი გამოიჩინა 1787-1791 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. 1793-1794 წლებში მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში. 1799 წელს მონაწილეობდა ალექსანდრე სუვოროვის ლაშქრობებში იტალიასა და შვეიცარიაში. საფრანგეთთან 1805-1807 წლების ომში განსაკუთრებით თავი გამოიჩინა სოფ. შენგრაბენთან. მან 6-ათასიანი რაზმით შეაჩერა ფრანგთა 30-ათასიანი არმია. ბაგრატიონმა თავი გამოიჩინა აგრეთვე აუსტერლიცის, პრეისიშ-ეილაუსა და ფრიდლანდის ბრძოლებში. 1808-1809 წლებში მონაწილეობდა შვედეთთან ომში, სარდლობდა 21-ე დივიზიას. 1809-1810 წლებში მარტამდე სარდლობდა მოლდავეთის არმიას რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1811 წლის აგვისტოდან სარდლობდა პოდოლსკის არმიას, 1812 წლის მარტიდან — II დასავლეთის არმიას. ბოროდინოს ბრძოლაში იგი სარდლობდა რუსეთის არმიის მარცხენა ფრთას. ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა და მას გამოეთიშა. გარდაიცვალა სოფ. სიმში. დაკრძალეს იქვე, 1839 წელს კი ბოროდინოს ველზე გადაასვენეს.მისი პაპა ალექსანდრე იყო ვახტანგ VI-ის ძმის იესეს შვილი. მეფე იესეს სიკვდილის შემდეგ მაჰმადიანი ალექსანდრე (ისაკ–ბეგის სახელით) თეიმურაზსა და ერეკლეს ებრძოდა, თუმცა შემდეგ თეიმურაზის მეცადინეობით ის მოინათლა და ეწოდა ალექსანდრე. ის ყიზლარში დასახლდა 1759 წელს. ალექსანდრეს შვილი და პეტრეს მამა ივანე რუსეთის არმიის პოლკოვნიკი იყო. მას ჰყავდა კიდევ ორი შვილი: რომანი (რევაზი) და ალექსანდრე.პეტრე სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდა მამიდა ანა გოლიცინასთან. სწორედ მამიდის წყალობით მასზე შეიტყო გრიგოლ პოტიომკინმა, რომელმან 1782 წლის 21 თებერვალს (4 მარტი)[1] 17 წლის ბაგრატიონს სამხედრო სამსახური დააწყებინა ასტრახანის ქვეითთა პოლკში სერჟანტად. 1783 წელს მან პირველად მიიღო მონაწილეობა სამხედრო ოპერაციაში ჩეჩნების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1785 წელს ჩეჩნებთან ბრძოლაში ის ტყვედ ჩაიგდეს, მაგრამ შემდეგ გაათავისუფლა მანსურ მაგომამ პეტრეს მამის ხათრით, რომელიც მათ ადრე ბევრჯერ დახმარებიათ. ამ ოპერაციების შემდეგ მისი პოლკი გაერთიანდა ტომსკის ქვეითთა პოლკთან და დაერქვა კავკასიის მუსკეტერთა პოლკი. 1787—1791 რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს თავი გამოიჩინა ოჩაკოვის სიმაგრის აღებაში (6 (17) დეკემბერი, 1788), რისთვისაც კაპიტნის ჩინი დაიმსახურა. 1792 წლამდე ის ისევ კავკასიაში იბრძოდა. 1793 წელს მან მიიღო პრემიერ−მაიორის ჩინი კიევის კავალერიის პოლკში სამსახურისას. 1794 წელს ის პოლონეთში მეთაურობდა ერთ-ერთ ესკადრონს სუვოროვის არმიაში. ის მონაწილეობდა სედლეცთან გამართულ ბრძოლაში. მან ასევე თავი გამოიჩინა ბროდთან, სადაც ათასი პოლონელი დაამარცხა და მათგან 250 კაცი და ერთი ზარბაზანი ჩაიგდო ხელში. ამ გამარჯვებას მოჰყვა მისი კარიერული წინსვლა: საკუთრივ ამ ბრძოლის გამო ის 1794 წლის 15 (26) ოქტომბერს ვიცე-პოლკოვნიკი გახდა. 1798 და 1799 წლებში კი ჯერ პოლკოვნიკის შემდეგ კი გენერალ-მაიორის სამხრეები დაიმსახურა.1805 წლის აპრილში შეიკრა რიგით მესამე კოალიცია ნაპოლეონის საფრანგეთის წინააღმდეგ. არმია ისევ რუსეთს და ავსტრიას გამოჰყავდათ, ინგლისი კი მას ფინანსურად უზრუველჰყოფდა. თუმცა მანამდე, სანამ მიხეილ კუტუზოვის არმია გენერალ მაკის არმიას შეურთდებოდა, ნაპოლეონმა ავსტრიელებს შეუტია და ულმთან ისე დაამარცხა, რომ 9 (21) ოქტომბერი ავსტრიელებმა კაპიტულაციას მოაწერეს ხელი. როდესაც ეს ამბავი კუტუზოვმა შეიტყო, მან გადაწყვიტა სწრაფი უკან დახევით ეშველა თავისთვის და არმია დუნაის მეორე მხარეს გადაეყვანა. გზაში მას მაკის არმიიდან გადარჩენილი ავსტრიელებიც შეუერთდნენ კინმაიერის მეთაურობით. კუტუზოვის გეგმა ითვალისწინებდა დუნაის გადალახვის შემდეგ არმიის ბუკსგევდენის კორპუსთან შეერთებას.
რუსეთის არმია უკან დახევას ცდილობდა საარიერგარდო ბრძოლებით, რომელსაც ბაგრატიონი მეთაურობდა. უკან დახევისას მისმა არიერგარდმა მდინარე ენსი გადალახა და შემდეგ გადასასვლელები გადაწვა მტრის შესაჩერებლად. თუმცა მათ მაინც მოუწიათ ბრძოლაში ჩართვა. ამშტეტენთან ბაგრატიონის არიერგარდს შეუტიეს, თუმცა გენერალ მილორადოვიჩის დახმარებით მან წარმატებას მიაღწია. საბოლოოდ არმიამ კრემსთან ახლოს დურენშტაინის ბრძოლაში ედუარდ მორტიეს დივიზია დაამარცხა, დუნაი გადალახა და ყველა დაგასასვლელი დაწვა. 3 (15) ნოემბერს ვენის აღების შემდეგ მარშალ იოახიმ მიურატის შენაერთმა დუნაი გადმოლახა და შეეცადა რუსეთის არმიისათვის უკან დასახევი გზები მოეჭრა. მის შესაჩერებლად ბაგრატიონის არიერგარდი გაემართა, თუმცა მიურატს ეგონა, რომ მის წინ მთელი არმია იყო და მათთან მოლაპარაკება წამოიწყო. ამით ისარგებლა ბაგრატიონმა და შეეცადა რაც შეიძლება მეტი დრო გაეყვანა. ასე დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ნაპოლეონი მიუხვდა პეტრეს ამ ხრიკს და მიურატს შეტევა უბრძანა. 4 (16) ნოემბერს ბრძოლა დაიწყო. ბაგრატიონი თავისი 6,000 კაცით შეუპოვრად იბრძოდა შენგრაბენთან. ის ალყაში მოექცა, რომელიც წარმატებულად გაარღვია და უკან დახევა დაიწყო. მან დაკარგა 2,402 კაცი და მთელი არტილერია. თუმცა, ნაპოლეონმა ბრძოლა შეწყვიტა რადგან, არირგარდის მოქმედებამ უზრუნველჰყო რუსეთის არმიის წარმატებული უკანდახევა. ბაგრატიონის სამხედრო ნიჭს ადასტურებს კუტუზოვის წერილიც, რომელიც ალექსანდრე I-ს მიწერა.ბაგრატიონს წარმატებისთვის გენერალ-ლეიტენანტის ჩინი მიანიჭეს და დააჯილდოვეს მარი–ტერეზას ორდენის კომანდორის ჯვრით. უკანასკნელი ავსტრიის იმპერატორმა მიანიჭა. არიერგარდის მებრძოლებს კი დაურიგეს სამკერდე ნიშნები, რომელზეც ეწერა:„ხუთი ოცდაათის წინააღმდეგ“. კუტუზოვმა მალევე ყველასთვის სანატრელი გენერალური ბრძოლის ადგილად ბოროდინოს ველი არჩია. ფრანგებს 130,000 ჯარისკაცი და 587 ზარბაზანი ჰყავდათ, რუსებს კი 120,000 ჯარისკაცი და 640 ზარბაზანი. ბაგრატიონს მაცხენა ფლანგი ებარა. უშუალოდ ბრძოლას წინ უძღვოდა ფრანგების იერიში შევარდინოს რედუტზე. 5 სექტემბერს მიურატმა შევარდინოზე შეტევა დაიწყო. წინააღმდეგობის მიუხედავად მან რედუტი დაიკავა. ამის შემდეგ ბრძოლაში ბაგრატიონი ჩაერთო და რედუტი დაიბრუნა, თუმცა კუტუზოვის ბრძანებით გვიან ღამით უკან დაიხია და შევარდინო ფრანგებს დაუთმო. 7 სექტემბერს ფრანგებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს რუსების მარცხენა ფრთას, რომელსაც ბაგრატიონი მეთაურობდა. მას დაახლოებით ასი ზარბაზანი უტევდა. პირველი იერიში დავუმ წამოიწყო 25-ათასიანი კორპუსით ბაგრატიონის ფლეშებზე. ეს იყო ოთხი ისრის წვერის ფორმის მიწური, რომელიც რკალად შეკრულ ეშალონს ქმნიდა მდინარე კალოჩას წინ. ეს პოზიციები იცავდა რუსების მარცხენა ფლანგს, თუმცა კი არავითარი ლანდშაფტური უპირატესობა არ გააჩნდა. ფლეშებს ასევე ჰქონდა საარტილერიო შენაერთებისოფელ სემოინოვსკოეს მაღლობზე. რომლის ამაღლებული რელიეფი მდ. კალოჩას მარცხენა ნაპირზე კონტროლის საშუალებას აძლევდათ.ფლეშები დაკავებული ჰქონდა გრენადერების მეორე დივიზიას მიხეილ ვორონცოვის მეთაურობით. 6 საათზე არტილერიის დაბომბვის შემდეგ პირველად შეტევაზე გადავიდნენ დეზესა და კომპანის დივიზიები. მათ გადალახეს ეგერთა წინააღმდეგობა და ფლეშებში შეაღწიეს უტიცკის ტყის გავლით. როდესაც დაიწყეს განლაგება, ისინი მოხვდნენ ეგერების ცეცხლის ქვეშ, რომლებსაც კონტრშეტევა წამოეწყოთ და უკან დახევა მოუხდათ. 8 საათზე ფრანგებმა მეორე იერიში წამოიწყეს და დაიკავეს ფლეშების სამხრეთი ნაწილი. ბაგრატიონმა ვორონცოვის დივიზიას საკუთარი ძალები მიახმარა. ფრანგებმა ფლეშბი დატოვეს. დაიჭრნენ კომპანი და დეზე, ასევე კონტუზია მიიღო მარშალმა დავუმ. მესამე შეტევისთვის ნაპოლეონმა გააძლიერა შემტევი ძალები ნეისა და მიურატის კორპუსების ნაწილებით, ასევე ზარბაზნების რიცხვი 160-მდე გაზარდა. თავისმხრივ ბაგრატიონმაც მიიღო დახმარება კუტუზოვისგან, თუმცა ფრანგებმა მაინც შეძლეს ფლეშების სამხრეთ ნაწილში შეღწევა. ხიშტებით ბრძოლაში მძიმედ დაიჭრნრნ გენერლები: დიმიტრი ნევეროვსკი და მიხეილ ვორონცოვი.რუსებმა წამოიწყეს კონტრშეტევა კირასირების პოლკით ისე, რომ მარშალი მიურატი რამის ტყვედ ჩავარდა. მათდა სამწუხაროდ კავალერიას მხარი ვერ აუბეს ქვეითებმა. კირასირები უკუგდებულ იქნენ ფრანგების მიერ. ასე, რომ დილის 10 საათისთვის ფლეშები ისევ ფრანგების ხელში იყო. საბოლოოდ რუსებმა მაინც შეძლეს მისი დაბრუნება ქვეითთა მესამე დივიზიის კონტრშეტევის შემდეგ, რომელსაც მართავდა გენერალი კონოვიცინი.
11 საათისთვის ნაპოლეონმა 45 ათასი ქვეითითა და კავალერიით და თითქმის 400 ქვემეხით დაიწყო მეოთხე იერიში. ბაგრატიონმა, რომელიც მიხვდა, რომ ამხელა ძალების ზეწოლას ვერ გაუძლებდა, თვითონ გადავიდა შეტევაზე 20 ათასი კაცით, რომელსაც სათავეში თვითონ ჩაუდგა. ფრანგებმა ბაგრატიონის ძალები შეაჩერეს და დაიწყო ხიშტებით ბრძოლა, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა. რუსებმა უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ ამ დროს ბაგრატიონი ყუმბარის ნატეხებით თეძოში დაიჭრა და ბრძოლას გამოეთიშა. ამან ჯარისკაცებზე რა თქმა უნდა ცუდად იმოქმედა. მათ უკან დახევა დაიწყეს. მეორე არმიის ხელმძღვანელობა კონოვიცინმა ითავა, რომელიც შემდეგ კუტუზოვმა ინფანტერიის გენერალი დოხტუროვით შეცვალა.დაჭრილი ბაგრატიონი გადაიყვანეს მამიდამისთან სოფელ სიმში. 24 სექტემბერს ჭრილობის მიღებიდან 17 დღის შემდეგ ბაგრატიონი გარდაიცვალა. 30 სექტემბერს კი ის დაასაფლავეს სიმის ეკლესიაში. ბაგრატიონის ადიუტანტი, დენის დავიდოვი იბრძოდა ბაგრატიონის ნეშთის ბოროდინოს ველზე გადასვენებისთვის და 27 წლის შემდეგ საწადელს მიაღწია. 1839 წელს მან მოიპოვა ბაგრატიონის ნეშთის გადასვენების უფლება, თუმცა მას ვერ მოესწრო.

დიდგორის ბრძოლა


1121 წლის 12 აგვისტო...მტერი შემოვიდა თრიალეთს,მანგლისს და დიდგორთა,რომელიც თვით ფერხთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილსა. თრიალეთისა და დიდგორის შერჩევა შეკრების ადგილად განპირობებული იყო იმით,რომ აქედან მტერი ადვილად წამოვიდოდა თბილისსზე მცხეთის  შემოვლით.საქართველოს ჯარი დავით აღმაშენებელმა დიდგორს განალაგა.დიდგორსა და მანგლისისაკენ მიმავალი გზა ნიჩბისის ხევს მიჰყვება.დავით აღმაშენებლის ლაშქარმა ორ მთას შუა დაიბანაკა.დიდგორის მდებარეობის სტრატეგიულმა მნიშვნელობამ განაპირობა დავით აღმაშენებლის მიერ მისი ბრძოლის ადგილად შერჩევა.

 ფრანგი გოტიე გადმოგვცემს,რომ დავით აღმაშენებელმა ბრძოლის დაწყების წინ მგზნებარე მოწოდებით მიმართა თავის ლაშქარს: ...მეომარნო ქრისტესანო!თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ ,არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა,არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ.და ერთს რასმე გირჩევთ,რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისთვის  კარგი იქნება.ჩვენ ყველამ,ხელების ცისკენ აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ,რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა კიდეც,რომ მოვინდომოთ ამ ხეობის შესავალი,რომლითაც შემოვსულვართ ხეთა ხშირი ხორგებით შევკარით  და მტერს,როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად,მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტევთ...''
 შეტევა ქართველ მოლაშქრეებს დაუწყიათ.არაბი ისტორიკოსი იბნ-ალ-ასირი მეტად საინტერესო ცნობას გვაწვდის ლაშქრობის დაწყების შესახებ.: ''ორივე ლაშქარი საბრძოლველად მოემზადა.წინ გამოეყო ორასი მეომარი ყივჩაღი.მუსლიმებმა იფიქრეს დასანებებლად მოდიანო და არავითარი საწინააღმდეგო ზომები არ მიიღეს.წინა მებრძოლებმა ისრები დაუშინეს მუსლიმებს.მუსლიმთა რიგები შეირყა,დაბნეულობამ იჩინა თავი.შორსმყოფებმა ეს დაბნეულობა-არეულობა,რომ იხილეს უკან დახევა იწყება და თვითონაც გაიქცნენ.ჯარი უწესრიგოდ იხევდა უკან და ერთმანეთისთვის დიდი ვნება მოჰქონდათ.ქართველები დაედევნენ და ათი  ფარსაგი (დახ: 70 კილომეტრი) სდიეს.ხოცავდნენ და ტყვედ იგდებდნენ მტერს. 4 ათასი მეომარი ტყვედ ჩაიგდეს. არაბი იბნ ალ-სირისა და ფრანგი გოტიეს ცნობები 200 მეომრის დაწინაურებისა და მათგან ბრძოლის დაწყების შესახებ ცნობები ემთხვევა ერთმანეთს. თუმცა გოტიე ამ მეომრებს ფრანგებად (ჯვაროსნებად) მიიჩნევს,ხოლო იბნ ალ-სირი ყივჩაღებად.

დავით IV აღმაშენებელი საქართველოს მეფე 1089-1125
დავით აღმაშენებელს,როგორც ჩანს მართლაც გამოუყენებია ეს ტაქტიკური ხერხი.საქართველოს მეფის ამ ჩანაფიქრს ყურადღება მიაქციეს სამხედრო ხელოვნების ისტორიის მკვლევარებმა და ამგვარი ნაბიჯი ბრძოლისას იმ ეფექტურ ნაბიჯად მიიჩნიეს,რომელმაც ხელი შეუწყო ქართველთა წარმატებას თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ.
 დავით აღმაშენებლის მიერ ჩაფიქრებული ეს დიდმნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია,რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ბრძოლის წარმართვისას და შედეგისათვის,ამასთან დიდ წვრთნასთან ერთად რისკსა და თავგანწირვასც მოითხოვდა,ძნელად დასაჯერებელია ყივჩაღებისათვის ან ჯვაროსნებისათვის მიენდოთ.
 როგორც დასტურდება დავით ათმაშენებლის მიერ წარგზავნილმა ორას კაციანმა რაზმმა მისია შეასრულა და მტრის რიგებში ქაოსი გამოიწვია.მაშინ საქართველოს ლაშქარმა მოწინააღმდეგეს ფლანგებიდან შეუტია...''მეფემან დავით უშიშმან და ყოვლად უძრავმან გულითა წინა განაწყო სპა მისი და ყოველი საქმე შუენიერად და ღონიერად ყო...''დავით აღმაშენებლის სარდლობით საქართველოს ლაშქარი დიდგორის ველს ნიჩბისის ხევიდან მიუახლოვდა.მთავარ ძალას მეფე ედგა სათავეში,ხოლო ლაშქრის ნაწილს მეფის მემკვიდრე დემეტრე დავითის ძე ხელმძღვანელობდა,რომელიც დიდგორის ერთ-ერთი მთიდან დაეშვა და მთის ძირას დაბანაკებულ თურქ-სელჩუკთა ლაშქარს შეუტია. მატთეოს ურჰაეცი ხატოვნად გადმოგვცემს ბრძოლის მიმდინარეობას: ''იქმნა სასტიკი ბრძოლა ორ მთის შორის,ისე,რომ ლაშქართა საშინელი ხმაურისგან ეს მთები იძახოდნენო''
 პირველი შებრძოლებისთანავე მტრის ბანაკი შეირყა,აიყარა და გაიქცა.ქართველი ისტორიკოსის ამ ცნობებს მატთეოს ურჰაეციც ადასტურებს.სომეხი ისტორიკოსი წერს,რომ ''იმ დღეს იქნა სასტიკი და საშინელი ამოწყვეტა თურქთა ჯარებისა და აღივსნენ გვამებით მდინარენი და მთათა ხევები და ყოველნი მთათა ქარაფნი დაიფარნენ'' თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის მწარე მარცხს ვერც მუსლიმი ისტორიკოსები ფარავენ. ალ-ფარიკი აღნიშნავს,რომ მოიკლა მუსლიმთაგან უთვალავი რაოდენობა.ილ- ღაზმა დაჰკარგა რა მთელი ლაშქარი და თავში დაჭრილი უიარაღოდ დაბრუნდა შინ.
 დიდგორის ბრძოლის აღმწერი ყველა ისტორიკოსი მიუთითებს იმ დიდ ზარალზე,რაც თურქ-სელჩუკთა კოალიციურმა ლაშქარმა განიცადა.დიდძალი ტყე და ალაფი იგდეს ხელთ ქართველებმა


დიდგორის ბრძოლა.
ამგვარად ქართველმა მოლაშქრეებმა,დავით აღმაშენებელმა,1121 წლის 12 აგვისტოს მუსლიმურ კოალიციურ ჯარებთან გადამწყვეტ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მიიღეს.დიდგორთან გამარჯვებას ფართომაშტაბის საერთაშორისო რეზონანსი ჰქონდა.მემატიანეებმა ამ გამარჯვებას ''ძლევაი საკვირველი'' უწოდეს.
 კოალიციური ლაშქრის რაოდენობის შესახებ  სხვადასხვა ისტორიკოსთა ციფრობრივი მონაცემები გვხვდებდა.ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდა,რომ მტრის ლაშქარი დიდგორის ბრძოლისას 300 000 მეომრისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი.
 რამდენი მოლაშქრე გამოიყვანა დავით აღმაშენებელმა?გოტიეს ცნობით დავით აღმაშენებელი 80 000 მხედრით გავიდა საბრძოლველად.ეს მონაცემები გაზვიადებულია უფრო დასაჯერებელია მატთეოს ურჰაეცის ცნობა,რომლის მიხედვითაც დავით ათმაშენებელს ბრძოლის ველზე გამოუყვანია 55 600 მოლაშქრე.აქედან 40 000 ქართველი,15 000 ყივჩაღი, 500 ალანი,100 ევროპელი მეომარი.,როგორც ხედავთ უმრავლესობა (ორ მესამედზე მეტია)შემთხვევითი არ არის,რომ გადამწყვეტ მომენტში ქართული ლაშქრის ძირითად ძალას ქართველები წამოადგენდნენ...


ვერდენის ბრძოლა




მსოფლიო ისტორია ბევრ დიდ ბრძოლას იცნობს, თუმცა მათ შორისაც არის გამორჩეულად გრანდიოზული და სისხლისმღვრელი სამხედრო დაპირისპირებები.

ასეთთა კატეგორიას განეკუთვნება პირველი მსოფლიო ომის დასავლეთ ფრონტზე, საფრანგეთისა და გერმანიის არმიებს შორის გამართული ვერდენის ბრძოლა (1916 წლის 21 თებერვალი – 18 დეკემბერი), რომელსაც ხშირად ,,ვერდენის ხორცსაკეპსა" და ,,ვერდენის სასაკლაოს" უწოდებენ. ამასთან, ერთად ეს სამხედრო დაპირისპირება ფრანგული არმიის გაუტეხელობის მაგალითია. ინგლისელმა სამხედრო ისტორიკოსმა, გენერალ-მაიორმა ჯულიან თომპსონმა ვერდენი ,,ფრანგთა სტალინგრადად" მონათლა, ხოლო რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს, როცა თბილისს რუსული მე-11 წითელი არმია უტევდა, გაისმოდა მოწოდებები, რომ თბილისი გახდებოდა მეორე ვერდენი და მტერი ქალაქში ვერ შემოაღწევდა...

შლიფენის გეგმის ჩავარდნის შემდეგ, რომელიც ითვალისწინებდა გერმანული არმიის მიერ საფრანგეთის ცხრა კვირის განმავლობაში დაპყრობას, პირველი მსოფლიო ომის დასავლეთ ფრონტზე ბრძოლებმა პოზიციური ხასიათი მიიღო. ვერც ერთი მხარე ვერ ახერხებდა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას. მსოფლიო ომის მეორე წელს იტალია სამთა კავშირს გამოეყო და ანტანტის მხარეს გადავიდა. მოკავშირის ჩამოცილებასთან ერთად, გერმანიის სამხედრო-ეკონომიკური რესურსები არ იყო საკმარისი ხანგრძლივი ბრძოლის წარსამართავად. მათ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა დაესრულებინათ ომი. ამიტომ გერმანულმა სარდლობამ გენერალური შტაბის უფროსის, ერიხ ფონ ფალკენჰაინის მეთაურობით შეიმუშავა საბრძოლო გეგმა, რომლის მიხედვითაც გერმანულ არმიას 1916 წლის თებერვალში უნდა შეეტია და ვერდენის გამაგრებულ რაიონში ფრონტის ვიწრო მონაკვეთი უნდა გაერღვია. ის პარიზის სამხრეთ-აღმოსავლეთით 300 კილომეტრზე მდებარეობდა. ვერდენს ფრანგთა თავდაცვისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც მისი დაცემით მოიშლებოდა დასავლეთის ფრონტის ფრანგთა თავდაცვის მთელი სექტორი, აქედან გამომდინარე, გერმანული სარდლობა მიიჩნევდა, რომ წარმატების შემთხვევაში პარიზისკენ გზა გაიხსნებოდა.

რას წარმოადგენდა ვერდენის გამაგრებული რაიონი? იგი შედგებოდა ციხე-ქალაქ ვერდენის წინ მდებარე გამაგრებული პოზიციებისგან. სულ იყო თავდაცვის ოთხი ზღუდე, აქედან პირველი სამი საველე ტიპის, ხოლო მეოთხე, ყველაზე ძლიერი - კარგად გამაგრებული ფორტებისგან შედგებოდა. სულ რაიონი მოიცავდა 20 დიდ ფორტსა და 40-მდე საშუალო სიდიდის საფორტიფიკაციო ნაგებობას. უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ფორტები იყო დუომონი (Dოუაუმონტ) და ვო (Vაუხ). თავდაცვის პირველი ხაზი ამ ფორტებისგან 5-7 კილომეტრით იყო დაშორებული. გამაგრებულ რაიონს თითქმის შუაზე კვეთდა მდინარე მაასი და ორ მონაკვეთად ჰყოფდა. აქედან უფრო დიდი მნიშვნელობა მარჯვენა სანაპიროს ჰქონდა. სწორედ ამ მხარეს უტევდნენ უმთავრესად გერმანელები. ფრანგული სარდლობა მიიჩნევდა, რომ გერმანელები მთავარ შეტევას შამპანის მიმართულებით მოაწყობდნენ და ვერდენთან ბრძოლებს მნიშვნელოვანი ხასიათი არ ექნებოდა, ამიტომ ბრძოლის წინ გამაგრებულ რაიონს იცავდა ფრანგთა ცუდად დაკომპლექტებული მესამე არმია. მაასის მარჯვენა სანაპიროზე იდგა ექვსი ფრანგული ქვეითი დივიზია, მარცხენაზე - ორი, ხოლო რეზერვში - ორი ქვეითი დივიზია. ფრანგებს ჰქონდათ 632 საარტილერიო დანადგარი, აქედან 244 მძიმე ქვემეხი. გერმანელები მიიჩნევდნენ, რომ ძლიერი არტილერიისა და გარღვევის ვიწრო მონაკვეთზე ძალთა მაქსიმალური მობილიზებით წარმატებას მიაღწევდნენ. მათ მაქსიმალური შენიღბვით გადაისროლეს ძალები ვერდენისკენ. გერმანულმა სარდლობამ თავის არმიებს უბრძანა, მცირე ოპერაციები ჩაეტარებინათ ფრონტის თავიანთ მონაკვეთებზე, რათა ფრანგებს ვერ ამოეცნოთ, სად ამზადებდა გერმანული არმია მთავარ დარტყმას. 

ბრძოლის წინ მათ ვერდენთან თავი მოუყარეს მეხუთე არმიის (სარდალი კრონპრინცი ვილჰელმი) ექვს საარმიო კორპუსს (სხვადასხვა მონაცემით, 12-15 ქვეითი დივიზია), 1204 საარტილერიო დანადგარსა (654 მძიმე და 29 ზემძიმე ქვემეხი) და 202 ნაღმსატყორცნს. ზემძიმე ქვემეხებს შორის სიძლიერით გამოირჩეოდა 420 მმ-იანი ქვემეხი "დიდი ბერტა", რომელიც 930-კილოგრამიან ჭურვს 14 კილომეტრის მანძილზე ისროდა და დაცემის ადგილას 8-13 მეტრის დიამეტრისა და 2,5-6 მეტრის სიღრმის ღრმულს აჩენდა. გერმანელთა მეხუთე არმიას საჰაერო დახმარებას უწევდა 147 სადაზვერვო და 21 გამანადგურებელი თვითმფრინავი, ასევე 14 აეროსტატი. მათი ფუნქცია ძირითადად მოწინააღმდეგის პოზიციების დაზვერვასა და არტილერიისთვის მოწინააღმდეგის ზუსტი კოორდინატების მიწოდებაში გამოიხატებოდა. გერმანული სარდლობა ბრძოლის დაწყებას 12 თებერვალს გეგმავდა, მაგრამ თოვლისა და ქარიშხლის გამო ოპერაციის დაწყება გადაიდო.

გერმანელებმა მდინარე მაასის მარჯვენა სანაპიროზე, გარღვევის 8,5-კილომეტრიან მონაკვეთზე, თავი მოუყარეს 6,5 სრულად დაკომპლექტებულ დივიზიას (150 ათასი ჯარისკაცი) ფრანგთა ორი დივიზიის (30 ათასი ჯარისკაცი) წინააღმდეგ. 21 თებერვალს, დილის 7:15 საათზე გერმანული არტილერიის ზალპმა ვერდენის მიდამოები შეაზანზარა. ფრანგული პირველი და მეორე პოზიციების დაბომბვა ცხრა საათს გრძელდებოდა და თითქმის მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან. 16:15 საათზე გერმანელი ქვეითები შეტევაზე გადავიდნენ. მათ პირველივე დღესვე შეძლეს ფრანგთა პირველი პოზიციის აღება, ხოლო 25 თებერვალს აიღეს ფორტი დუომონი. ამ ბრძოლებში ფერდში დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა იმ დროისთვის 33-ე ქვეითი პოლკის ოფიცერი, შემდეგში ცნობილი ფრანგი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე შარლ დე გოლი. ფრანგებმა ვერდენისკენ გადაისროლეს გენერალ (შემდეგში მარშალ) ანრი პეტენის მეორე არმია. საინტერესოა თვით მარშალ ანრი პეტენის ცხოვრება. პირველი მსოფლიო ომის გმირი მეორე მსოფლიო ომის დროს სათავეში ედგა ნაცისტებთან დაახლოებულ ვიშის მთავრობას. ომის შემდეგ იგი კოლაბორაციონიზმში დაადანაშაულეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, რაც შემდგომ სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.
ფრანგები ზურგიდან ახალი ძალების გადასროლას ფრონტისკენ ბარ-ლე-დიუკისა და ვერდენს შორის არსებული 65-კილომეტრიანი საავტომობილო მაგისტრალით ახერხებდნენ. მხოლოდ 22 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით ამ გზით ფრონტზე გადაისროლეს 190 ათასი ჯარისკაცი და 22500 ტონა საბრძოლო მასალა. ფრანგებმა ამ საავტომობილო მაგისტრალს მისი უდიდესი მნიშვნელობის გამო "წმინდა გზა" უწოდეს. ფორტ დუომონის აღების შემდეგ გერმანელები წინსვლას ვეღარ ახერხებდნენ - მათ ამაში ხელს უშლიდა ფრანგთა ახალი ძალების შეუპოვარი წინააღმდეგობა და მდინარე მაასის მარცხენა სანაპიროდან გახსნილი ფრანგული არტილერიის ფლანგური ცეცხლი. გერმანელებმა გადაწყვიტეს, ფრანგთა მარცხენა ფლანგისთვის შეეტიათ და 6 მარტს ფრონტის ამ მონაკვეთზეც გადავიდნენ იერიშზე. მათ მიზანს წარმოადგენდა, აეღოთ მორტ-ჰომისა და #304 სიმაღლე, რაც მხოლოდ ორთვიანი მძიმე ბრძოლების შედეგად შეძლეს. 

პირველ მაისს პეტენი მეორე არმიის სარდლის თანამდებობაზე რობერ ჟორჟ ნიველმა ჩაანაცვლა. 22 მაისს, ახალი სარდლის მეთაურობით ფრანგები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და დუომონი დაიბრუნეს, თუმცა მისი შენარჩუნება მხოლოდ სამი დღით შეძლეს. იმავდროულად, სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა გერმანელთა იერიში დუომონის სამხრეთით მდებარე ფორტ ვოზე, რომელიც საბოლოოდ 6 ივნისს დაეცა. გერმანელები ვოს ბოლო შტურმის უკანასკნელი ხუთი დღის განმავლობაში ყოველდღიურად 150 ათას საარტილერიო ჭურვს ესროდნენ. ფორტის დაცემის შემდეგ გერმანელებმა თავდაცვის ბოლო ზღუდის უკანასკნელ ფორტებს: ტიომონს, ფლორს, სუვილსა და ტავანს შეუტიეს. ერთმანეთს ენაცვლებოდა გერმანელთა შეტევები და ფრანგთა კონტრშეტევები. 24 ივნისს დაეცა ტიომონი და ფლორი, თუმცა დანარჩენი ფორტების აღება გერმანელებმა ვეღარ შეძლეს.

ამავე პერიოდში, პირველ ივლისს ფრანგებმა და ინგლისელებმა დაიწყეს სტრატეგიული ოპერაცია სომასთან, რამაც დაასუსტა გერმანელთა ძალები ვერდენთან. რუსეთის წარმატებული შეტევის შედეგად (ბრუსილოვის გარღვევა, 1916 წლის 4 ივნისი – 13 აგვისტო) მძიმე დღეში ჩავარდა გერმანიის მოკავშირე ავსტრია-უნგრეთი. ივლისსა და აგვისტოში მათ ვერც ერთი ნაბიჯით ვერ შეძლეს წინ წაწევა. 27 აგვისტოს ანტანტის მხარეზე გადავიდა რუმინეთი. სექტემბერში გერმანელთა შეტევები ვერდენთან შეჩერდა, ხოლო ოქტომბრიდან ფრანგები გადავიდნენ კონტრშეტევაზე. გენერალ ნიველის ბრძანებით, კონტრშეტევის წინ ფრანგებმა დიდი ყურადღება დაუთმეს არტილერიის გაძლიერებას, ამისთვის მათ სარკინიგზო ეშელონებზე დააყენეს 400 მმ-იანი ზემძიმე ქვემეხები. ფრანგთა კონტრშეტევა წარმატებული გამოდგა. მათ ოქტომბერსა და ნოემბერში მოწინააღმდეგე დაკავებული ფორტებიდან განდევნეს.

საბოლოო შეტევა ფრანგთა მეორე არმიამ 15 დეკემბერს დაიწყო და გერმანულ ნაწილებს თითქმის 21 თებერვლამდე არსებულ პოზიციებზე დაახევინა. ბრძოლის უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში (15-18 დეკემბერი) ფრანგებმა ტყვედ აიყვანეს 11387 გერმანელი ჯარისკაცი და ხელთ ჩაიგდეს 115 ქვემეხი. ათთვიან ბრძოლაში სულ 300 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო დაჭრილების ჩათვლით ამ რიცხვმა 1 მილიონს მიაღწია. მთელი ბრძოლის განმავლობაში გაისროლეს 40 მილიონამდე საარტილერიო ჭურვი, მხარეები აქტიურად იყენებდნენ ქლორის გაზსა და ცეცხლისმფრქვეველებს. იყო მომენტი, როცა ბრძოლა ათი დღე-ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. ბრძოლაში ჩაბმული დივიზიები ხუთ დღეს არ იცვლებოდნენ. დივიზიების საბრძოლო დანაკარგი ხშირ შემთხვევაში მთელი პირადი შემადგენლობის 70-100%-ს შეადგენდა.

ვერდენის ბრძოლა ფრანგთა ტაქტიკური გამარჯვებით დასრულდა, რის შემდეგაც სტრატეგიული ინიციატივა ანტანტის მხარეზე გადავიდა და დააჩქარა გერმანიის სამხედრო-პოლიტიკური დამარცხება პირველ მსოფლიო ომში.
ვერდენის გმირული ეპოპეა მსოფლიო ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და სისხლისმღვრელი დაპირისპირება, ამასთანავე, სიმბოლო ფრანგთა შეუპოვრობისა და გაუტეხლობისა.

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”

რას სწერდა ომის დაწყების წინ ვასილევსკი სტალინს

1941 წლის 15 მაისს საბჭოთა გენშტაბში იმდენად მნიშვნელოვნ დოკუმენტზე დასრულდა მუშაობა,რომ მისი გადამრავლება იმ მბეჭდავ ქალებსაც არ ანდეს.რომლებსაც სპეციალური დაშვება ჰქონდათ

დოკუმენტი, ერთდაერთ ეგზმეპლიარად ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის, გენერალ – მაიორის ალექსანდრე ვასილევსკის ხელით დაიწერა. ხელნაწერის ბოლო ფურცელზე ხელი მოაწერეს თავად ვასილევსკიმ და მისმა უშუალო ხელმძღვანელმა ვატუტინმა.დოკუმენტის ოფიციალური დასახელება გრძელია : “მოსაზრებები, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული გაშლის შესახებ, გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან ომის შემთხვევაში”. “მოსაზრებები” პირველად 1992 წელს “სამხედრო – ისტორიულ” ჟურნალში გამოქვეყნდა.ორდოქსული საბჭოთა სკოლის ისტორიკოსები დოკუმენტის კნინობითი ფორმით “ვასილევსკის ჩანაწერები” მოხსენებას ამჯობინებენ. თუმცა ირიბ მტკიცებულებად იმისა, რომ “მოსაზრებები” მაშინდელ სახელმწიფო პოლიტიკას ესადაგებოდა, მისი ავტორის თავბრუდამხვევი კარიერაც გამოდგება.
 ადრე თვლიდნენ, რომ წითელი არმია ბრძოლაში გეგმების გარეშე ჩაერთო და პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას პირველივე საათებიდან იმპროვიზაცია უწევდა – სწორედ ამით , სხვა ბევრ მიზეზეთან ერთად, აიხსნებოდა 1941 წლის სამხედრო კატასტროფა.
ამასთან ერთად სტატიაში, რომელიც გამარჯვების 20 წლისთავისთვის დაიწერა, მაგრამ “მოსაზრებებთან” ერთად მხოლოდ 1992 წელს გამოქვეყნდა მარშალი ვასილევსკი შემდეგზე მიანიშნებს: “ოპერატიული გეგმა გერმანიის წინააღმდეგ არსებობდა, და დამუშავებული იყო არა მხოლოდ გენერალურ შტაბში, არამედ დეტალურადაც განიხილეს დასავლეთის სამხედრო ოლქებსა და არმიებში. უბედურება გეგმების არ არსებობა კი არ გახდა, არამედ ის რომ ვითარება მოულოდნელად ისე შეიცვალა, რომ დასახული გეგმების შესრულების საშუალება არ მოგვეცა.”სტალინს, რომელიც ანგარიშისწორებას არასოდეს აგვიანებდა, ომის დაწყებიდან მოკლე ხანში გენშტაბის რეპრესიები არ მოუწყვია.მარშალი გიორგი ჟუკოვი, როდესაც გენერალური შტაბის მეთაურად 1941 წლის აინვარში დაინიშნა, თავის “მოგონებები და ფიქრები”, წერდა, რომ ომის პირველივე დღეებიდან ის და მისი ქვეშევრდომები ომის დროის რეჟიმში მუშაობდნენ და ხშირად სამუშაო კაბინეტებში 14 – 16 საათს ან მეტ დროს ატარებდნენ.რაზე მუშაობდა არმიის “ტვინი”? რა ეწერა “მოსაზრებებში”?
საგაზეთო სტატიებისა და მაშინდელ საჯარო გამოსვლებისგან განსხვავებით დოკუმენტის პრეამბულა ამგვარ იდეოლოგიურ ფრაზებს: “თუ საბჭოთა კავშირს თავს დაესხმებიან…”არ შეიცავდა. პირველივე სიტყვებიდან ვასილევსკი პირდაპირ და ნათლად ამბობს:“აუცილებლად ვთვლი, რომ გერმანიის მთავარსარდლობას ინიციატივა არ უნდა დავუთმოთ. ჯერ კიდევ მოწინააღმდეგის გაშლისას დავაზუსტოთ სამიზნეები და მაშინვე მივიტანოთ იერიში გერმანულ არმიაზე, რომ ფრონტისა და ჯარების ურთიერთქმედების ორგანიზება ვერ მოასწროს.”“წითელი არმიის მოქმედების პირველ სტრატეგიულ მიზნად დაგინდეს გერმანული არმიის მთავარი ძალების განადგურება, რომლებიც დემბლინის სამხრეთით იშლება. ოპერაციის 30 – ე დღეს ოსტრელონკას, მდინარე ნარევის, ვობიჩის, ლოდზის, კრეიცბურგის, ოპპელნის, ოლომოუცის(პუნქტების პოლონეთის სამხრეთით და ჩეხეთის, საბჭოთა კავშირის საზღვრის 300 – 350 კილომეტრის მოშორებით) ფრონტზე გასვლა”.“შემდგომი სტრატეგიული მიზანი უნდა იყოს: კატოვიცეს რაიონიდან იერიშით, ჩრდილოეთ ან ჩრდილო – დასავლეთის მიმართულებიაზე არსებული ცენტრისა და ჩრდილოეთ ფრთის მნიშვნელოვანი ნაწილების განადგურება და ყოფილი პოლონეთის და აღმოსავლეთ პრუსიის ტერიტორიებს დაუფლება”მთავრდებოდა “მოსაზრებები” შემდეგი სიტყვებით:გთხოვთ …
1. დაამტკიცოთ საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გაშლის წარმოდგენილი სტრატეგიული გეგმა და საბრძოლო მოქმედებების გეგმა გერმანიასთან ომის შემთხვევაში.
2. დროულად დართოთ ნება თანმიმდევრული ფარული მობილიზაციის ჩატარების და ძალების ფარულად შეკრებისა, პირველ რიგში – მთავარი მეთაურობის ყველა რეზერვისა და ავიაციისა.“მოსაზრებები” გახდა უზარმაზარი სამუშაოს გვირგვინი. ამ დროისთვის ისტორიკოსებისთვის ცნობილია ამ დოკუმენტის 4 ვარიანტი, რომლებიც დათარიღებულია 1940 წლის16 აგვისტოთი, 1940 წლის18 სექტემბრით, 1940 წლის5 ოქტომბრით და 1941 წლის 11 მარტით.გეგმების შეტევითი ხასიათი შეუცვლელი რჩებოდა, მაგრამ მათში მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამტებები შეჰქონდათ.საწყის ეტაპზე შეთავაზებული იყო ბერლინზე იერიში უმოკლესი გზით – ბელარუსიიდან და ბალტიისპირეთიდან. შემდეგ გადაწყდა მთავარი დარტყმის განხორციელება უკრაინიდან უნგრეთზე, ჩეხეთზრ და სამხრეთ პოლონეთზე გასვლით, იმისათვის, რომ დაუფლებოდნენ რუმინულ ნავთობს და ომიდან გერმანიის მოკავშირეები გაეთიშათ. ერთ – ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი იყო ის, რომ ომის ამ თეატრზე გერმანელებს ნაკლები არმია ჰყავდათ.საბოლოო არჩევანი “სამხრეთის ვარიანტის” სასარგებლოდ გაკეთდა. გადაწყვეტილება 1941 წლის აინვარში დიდ რუქებზე საშტაბო თამაშის შემდეგ მიიღეს.

“ვასილევკსის ჩანაწერები”
საბჭოთა ორდოქსული სკოლის ისტორიკოსები დოკუმენტის კნინობითი სახელით “ვასილევსკის ჩანაწერები” მოხსენებას ამჯობინებენ – ვიღაც გენერალ – მაიორმა უსაქმურობისგან რაღაც დოკუმენტი შექმნა! იქნებ ყურადღების მიქცევა სურდა?!მათი ძირითადი არგუმენტი ისაა, რომ არქივში დაცულ დოკუმენტში, რომელიც 15 მაისითაა დათარიღებული, არც საბრძოლო მოქმედებების თარიღია მითითებული და არც სტალინის რეზოლუცია ახლავს.თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლშევიკური ტრადიციის მიხედვით, რომელიც სამოქალაქო ომის პერიოდიდან იღებს სათავეს, ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფი პირები წერილობითი კვალის დატოვებას ერიდებოდნენ. მათი მმართველობის ტოტალიტარული და დახურული ხასიათი საშუალებას აძლევდათ ძალიან ბევრი განკარგულება ზეპირად გაეცათ.მაგალითად გამოდგება მიტინგი რუსთაველის პროსპექტზე, თბილისში 1989 წლის 7 აპრილს, რომელიც წერილობითი ბრძანების გაცემის გარეშე დაარბიეს. თათბირებზე მოსკოვში და თბილისში პროტოკოლს არ აწარმოებდნენ. ასე რომ ცხელ კვალზე მომუშავე სობჩაკის კომისიას ძალზე გაუჭირდა დაედგინა მონაწილეთა შემადგენლობაც კი, თუმცა სტალინური დრო დიდი ხნის ჩავლილი იყო.ირიბ მტკიცებულებად იმისა, რომ “მოსაზრებები” მაშინდელი სახელმწიფო პოლიტიკის კალაპოტში ექცეოდა, მისი ავტორის თავბრუდამხვევი კარიერაც გამოდგება. როგორც ჩანს სტალინი ფიქრობდა, რომ ვასილევსკი სისულელით არ იყო დაკავებული და ომის დაწყებისთანავე ჯერ უმნიშვნელოვანესი ოპერატიული მიმართულების სარდლად დანიშნა, მოგვიანებით კი მთლიანად ჩააბარა გენერალური შტაბი. ვასილევსკიმ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გენერალ – მაიორიდან საბჭოთა კავშირის მარშლამდე წოდებას მიაღწია.მთავარ მტკიცებულებად კი საბჭოთა ხელმძღვანელობის პრაქტიკული მოქმედებები გამოდგება. ჯარების გადასროლა აღმოსავლეთიდან დასავლეთით, ჯარების საზღვრებთან განთავსება და ფარული მობილიზაცია, რომლის მიმდინარეობის დროს სასწავლო შეკრებების საფარქვეშ 805 000 ადამიანი იქნა მობილიზებული. სასწავლო შეკრებები 1941 წლის 22 ივნისამდე მიმდინარეობდა ზუსტად ისე, როგორც ეს “მოსაზრებებშია”.

საიდუმლო თათბირი
1990 წელს გასაჯაროებულ სტალინის კაბინეტის “სტუმრების ჟურნალში” 1941 წლის 19 მაისს თავდაცვის სახალხო კომისარმა სიმონ ტიმოშენკომ და გენერალური შტაბის მეთაურმა გიორგი ჟუკოვმა სტალინთან საათნახევარი გაატარეს. შეკრებიდან 15 წუთში მათ “მოსაზრებების” თანაავტორი ვატუტინიც შეუერთდა.24 მაისს სტალინის კაბინეტში შედგა მრავალრიცხოვანი თათბირი იმავე ტიმოშენკოს, ჟუკოვისა და ვატუტინის მონაწილეობით, იქვე იყვნენ მუშათა და გლეხთა წითელი არმიის საჰაერო სარდლობის მეთაური ჟიგარევი, სარდლები, სამხედრო საბჭოების ხელმძღვანელები და დასავლეთის 5 ოლქის საავიაციო შენაერთების მეთაურები.სამოქალაქოებიდან ორივე შეხვედრაზე მხოლოდ მოლოტოვი იღებდა მონაწილეობას.საუბრის შინაარსისდოკუმენტირებული ვერსია არ არსებობს. თუმცა ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ 19 მაისს “მოსარებები” სტალინს გააცნეს 24 მაისს კი მომავალ აღმსრულებლებამდე დაიყვანეს.ფარული მობილიზაცია და სტრატეგიული გაშლა დროს მოითხოვს, რომელიც სურვილის მიუხედავად შეუძლებელია დამალო.ჰიტლერმა საბჭოთა კავშირზე თავდასხმის თარიღად 30 აპრილი გამოაცხადა. 30 აპრილიდან 22 ივნისამდე 53 დღე გავიდა.თუ ავიღებთ 24 მაისს და ამდენივე დღეს გადავთვლით ემთხვევა 15 – 20 ივლისის – ომის დაწყების დღიდანერთი თვის დაგვიანებით.
სტალინის სამი გეგმა
ომის წარმოება ზამთარში ევროპაში გაცილებით ადვილია, ვიდრე საბჭოთა კავშირში. სექტემბრის ბოლოს – ოქტომბრის დასაწყისში წვიმები და ცუდი ამინდები იწყება.თუ სტალინი გეგმავდა “გამათავისუფლებელ ექსპედიციას” 1941 წლის ზაფხულისთვის, რატომ აპირებდა ასე გვიან დაწყებას?საბჭოთა კავშირის შეტევითი გეგმების შესახებ დღესუკვე ფაქტებით საუბრობენ. “დღე მ” – ის თარიღზე შეიძლება მხოლოდ ლოგიკური მოსაზრებები გამოვთქვათ. ყველაზე მეტ გაუგებრობას სწორედ თარიღი იწვევს.ვიქტორ სუვორვი “ყინულმჭრელში” ამტკიცებდა, რომ 1939 წლის 19 აგვისტოს გამართულ პოლიტბიუროს სხდომაზე, სადაც სტალინმა გაამჟღავნა თავისი გადაწყვეტილება მოეწვია მოსკოვში რიბენტროპი, მიღებული იყო არამხოლოდ გერმანიასთან ომის დაწყების გადაწყვეტილება, ასევე დამტკიცდა თარიღი.მკვლევარების უმრავლესობა, თვლის რომ ასე ნაადრევად კონკრეტული გეგმების განხილვა შეუძლებელი იქნებოდა.სტალინის სიტყვაში, რომელიც დასავლეთში 1939 წელს ფრანგული სააგენტოს გავასის მიერ გავრცელდა, მსგავზე არაფერზე არ იყო საუბარი.ისტორიკოს მარკ სოლონინის აზრით, ომის წინ საბჭოთა კავშირის გეგმები მინიმუმ ორჯერ შეიცვალა.პირველ ეტაპზე, გერმანიის და დასავლეთის დასუსტების დაცდას და შემდეგ გარემოებების მიხედვით მოქმედებას ვარაუდობდნენ.1939 წლის 19 აგვისტოს გამოსვლით თუ ვიმსჯელებთ, სტალინს ყველაზე მეტად ის აწუხებდა, რომ გერმანია ძალიან სწრაფად არ დამარცხებულიყო.სოლონინი თვლის, რომ თეორიულად ომში, ბრიტანეთის წინააღმდეგ, რეიხის გვერდით მონაწილეობაც კი არ გამოირიცხებოდა.ამაზე მიანიშნებს 1939 – 40 წლის შუა აზიური და კავკასიური სამხედრო ოლქების ინტენსიური მანევრები და ავიაკონსტრუქტორებისთვის შორეული მოპიკირე ბომბდამშენების შექმნისა დავალების მიცემა, რომელსაც ერთი მაგრამ ზემძიმე ბომბი უნდა წაეღო.
მეორე ფაზა საფრანგეთის განადურების შემდეგ დადგა, კერძოდ კი მოლოტოვის ბერლინში ვიზიტის შემდეგ, 1940 წლის ნოემბერში. გერმანიასთან ომის გარდაუვალობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდებოდა.არის საფუძველი ვიფიქროთ, რომ როდესაც “განმათავისუფლებელი სვლა” იგეგმებოდა ის ან 1942 წლისთვის ან უფრო მოგვიანებით იგეგმებოდა.ტიმოშენკომ და ჟუკოვმა როგორც ჩანს, არა უგვიანეს 10 თებერვლისა სტალინს “მობილიზაციის გეგმა – 41” გაუგზავნეს, რომელიც საბჭოთა არმიის უპირველეს ყოვლისა კი სატანკო არმიებისა და ავიაციისა გადაიარაღების გრანდიოზულ პროგრამას წარმოადგენდა. იგეგმებოდა 30 მექნიზირებული კორპუსის, თითოეულშო 1031 ტანკის ოდენობით, ჩამოყალიბება. ომამდე რამდენიმე თვით ადრე არმიის კაპიტალურ რემონტს არავინ იწყებს.“მოსაზრებების” მარტის ვარიანტი შეიცავს შენიშვნას მინდორზე, რომელიც ისტორიკოსებს ჩიხში აყენებს – შენიშვნა ვატუტინის მიერაა გაკეთებული: “შეტევა დაიწყეთ 12.06”. იმდენად რამდენადაც 12 ივნისს 1941 წლისა საბჭოთა კავშირმა არაფერიც არ დაიწყო და არ დაუმთავრებია სტრატეგიული გაშლა, უნდა ვივარაუდოდ, რომ იგულისხმებოდა 1942 წელი.წითელი არმიის მზაობა ან არამზაობა 1941 წლის ომისთვის, ასევე დიდ კამათს იწვევს. მომზადების ხარისხი – სუბიექტური შეფასების საქმეა და ამიტომ მთავრია საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელები რას ფიქრობდნენ.სოლონინის აზრით, ტიმოშენკო და ჟუკოვი ფიქრობდნენ, რომ შეიარაღებული ძალები არ იყო მზად დიდი ომისთვის და მისი გადავადებისთვის ირჯებოდნენ, მაშინ როცა სტალინი, სამოქალაქო ადამიანი, რომელსაც წმინდად სჯეროდა მარქსიზმ – ლენინიზმის ყოვლისშემძლეობისა, მტკიცედ იყო დარწმუნებული წითელი არმიის შესაძლებლობებში და “ჯიუტად ითხოვდა თამამ შემტევ მოქმედებებს”.სამხედროებთან თათბირზე, საბჭოთა კავშირისთვის ფინეთთან არც თუ ისე წარმატებული ომის სამხედრო შედეგების განხილვისას, საბჭოთა ბელადი რბილად რომ ვთქვათ, მშვენიერ განწყობილებაზე იმყოფებოდა: “ჩვენი არმია გახდა მტკიცე და დგას ორივე ფეხით იმ რელსებზე, რომელიც მას ნამდვილ თანამედროვე საბჭოთა არმიად ხდის… ჩვენ გავიმარჯვეთ არა მარტო ფინელებზე, ჩვენ ასევე დავამარცხეთ მათი ევროპელი მასწავლებლები…”
მესამე ეტაპი დადგა, როდესაც ბერლინის აგრესიული მზადება საკმარისად თვალსაჩინო გახდა.აქამდე რომ შეტევის დაწყებას მომგებიან სიტუაციაში ფიქრობდნენ, მაშინ როდესაც ვერმახტის ძალები ან ბრიტანეთში გადასხდებოდნენ ან ახლო აღმოსავლეთისკენ დაიწყებდნენ შეტევას.სავარაუდოდ, აპრილის მეორე ნახევარში დაუშვეს, რომ არანაირი გადასხდომა არ იქნებოდა და ჰიტლერმა შესაძლოა ომის დაწყების თარიღი თავად დანიშნოს.“მოსაზრებების” მაისის ვარიანტი პირველად შეიცავს ფრაზას:”გერმანიას აქვს შესაძლებლობა გაგვაფრთხილოს გაშლაზე და მოულოდნელად მოგვაყენოს დარტყმა” და იქვე არის დაბეჯითებითი მოთხოვნა სასწრაფოდ გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები: “რომელთა გარეშეც შეუძლებელი იქნება მოწინააღმდეგეს მივაყენოთ მოულოდნელი დარტყმა”.ზუსტი თარიღი, როდესაც მოსკოვში გადაწყვიტეს შეტევის თარიღის გადმოწევა არასოდეს გვეცოდინება, მაგრამ დაბეჯითებით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ეს არ მომხდარა 5 მაისზე გვიან.ამ დღეს სტალინმა სახალხო კომისრების საბჭოს თავჯდომარის თანამდებობა ჩაიბარა.ამ დროისთვის ის უკვე 12 წლის განმავლობაში ფლობდა აბსოლუტურ ძალაუფლებას და არ საჭიროებდა მის გასამყარებლად კიდევ რაიმე თანამდებობას. ამის მიზეზი მხოლოდ ერთი შეიძლება ყოფილიყო: მას სურდა მისი საკუთარი ხელმოწერა ყოფილიყო იმ ბრძანებებზე, რომლებიც ისტორიის მსვლელობას შეცვლიდნენ.
იმავე ღამეს სტალინმა სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულთა საპატივსაცემოდ გამართულმიღებაზე ღირსშესანიშნავი და დასამახსოვრებელი სიტყვა წარმოთქვა.ის პირველად 1990 წელს, და სხვათაშორის (რატომღაც?) ჟურნალში “კინოხელოვნება” გამოქვეყნდა, მაგრამ მისი შინაარსი ცნობილი გახდა მიღების მონაწილეთა ზეპირი გადმოცემებით, სულ რაღაც ორი – სამი თვის შემდეგ გერმანელების ტყვეობაში. სტალინმა ძირითადად იმაზე ისაუბრა, რომ გერმანია არ არის ისეთი ძლიერი როგორც ჩანს და რომ გერმანია მალე საფრანგეთის ბედს გაიზიარებს.“ჩვენ რაღაც დრომდე თავდაცვაზე ვაკეთებდით აქცენტს – იქამდე ვიდრე არ გადავიარაღეთ ჩვენი არმია. ახლა როცა ჩვენ რეკონსტრუქცია ჩავუტარეთ არმიას, თანამედროვე ომის საწარმოებლად ტექნიკით გავაჯერეთ, როცა ჩვენ გავხდით ძლიერები, ახლა ჩვენ უნდა თავდაცვიდან შეტევაზე უნდა გადავიდეთ” – თქვა საბჭოეთის ლიდერმა.ბანკეტის დროს ფრუნზეს სახელობის აკადემიის უფროსმა მიხეილ ხოზინმა “საბჭოთა კავშირის მშვიდობიანი პოლიტიკის” სადღეგრძელო წარმოთქვა , სტალინმა დალევაზე უარი სთქვა და გენერალს უსაყვედურა: “ დროა დავამთავროთ ეს თავდაცვითი მოწოდებები, რადგან მოვიდა დრო. ამიერიდან წითელი არმია უნდა მიეჩვიოს აზრს, რომ მშვიდობიანი პოლიტიკის ეპოქა დამთავრდა და სოციალისტური ფრონტის ძალისმერი გაფართოების დრო დადგა. ვინც არ აღიარებს შეტევითი მოქმედებების აუცილებლობას ის ან ობივატელია ან სულელი.”“წინ ჩვენი სვლაა დასავლეთზე. წინ – შესაძლებლობებია, რომლებზეც ჩვენ დიდი ხანია ვოცნებობდით” – ჩაიწერა დღიურში, წვეულებიდან უკან დაბრუნებულმა ვსევოლოდ ვიშნევსკიმ, საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის თავდაცვის კომისიის ხელმძღვანელმა.ივლისის დასაწყისში მუშათა და გლეხთა წითელი არმიის მთავარი პოლიტსამმართველოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე შერბაკოვმა ჯარებში გააგზავნა დირექტივა “სამხედრო – პოლიტიკური პროპაგანდის მდგომარეობის” შესახებ, რომელშიც ნათქვამი იყო:“ლენინიზმის გვასწავლის, რომ სოციალიზმის ქვეყანა გამოიყენებს რა მისთვის მოგებიან საერთაშორისო მდგომარეობას, მოვალეა კაპიტალისტური გარემოცვის წინააღმდეგ შეტევითი სამხედრო მოქმედებების ინიციატივა აიღოს. რაღაც დრომდე საბჭოთა კავშირი არ მიმართავდა ასეთ მოქმედებებს სუსტი სამხედრო ძალი გამო, მაგრამ ახლა ეს სისტუ დაძლეულია….ამ პირობებში ლენინური ლოზუნგი (სხვის მიწაზე დავიცვათ ჩვენი მიწა” შესაძლოა ნებისმიერ დროს (გამოყოფილია წერილის ავტორის მიერ) გადაიქცეს პრაქტიკულ მოქმედებად.იმ საბჭოთა გენერლების მრავალ მოგონებებში, რომლებიც მეორე მსოფლიო ომს ოცეულების, ასეულებისა და ბატალიონების მეთაურების რანგში შეხვდნენ, ნათლად ჩანს, რომ ომის წინათგრძნობა არმიაში საყოველთაო იყო. მაგრამ 22 ივნისს სულ სხვა ომი დაიწყო.

მეორე მსოფლიო ომი



ევროპელ მოკავშირეებსა და ფაშისტური სახელმწიფოების ალიანსს შორის კონფლიქტი  ნამდვილად გლობალური იყო და ყველა კონტინეტს შეეხო.მიმდინარეობდა როგორც სახმელეთო,ასევე საზღვაო და საჰაერო ბრძოლები,ომი საზარელი იყო სამოქალაქო პირებისთვისაც და შეიარაღებული ძალებისთვისაც.
II მსოფლიო ომი 1939 წლის 3 სექტემბერს დაიწყო,როდესაც მოკავშირე ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ადოლფ ჰიტლერის დაშიზმს ომი გამოუცხადეს,თუმცა ზოგი ომის დაწყების თარიღად მიიჩნევს 1939 წლის 1 სექტემბერს,როდესაც გერმანია თავს დაესხა პოლონეთს.თხოვნის მიუხედავად დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მას რეალური დახმარება ვერ გაუწიეს და პოლონეთი მოიცვა ''ელვისებურმა ომმა'' ,რომელიც მასიური ტანკებითა და საჰაერო შეიარაღებული ძალებით მტრის სწრაფ განადგურებას გულისხმობდა.1939 წლის აგვისტოს შეთანხმების საფუძველზე საბჭოთა ჯარები პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადავიდნენ,რათა მოსახლეობა ფაშისტთა აგრესიისგან დაეცვათ.
 1939-40 წლის ზამთარში დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთში დიდმაშტაბიანი სამხედრო გაერთიანება შექმნა,თუმცა მოკავშირეთა სტრატეგია ისევ დაცვას გულისხმობდა. სამხედრო ბაზა საფრანგეთ-გერმანიის საზღვრის გასამაგრებლად გამავალ მაჟინოს ხაზზე პასიურად იდგა.გერმანია თავდასხმებს არ ახორციელებდა და ამ თაღლითური ომის მთავარი ნაბიჯები აღმოსავლეთის მიმართულებით ვითარდებოდა,სადაც საბჭოთა კავშირმა ბალტიის რესპუბლიკების (ლატვია,ლიტვა და ესტონეთი) ანექსია მოახდინა,უფრო მოგვიანებით კი ფინეთის ტერიტორია იგდო ხელთ.1940 წლის 9 აპრილს გერმანიამ,ახალი მძლავრი ელვისებური დარტყმის შედეგად,ნეიტრალური ნორვეგიისა და დანიის ოკუპაცია მოახდინა,ხოლო ბრიტანეთის საომარი ოპერაციები ნარვიკში წარმატებით მიმდინარეობდა,თუმცა საბოლოოდ მარცხით დასრულდა.

გერმანელთა ჯარები ტრიუმფალური თაღის წინ 1940 წელი.

დიუნკერის ოპერაცია
:
ერთი თვის შემდეგ გერმანული შეიარაღებული ძალები ჰოლანდიასა და ბელგიაში შეიძრა,დარღვეულ იქნა მაჟინოს ხაზის საზღვრებიც.მათი ელვისაებური სტრატეგია კვლავ დაუმარცხებელი აღმოჩნდა.მოკავშირეთა ჯარები ქვეყნიდან გააძევეს.
 ამასთანავე ნახევარ მილიონზე მეტი ფრანგი და ბრიტანელი შეიარაღებული მეომარი დიუნკერკის ნავსადგურთან მომწყვდეული აღმოჩნდა.ფაშისტური გერმანიის სარდლობის შეცდომის წყალობით ჯარების დიდმა ნაწილმა 340 000 კაცმა ევაკუაცია შეძლო,ხოლო საფრანგეთის ახალმა მთავრობამ მარშალ პეტენის მეთაურობით საომარი მოქმედებების შეწყვეტა ითხოვა და  1940 წლის 22 ივნის კაპიტულაციის პირობები მიიღო.გერმანიამ საფრანგეთის ჩრდილოეთი ნაწილის ოკუპაცია მოახდინა,ხოლო დანარჩენ არაოკუპირებულ ტერიტორიაზე კი შექმნა მარიონეტული ფაშისტური ''ვიშის მთავრობა'',რომელსაც სათავეში პეტენი და ლავალი ედგნენ.ამ დროისთვის კი გერმანიას იტალიის სახით მოკავშირე ჰყავდა,თუმცა იტალიის დიქტატორის ბენიტო მუსოლინის მხრიდან ეს არასწორი გათვლა იყო,ბრძოლებში იტალიის მარცხი გერმანიისთვის სისუსტის მაჩვენებელი უფრო იყო ვიდრე სიძლიერის.
 ყველაფრის მიუხედავად 1940 წელს გერმანია-იტალიის კავშირი ევროპის კონტინეტის უდიდეს ნაწილს აკონტროლებდა.მათ,მხოლოდ ბრიტანეთისა და მისი დომინიონი ქვეყნების ოკუპაცია ვერ მოახდინეს.1940 წლის 10 მაისს ბრიტანეთში პრემიერ მინისტრი შეიცვალა.უინსტონ ჩერჩილმა,რომლის ენერგიულმა  და შთაგნებით აღსავსე ორატულმა ნიჭმა ერების გასაერთიანებლად უდიდესი როლი შეასრულა.ვერავინ წარმოიდგენდა,რომ ბრიტანეთი გერმანიის ბრჭყალებს გადაურჩებოდა,მაგრამ ბრიტანეთის დაცვას მისი სამხედრო-საზღვაო და საჰაერო ძალები უზრუნველყოფდნენ.1940 წლის ივლისში,საჰაერო ფლოტზე უპირატესობის მოპოვების მიზნით,გერმანიამ საომარი მოქმედებები განაახლა.დაბომბვების შედეგად ლონდონი და კიდევ სხვა მრავალი ქალაქები დიდად დაზარალდნენ,მაგრამ ბრიტანეთმა დარტყმას მაინც გაუძლო.

ბრიტანეთის დაბომბვა

საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომში
:
ჯერ კიდევ 1939 წლის აგვისტოში გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა სრულიად მოულოდნელად დადეს თავდაუსხმელობის ხელშეკრულება ''რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი''მაგრამ ეს ხელშეკრულება წარმოადგენდა,მხოლოდ ფორმალობას რადგანაც ჰილტერი დიდი ხანი ემზადებოდა საბჭოთა კავშირთან ომის წარმოებაზე და 1941 წლის 22 ივნის გერმანიამ დაარღვია საბჭოთა საზღვრები და ძლიერი იერიში მიიტანა საბჭოელებზე,ხოლო საბჭოთა პრობაგანდა ყოველთვის ახსენდებდა მოულოდნელობის მომენტს,რომელმაც განაპირობა წითელი არმიის სასტიკი მარცხი ომის პირველ თვეებში,როდესაც ვერმახტმა დაიკავა უკრაინა,ბელარუსი,ბალტიისპირეთი და უშუალოდ მიადგა მოსკოვსა დალენინგრადს.სინამდვილეში გერმანიის თავდასხმა მოულოდნელი არ ყოფილა.საბჭოთა არმიები საზღვრებთან იდგნენ და ყოველ წუთს ელოდნენ დარტყმას. უბრალოდ საბჭოელები სათანადოდ არ იყვნენ მომზადებულები.
 საბჭოთა კავშირის ომში ჩაბმისთანავე დიდმა ბრიტანეთმა მოკავშირეობა შესთავზა მას.1941 წლის ბოლოს მათ შეუერთდა ამერიკის შეერთებული შტატები,რომელსაც თავს დაესხა იაპონია.ამერიკამ ''ლენდ ლიზის'' პროგრამით უზარმაზარი დახმარება აღმოუჩინა საბჭოთა კავშირს.ომში მონაწილე ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი დანაკარგი საბჭოთა კავშირს ჰქონდა.30 მილიონი ადამიანი.

ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.გეგმა ''ბარბაროსა''
1941 ივნისიდან ძირითადმა ფრონტმა აღმოსავლეთ ევროპაში გადაინაცვლა სადაც სწრაფად ძლიერდებოდა გიგანტი საბჭოთა კავშირი.ჰიტლერმა გადაწყვიტა ოპერაცია ''ბარბაროსას'' განხორციელება. ოპერაციის გეგმა ითვალისწინებდ ''ბლიც-კრიგს''(ელვისებ-ომს) - 1941 წლის ზამთრამდე საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის დაკავებასა და გასვლას არხანგელსკი-ასტრახანის ხაზზე,მაგრამ სამმა ფაქტორმა უზარმაზარმა სივრცემ,ცივმა კლიმატმა და კონუნისტური პარტიის,უშიშროების სამსახურის მიერ საბჭოთა კავშირში დამყარებულმა უმკაცრესმა რეჟიმმა არ მისცა ვერმახტს საშუალება გაემარჯვა.
 გერმანული სატანკო კოლონები 1941 წლის 16 ოქტომბერს მაიდგნენ მოსკოვს.საქალაქო პირობებში ბრძოლისას ჯავშანტექნიკას ესაჭიროებოდა ქვეითი ჯარი,რომელიც გერმანულ ტანკებს ჩამორჩა.თანაც ნოემბრის დასაწყისიდან რუსეთში უკვე დაიწყო ყინვები,რომელსაც გერმანული არმია მოუმზადებელი შეხვდა.ბრძოლა წითელი არმიის გამარჯვებით დასრულდა:ვერმახტი  100-250 კილომეტრით იქნა უკუგდებული.''ბლიც-კრიგის'' გეგმამაც ვერ გაამართლა.

სტალინგრადის ბრძოლა
1942 წლის მეორე ნახევარში,გერმანული არმიები ცდილობდნენ გაჭრილიყვნენ მდ.ვოლგამდე და გადაეჭრათ კომუნიკაციები სამხრეთიდან,საიდანაც ცენტრალურ რუსეთში მებრძოლი წითელი არმია საწვავს იღებდა ბაქოდან და მრავალმხრივ დახმარებას ამერიკიდან.ვერმახტმა მიაღწია სტალინგრადამდე მისმა ავიაციამ ქალაქის  90% დაანგრია,მაგრამ აქ გერმანელებს ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდათ და ქალაქის აღება ვერ მოახერხეს,რადგანაც საბჭოელები,თითეული ადამიანი ერთი გოჯი მიწის გულისთვის სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოდა,რაც გერმანელებში დიდ გაოცებას იწვევდა,რადგანაც მათ რუსეთთან ომის დაწყების დროს  სათანადოდ არ შეაფასეს საბჭოთა კავშირის შესაძლებლობები. სტალინგრადის ბრძოლა გრძელდებოდა 1942 წლის 23 აგვისტოდან 1943 წლის 2 თებერვლამდე.ეს იყო აღმოსავლეთის ფრონტის უდიდესი ბრძოლა,ომების ისტორიაში ერთ-ერთი უსასტიკესი და სისხლიანი.გერმანელების დიდი ადამიანური მსხვერპლის ერთ-ერთი მიზეზი პირადად ჰიტლერის სიჯიუტე იყო,რომელიც მოითხოვდა თავისი ალყაშემორტყმული ჯარებისთვის ბოლომდე ებრძოლათ,რომლებიც სიცივისა და შიმშილისგან სულს ღაფავდნენ.

ბრძოლა სტალინგრადისთვის.

ქართველები მეორე მსოფლიო ომში
მსოფლიო ომმა უმძიმესი ადამიანური ზარალი მიაყენა საქართველოს.საერთო ჯამში ო მის დროს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს ნახევარ მილიონზე მეტი კაცი,მათგან 200 ათასი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.100 ათასამდე ხეიბარი დაბრუნდა.საჭირო გახდა ქვეყნის მეურნეობის სამხედრო რელსებზე გადაყვანა.განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სამხედრო ინდუსტრიისთვის აუცილებელი წიაღისეულის მოპოვებას.გაიზარდა მანგანუმის მოპოვება ჭიათურაში.თბილისში გაიხსნა საავიაციო ქარხანა,რომელიც ავიაგამანადგურებლებს უშვებდა.
ომის პერიოდში შეიქმნა რამდენიმე ქართული დივიზია.224-ე ქართული დივიზია მონაწილეობდა ბრძოლებში ქერჩის ნახევარკუნძულზე და თითქმის მთლიანად განადგურდა საბჭოთა სამხედრო ხელმძღვანელობის უნიათობის გამო,ხოლო242,392-ე და 414-ე დივიზიები კავკასიის დასაცავად იბრძოდნენ.ქართველები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ პარტიზანულ ომებში.

ევროპაში მოკავშირეების გამარჯვებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ''ღერძის ქვეყნებისათვის'' დამატებითი ფრონტების გახსნას.1943 წელს ბრიტანულ-ამერიკულმა ძალებმა კ.სიცილიიდან  დაიწყეს იტალიაში შეჭრა და იმავე წელს იტალია გამოთიშეს ჰიტლერის მოკავშირეთა რიგებიდან.ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის უინსტონ ჩერჩილის დიდი ძალისხმევის მიუხედავად,მისი ძლიერი მოკავშირე აშშ არ დათანხმდა მეორე ფრონტი გერმანიისთვის ბალკანეთში გაეხსნა.ეს არ უნდოდა სტალინსაც.ჩერჩილი ხვდებოდა,რომ ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა კავშირი ევროპის დაპყრობას შეეცდებოდა და უნდოდა გზა გადაეღობა მისთვის ბალკანეთის მხრიდან შეჭრის გზით,მაგრამ აშშ-ს პრეზიდენტი რუზველტი არ დაეთანხმა ჩერჩილს.

მეორე ფრონტის გახსნა ოპერაცია ''ოვერლორდი'' შეტევა ბერლინის მიმაართლებით
მეორე ფრონტი ნაცისტურ გერმანიას 1944  წლის 6 ივნისს გაუხსნეს,როდესაც ჩრდ.საფრანგეთის პროვინციაში,ნორმანდიაში დესანტირება მოახდინა ამერიკულ-ბრიტანულ-კანადურმა უზარმაზარმა არმიამ.ამ ოპერაცია ვერმახტი მთლიანად გამოფიტა და საგრძნობლად გაიზარდა საბჭოთა კავშირის შეტევითი შესაძლებლობა.მსოფლიო ომის ევროპაში ბოლო ოპერაცია ბერლინის აღება იყო.1945 წლის იალტის კონფერენციაზე მოკავშირეები შეთანხმდნენ თუ რა ზონების ოკუპაციას მაოხდენდნენ,ბერლინი საბჭოთა კავშირს ხვდა წილად.ნაცისტური გერმანიის დედაქალაქს საბჭოელები უტევდნენ მარშალ ჟუკოვის ხელმძღვანელობით.ყველაფერი ნათელი იყო გერმანიამ ომი წააგო,მაგრამ ჰიტლერი გენერლებისგან სრული  წინააღმდეგობის გაწევას მოითხოვდა.30 აპრილს ჰიტლერმა თავის ბუნკერში თავი მოიკლა.2 მაისს ქალაქი დანებდა. იქამდე კი დაიღუპა 80 ათასი წითელ არმიელი,100 ათასზე მეტი გერმანელი და 200 ათასამდე სამოქალაქო პირი.
 ბერლინის დაცემის შემდეგ 8 მაისს გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობამ სრული კაპიტულაციის აქტს მოაწერა ხელი.ომი ევროპაში დამთავრდა.



საბჭოთა კავშირის დროშა რაიხსტაგზე


საბჭოთა ჯარები რაიხსტაგთან.

საომარი მოქმედებები წყნარ ოკეანეში.იაპონიის კაპიტულაცია.წყნარი ოკეანის საომარ მოქმედებებში ძალიან აქტიურობდა იაპონია,რომელიც ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში გაბატონდა.1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის ავიაციამ მოულოდნელი შეტევა მიიტანა ჰავაის კუნძულებზე მდებარე ამერიკის სამხედრო-საზღვაო ბაზა ''ჰერლ-ჰარბორაზე'' და გაანადგურა უამრავი ხომალდი თუ მძიმე ჯავშან ტექნიკა. ამ ფაქტმა ამერიკელი ხალხი ააბობოქრა და მოითხოვდნენ რევანშის აღებას.მსოფლიოსთვის 1941 წლის 7 დეკემბერი უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღია.ამ დროს ამერიკა გამოვიდა  ტრადიციული იზოლაციონიზმიდან და მსოფლიო პოლიტიკაში ჩაება.1945 წელს,ევროპაში ომის დამთავრების შემდეგ,იაპონიის საბოლოოდ დასამარცხებლად ამერიკამ გამოიყენა ''ბირთვული იარაღი'' 6 და 9 აგვისტოს ქალაქები,ჰიროსიმა და ნაგასაკი ატომური ბომბით იქნა განადგურებული.14 აგვისტოს იაპონიის არმიამ წინააღმდეგობა შეწყვიტა. 1945 წლის 2 სექტემბერს ოფიციალურად დამთავრდა II მსოფლიო ომი.


ნაპოლეონ ბონაპარტი

 ნაპოლეონ ბონაპარტი დაიბადა 1769 წლის 15 აგვისტოს, ხმელთაშუა ზღვის კუნძულ კორსიკის ქალაქ აიაჩოში. ნაპოლეონმა ფრანგული ენის შესწავლის და სკოლის დამთავრების შემდეგ პარიზის უმაღლეს სამხედრო სკოლაში დაიწყო სწავლა, ხოლო დამთავრების შემდეგ სამუშაოდ გაიგზავნა ქალაქ ვალანსის გარნიზონის საარტილერიო პოლკში კაპრალის ჩინით.

ნაპოლეონი ბევრს კითხულობდა და მეცადინეობდა, როგორც სპეციალურ, ისე სამეცნიერო, პოლიტიკურ და მხატვრულ ლიტერატურას, არაჩვეულებრივმა ნიჭმა და მეხსიერებამ მას საშუალება მისცა 20 წლის ასაკისთვის იმ დროის შესაფერისი დიდი განათლება მიეღო. მოგეხსენებათ მე-18 საუკუნის საფრანგეთი _ დაძაბული პოლიტიკური და სოციალური ფონი, რევოლუციები, აჯანყებები, გამეფებული ტერორი და ძალმომრეობა, ამასთან საომარი მდგომარეობა პრუსიასა და ავტრიასთან, მოგვიანებით ევროპის თითქმის ყველა ქვეყანასთან ინგლისის მეთაურობით .. ლეიტენანტ ბუონაპარტეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ტულონის ოპერაციაში არტილერიის ხელმძღვანელობა ჩააბარეს _ საქმე სწრაფად წავიდა წინ. ტულონის ბრძოლის და დიდი გამარჯვების შემდეგ ნაპოლეონს ბრიგადის გენერლობა უბოძეს.
საფრანგეთში ვითარება მაინც მძიმე იყო და აი პარიზში მონარქისტულმა აჯანყებამ იფეთქა, ნაპოლეონს ამბოხების ჩახშობა შესთავაზეს, ბონაპარტი სამზადისს შეუდგა თუმცა ხვდებოდა საქმეს ამბოხებულთა რიცხობრივი უპირატესობა გადაწყვეტდა (კონვენტის მხარე 5 000-მდე ჯარისკაცი, ამბოხებულები 25 000-ზე მეტი.) აჯანყებულთა დამარცხება გარდაუვალი იქნებოდა თუ .. და სწორედ ამ "თუ"-ზე იყო აგებული ნაპოლეონის მთელი გეგმა: თუ კონვენტის დამცველები პარიზის გარეუბანში მდებარე საბლონის საარტილერიო პოლკის ზარბაზნებს ჩაიგდებდნენ ხელში. საარტილერიო პარკის "დალაშქვრა" ნაპოლეონმა ეგერთა კავალერიული ესკადრონის ერთ ახალგაზრდა მეთაურს იოაჰიმ მიურატს (მოგვიანებით ნეაპოლის პრინცი, საფრანგეთის გროსადმირალი, ბერგის და კლევეს დიდი ჰერცოგი) დაავალა. მიურატს ამბოხებულთა პატრულებით სავსე ქალაქი უნდა გადაევლო, ზარბაზნები ხელთ ეგდო და ისინი ტიულრის წინა მოედანზე უნდა მოეტანა, საშიში და მძიმე დავალება გასკონელმა ოსტატურად შეასრულა და ნაპოლეონის გულწრფელი აღტაცებაც დაიმსახურა. როიალისტებმა მეორე დილითვე დაიწყეს შეტევისთვის მზადება, ნაპოლეონმაც ზარბაზნები საკვანძო წერტილებში განალაგა. როგორც კი აჯანყებულები სათანადო მანძილზე მოახლოვდნენ, გენერალმა ბრძანება გასცა.. ისროდნენ დიდი ზარბაზნებიდან ფინდიხით, პირდაპირი დამიზნებით. გამანადგურებელმა ჯვარედინმა ცეცხლმა საშინელი არევ-დარევა და პანიკა გამოიწვია მოწინააღმდეგის რიგებში. როიალისტები პირველივე წუთებში შედრკნენ და გაიქცნენ, მოედანზე დატოვეს ათასობით დაჭრილი და დახოცილი .. როიალისტები და მათი გულშემატკივრები შეძრწუნებულნი იყვნენ ქალაქის პირობებში ზარბაზნების გამოყენების გამო, მაგრამ ნაპოლეონი სხვა აზრზე იყო, და კარგად ახსოვდა ძველი შეგონება _ "და ის ომია სამართლიანი, რომელიც აუცილებელია და ის იარაღია კურთხეული, რომლის იმედიც გაქვს" _ იმ დღეს ნაპოლეონმა თავის მოვალეობა პირნათლად შეასრულა და არანაირ "გამართლებას" არ საჭიროებდა .. აქვე თემისგან მცირედი გადახვევით უნდა აღინიშნოს საინტერესო ფაქტი _ მიურატის საგვარეულოს ქართველებთან ნათესაობის შესახებ. მიურატის უმცროსმა ვაჟმა აშელმა 1876 წ. პარიზში იქორწინა სალომე დადიანზე, სამეგრელოს მთავრის დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილზე. ისინი ერთხანს სამეგრელოში, მათ მიერ მოწყობილ დადიანების ცნობილ რეზიდენციაში ცხოვრობდნენ. აშელისა და სალომეს შთამომავალი, ალენ მარი მეუღლე-ვერონიკა დე ტრეკურსა და შვილებთან ერთად საქართველოში დასახლდა. მიურატები ამ დროიდან ზუგდიდში, დადიანების საგვარეულო მამულში ცხოვრობენ და ჩართულნი არიან ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში..
1796 წ. ნაპოლეონს ჩააბარეს იტალიის საზღვართან მდებარე არმია, რითაც ნაპოლეონის ოცნება ასრულდა.. მაგრამ 4 წლის წინ დაარსებულ არმიას(იდეაში სამხედრო კამპანიების ჩასატარებლად) ფაქტობრივად ისე გამოდიოდა იტალიაში ფეხიც არ ჰქონდა დადგმული და სასაზღვრო შეტაკებების მასშტაბებს არ სცილდებოდა.. არმიაში გამეფებული იყო უდისციპლინობა, მექრთამეობა არ იყო საკმარისი დაფინანსება.. ნაპოლეონმა სწრაფად დაიწყო რეფორმების გატარება- ბონაპარტის აზრით, გაწვრთნილი და დისციპლინირებული ჯარისკაცის ფსიქოლოგიურად მომზადება უფრო იოლი იყო, რადგან როცა ჯარისკაცებმა იციან, რომ თვითონაც და მათი თანამებრძოლებიც ერთნაირად კარგად არიან დაუფლებული ბრძოლის ველზე მოქმედების ყველა ნიუანსს, დარწმუნებულნი არიან თავიანთი იარაღის ვარგისობაში, სჯერათ და იმედი აქვთ სამხედრო საქმის მცოდნე მამაცი მეთაურებისა, მათ მოწინააღმდეგეზე უპირატესობის გრძნობა უჩნდებათ და გამარჯვების იმედით ებმებიან ბრძოლაში.. 
არმიის მორალური სულისკვეთების ამაღლებაში ნაპოლეონი დიდ როლს ანიჭებდა ჯარისკაცის სპეციალურ მომზადებას (იარაღის ხმარებას, ზუსტ სროლას, საბრძოლო წყობათა ნაირსახეობების მიღების რთული პროცესის ავტომატიზმამდე აყვანას, და საერთოდ ყველაფერ იმას, რაც კარგად მომზადებულ, გაწვრთნილ და დისციპლინირებულ ჯარისკაცს უნდა ჰქონდეს). ნაპოლეონმა არტილერიის კონცენტრირებულად და მიზანმიმართულად გამოყენებით მოახერხა ის რომ შეიარაღების ეს სახეობა ბრძოლის შედეგის განმსაზღვრელი გახადა_"არტილერია ომის ღმერთიაო" ამბობდა იგი )) ნაპოლეონმა ჩამოაყალიბა პირადი გვარდია, თავიდან მათი რიცხვი 7 ათასი ჯარისკაცი იყო, მოგვიანებით კი მათმა რიცხვმა რამდენიმე ათეულ ათასს მიაღწია. გვარდია მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულად მამაცი და გამოცდილი ჯარისკაცებისგან იყო დაკომპექტებული. სინამდვილეში იგი ფრანგული არმიის მინიატურულ მოდელს წარმოადგენდა (მასში იყო ქვეითი, კავალერია და არტილერიის სახეობები). ჯარის ეს შენაერთი მუდამ თან ახლდა ნაპოლეონს და მუდმივ რეზერვს წარმოადგენდა, ბრძოლაში იშვიათად ებმებოდა, გვარდიამ არ იცოდა რა იყო დამარცხება, ასე რომ ადვილი წარმოსადგენია თუ რა შედეგით დამთავრდებოდა მოწინააღმდეგისთვის გვარდიის ბრძოლის ველზე გამოჩენა .. მაშ ასე იტალიური კამპანიის დაწყებიდან ერთი თვის თავზე ლამის დღე აღარ გადიოდა ევროპაში ფრანგთა ახალი წარმატების ამბავი რომ არ მისულიყო.. "ჯარისკაცებო ! ამ ლაშქრობაში თქვენ 14 გენერალური ბრძოლასა და 70 შეტაკებაში გაიმარჯვეთ, ხელთ იგდეთ 100 ათასი ტყვე და 2500 ზარბაზანი .. " _ სიამაყით წერდა თავის უკანასკნელ "იტალიურ" ბიულეტენში გამარჯვებული მთავარსარდალი. ნაპოლეონს (19 ცხენი მოუკლეს ბრძოლების დროს) კი სიკვდილი არ ეკარებოდა _ "მე რომ ტყვია მომხვდება, იმ ტყვიას ჩემი სახელი ეწერებაო" ამბობდა იგი )) 

ავსტრიასთან ზავის შემდეგ მე-18 საუკუნის მიწურულისთვის საფრანგეთის წინააღმდეგ მხოლოდ ინგლისი აგრძელებდა ბრძოლას. გადაწყდა ეგვიპტური კამპანიის წამოწყება,,ხმელთაშუა ზღვაზე კონტროლის დასამყარებლად და ინგლისისთვის სავაჭრო კოლონიებისკენ მიმავალი გზის მოსაჭრელად.. 1798 წ. მაისში გენერალმა ნაპოლეონმა 30 ათასიანი არმიით საფრანგეთის პორტიდან ეგვიპტისკენ აიღო გეზი..

თავის ნაშრომში ნაპოლეონი დაწვრილებით აღწერს ეგვიპტის ისტორიას და ცხადია მამელუქთა შესახებაც საკმაოდ ბევრ ცნობას იძლევა. საინტერესოა, რომ იგი ყოველთვის გარკვეული პატივისცემით წერს მათზე და ყოველთვის ხაზს უსვამს მათს სიმამაცესა და სამხედრო სიქველეს. მაგალითად ბონაპარტმა იცოდა, რომ მამლუქთა უმრავლესობა ქრისტიანებად იბადებოდნენ, მათ იტაცებდნენ 7-8 წლის ასაკში საქართველოდან და საერთოდ კავკასიიდან, შემდეგ ვაჭრებს კონსტანტინოპოლში მიჰყავდათ და ეგვიპტეში ჰყიდდნენ. საინტერესოა ის ფაქტი რომ ეგვიპტის ლაშქრობის შემდეგ ნაპოლეონს მუდამ თან ახლდა ერთგული მცველი მამელუქი, ტომით ქართველი რუსტამი.იგი ნაპოლეონის და საერთოდ ყველას თვალში დიდი გავლენით სარგებლობდა და ნდობაც დიდი ჰქონდა მოპოვებული. ეს იმას მიეწერებოდა, რომ ერთხელ რუსტამმა ნაპოლეონი სიკვდილს გადაარჩინა, ჩადგა მასსა და მტრის მოქნეულ ხმალს შუა. გარკვეულ მომენტში იმპერატორი რუსტამის საფრანგეთის პოლიციის მინისტრად დანიშვნასაც კი აპირებდა. წმ. ელენეს კუნძულიდან ნაპოლეონის ნეშტის გადმოსვენებაზე საყოველთაო ყურადღება მიიპყრო მდიდრულ აღმოსავლურ ტანსაცმელში გამოწყობილმა რუსტამმა, რომელიც იმპერატორის მიმართ უკანასკნელი ვალის მოსახდელად მოსულიყო.
რუსტამი ნაპოლეონის პირადი მცველი 

ეგვიპტეში სახმელეთო ოპერაციების წარმატებით ჩატარების და მამელუქების დამარცხების მიუხედავად ზღვაზე ნაპოლეონის მიერ დატოვებულმა ფლოტმა სასტიკი მარცხი განიცადა ინგლისურ ფლოტთან ადმირალი ნელსონთანის მეთაურობით .. ნაპოლეონი ხმელთაშუა ზღვით კვლავ საფრანგეთში დაბრუნდა , სადაც ჩაერთო დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების პროცესში... 1799 წლის 9 ნოემბერს (18 ბრიუმერი) გეგმა განხორციელდა, ძალაუფლება გადაეცა სამ კონსულს, ფაქტობრივად კი "პირველი კონსულის" ნაპოლეონ ბონაპარტის ხელში გადავიდა. ნაპოლეონმა რევოლუცია დასრულებულად გამოაცხადა და 1804 წლის მაისს მიღებული კონსტიტუციით საფრანგეთი იმპერიად, ნაპოლეონ ბონაპარტი კი "ფრანგთა იმპერატორად" გამოცხადდა. ნაპოლეონმა გაატრა რეფორმა თითქმის ყველა სფეროში, მაგრამ მისი ძირითადი დასაყრდენი ძალა მაინც არმია იყო _ შეიარაღებით, საბრძოლო მომზადებით, ორგანიზაციით და დისციპლინით საუკეთესო არმია ევროპაში.
ნაპოლეონის "დიდ არმიას" არაერთ მტრულ კოალიციასთან მოუხდა ბრძოლა, ევროპის კონტინენტურ ნაწილში ყველა ძირითადი მოწინააღმდეგე დამორჩილებული იყო. მაგრამ ნაპოლეონისთვის პრობლემად რჩებოდა ინგლისი. ნაპოლეონი ბრიტანეთის კუნძულზე ჯარების გადასხმას აპირებდა თუმცა ამ გეგმაზე საბოლოოდ აიღო ხელი როცა 1805 წელს ტრაფალგარის საზღვაო ბრძოლაში ადმირალმა ნელსონმა საფრანგეთის და ესპანეთის გაერთიანებული ფლოტი გაანადგურა. ნაპოლეონმა ამჯერად ინგლისის "კონტინენტურ ბლოკადაში" მოქცევის გეგმა შეიმუშავა, თუმცა ამ გეგმის შესრულებაში რუსეთის მხარდაჭერის მოპოვება ძნელი აღმოჩნდა, რადგან ძირითადი საექსპორტო პროდუქტი რუსეთს სწორედ ინგლისში გაჰქონდა და საფრანგეთის პოზიციის დაჭერა ეკონომიკურად ძლიერ წამგებიან პოზიციაში ჩააყენებდა მას. ამიტომ რუსეთის მეფე ალექსანდე I მა უარი თქვა ტილზიტის სამოკავშირეო ზავის პირობის შესრულებაზე..

1812 წელს რუსეთის საზღვარს ნაპოლეონის 600 ათასიანი არმია მიადგა და ომის გამოუცხადებლად ლიტვის ტერიტორიიდან რუსეთის საზღვარში შეიჭრა. რუსეთის არმია ამ დროს სამ ნაწილად იყო გაყოფილი, I არმიის სათავეში- საგარეო მინისტრი და გენერალი ბარკლაი-დე-ტოლი, სამხრეთით II არმია - გენერალი პეტრე ბაგრატიონი, და III არმია გენერალი ტორმასოვის სარდლობით უკრაინის მხარეს იყო თავმოყრილი. ნაპოლეონმა ტაქტიკურად იმარჯვა _ ცალ-ცალკე დაამარცხა და მწყობრიდან გამოიყვანა დე-ტოლის და ბაგრატიონის არმიები და არ დაუშვა მათი შეერთება, თუმცა ამ ნაწილებთან ბრძოლით ნაპოლეონი მნიშვნელოვნად შეფერხდა და რუსებს საშუალება მიეცათ "სამამულო ომისთვის" დაეწყოთ მზადება.. გენერალური ბრძოლა 1812 წლის 26 აგვისტოს ბოროდინოს ველზე გაიმართა. ბრძოლა გამარჯვებულის გარეშე დამთავრდა , ფრანგებმა 50 ათასამდე, ხოლო რუსებმა 40 ათასამდე მებრძოლი დაკარგეს. კუტუზოვმა გენერლებს განუცხადა "მოსკოვის დაკარგვით ჯერ კიდევ არაა დაკარგული რუსეთი, არმიის მოსპობით კი მოსკოვიცა და რუსეთიც დაიღუპებაო" .. მოვლენები ისე განვითარდა რომ "გამარჯვებული" ნაპოლეონი თვითონ აღმოჩნდა "მოსკოვის ტყვე" .. ცარიელ ქალაქში სურსათ სანოვაგის გარეშე დარჩენილი ნაპოლეონის არმია პირისპირ აღმოჩნდა რუსეთისთვის დამახასიათებელი მკაცრი კლიმატური პირობების წინაშე უმწეო მდგომარეობაში, ამიტომ სიკვდილისთვის განწირულ მდგომარეობაში ყოფნას გაცლა არჩიეს _ 1812 წლის დეკემბერში ნაპოლეონის "დიდი არმიის" აწ უკვე უბადრუკმა ნარჩენებმა დიდი დანაკარგებით გადალახეს მდინარე ბერეზინა და რუსეთის საზღვრებიდან გავიდნენ .. აქვე ორიოდ სიტყვაც გენერალ ბაგრატიონზე _ პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი დაიბადა 1765 წელს, ხოლო გარდაიცვალა 1812 წელს ბოროდინოს ველზე მიღებული ჭრილობების გამო .. წარმოშობით ბაგრატიონთა ქართული სამეფო გვარიდან იყო, თუმცა საქართველოსთან ნაკლებად ჰქონდა კავშირი. ბაგრატიონის მოხერხებულობით და გამჭრიახობით გაოცებულ ნაპოლეონს მასზე უთქვამს _ "რუსეთის გენერლებს შორის ყველაზე მეტად ერთი მაფიქრებს, ესაა ბაგრატიონიო" .. 


ბოროდინოს ბრძოლა 1912 წელი.

პეტრე ბაგრატიონი

1813 წლის ოქტობმერში ლაიფციგთან ე.წ "ხალხთა ბრძოლაში" (ერთ მხარეს 450 ათასი ფრანგი და მოკავშირეები, მეორე მხარეს 500 ათასიანი რუსეთის, პრუსიის, ინგლისის, შვედეთისა და ავსტრიის გაერთიანებული ჯარი) ნაპოლეონი დამარცხდა და მოკავშირეები პარიზში შევიდნენ.. ნაპოლეონმა მოგვიანებით კვლავ შეძლო ძალაუფლების 100 დღით ხელში ჩაგდება და გამართა უკანასკნელი ბრძოლა ვატერლოოს ველზე სადაც კვლავ დამარცხდა ინგლისის და პრუსიის გაერთიანებულ ჯარებთან .. 

ბუონაპარტი გადაასახლეს ატლანტის ოკეანის სამხრეთით შორეულ წმინდა ელენეს კუნძულზე, სადაც 1821 წლის 5 მაისს გარდაიცვალა (სავარაუდოდ მოწამლეს) . მისი უკანასკნელი სიტყვები იყო _ "საფრანგეთი, არმია, ავანგარდი" .. ასე დამთავრდა ერთ-ერთი უდიდესი იმპერატორის და მხედართმთავრის მმართველობის ხანა, რომელმაც მართლაც შეცვალა მილიონების ბედი და მომავალი ..



დაკარგული სამყარო - ინდი

"ინდის ცივილიზაცია გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ეგვიპტისა და მესოპოტამიისა".
ძველმა ინდურმა ცივილიზაციამ, რომელიც თანამედროვე ინდოეთის, პაკისტანის, ნეპალისა და ბანგლადეშის ტერიტორიაზე დაახლოებით 4000 წლის წინ არსებობდა, როგორც ცნობილია, კოლაფსი განიცადა. ეს კი მეცნიერთა აზრით, კლიმატურმა ცვლილებებმა გამოიწვია. 
ცივილიზაციამ განვითარებას მიაღწია დაახლოებით 5200 წლის წინ, ხოლო 3900-3000 წლის წინ დაეცა. მიტოვებული ქალაქების მოსახლეობის დიდი ნაწილის მიგრაცია აღმოსავლეთით მოხდა. 

"ანტიკური ეპოქა იცნობს ეგვიპტესა და მესოპოტამიას, მაგრამ ინდის ცივილიზაცია, გაცილებით დიდი, ვიდრე ეს ორი, სრულიად დავიწყებული იყო 1920 წლამდე", _ ამბობს მასაჩუსეტსის ვუდს ჰოულის ოკეანოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი ლივიუ ჯოსანი. 
გეომონიტორინგისა და არქეოლოგიის ანალიზმა აჩვენა, რომ კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი, ინდის ცივილიზაციის დაღუპვის მიზეზი სწორედ კლიმატური ცვლილებები გახდა. გამოკვლევამ წერტილი დაუსვა ხანგრძლივ დავას, რამ გამოიწვია ამ განვითარებული ცივილიზაციის დაღუპვა.
ძველეგვიპტურსა და შუმერულთან შედარებით, ინდის ცივილიზაციას გაცილებით დიდი ფართობი ეკავა და მოსახლეობა დაახლოებით 5 მილიონ კაცს შეადგენდა. ცივილიზაციის ცენტრს კი ქალაქები მოჰენჯო-დარო და ჰარაპა წარმოადგენდნენ. ეს ქალაქები მხოლოდ გასული საუკუნის 20-იან წლებში გაითხარა.
"ჩვენ აღწერეთ ბარის ლანდშაფტის ცვლილებების დინამიკა, სადაც ჩამოყალიბდა, ყვაოდა და შემდეგ ჩაქრა ეს ცივილიზაცია. შედეგად მივიღეთ პასუხები კითხვებზე, რომლებიც ისტორიკოსებსა და არქეოლოგებს წლების განმავლობაში აწვალებდა", _ ამბობს ლივიუ ჯოსანი.
ჰარაპის ცივილიზაციის დასახლებული პუნქტების ნანგრევების დიდი უმრავლესობა მდინარიდან მოშორებულ, გამომშრალ და მზისგან გადამწვარ ტერიტორიებზე მდებარეობს. 
ძველი ეგვიპტისა და შუამდინარეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, რომელთა სულიერი და მატერიალური მიღწევები გვიანდელმა, მათ შორის დასავლეთევროპულმა კულტურებმა გაითავისეს, ძველინდურ ცივილიზაციას ნაკლებად გაუმართლა. მისი არსებობის შესახებ მსოფლიომ ძალიან გვიან, XX საუკუნის 20-იან წლებში შეიტყო. მას შემდეგ, რაც მოჰენჯო-დარო და ჰარაპა გაითხარა. თუმცა პირველად ვარაუდი, რომ არიელების მოსვლამდე დასავლეთ ინდოეთში ქალაქები ყვაოდა, ცნობილმა ბრიტანელმა ინდოლოგმა ალექსანდრ კანინგემმა XIX საუკუნეში გამოთქვა.
კვლევის შედეგები, რომელიც Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა, მსხვილი დისციპლინათშორისი პროექტის საფუძველი გახდა, რომელმაც გეოლოგები, გეომორფოლოგები, არქეოლოგები და მათემატიკოსები მოიცვა. პროექტში ჩაერთნენ მეცნიერები ინდოეთიდან, პაკისტანიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რუმინეთიდან და აშშ-დან. ისინი ამ დიდი სადრენაჟო-საირიგაციო ზონის ევოლუციას ხუთი წლის განმავლობაში, 2003-დან 2008 წლამდე იკვლევდნენ.
თანამგზავრული ფოტოებისა და ტოპოგრაფიული მონაცემების საშუალებით, რომელიც რადარებით შეგროვდა, ინდისა და მის მეზობელ მდინარეთა ლანდშაფტის ციფრული რუკები შედგა. ამან სპეციალისტებს საშუალება მისცა, ბოლო 10 ათასი წლის განმავლობაში მდინარე ინდის აუზის გეოლოგიური და აგრარული ევოლუციის სურათი აღედგინათ. 
"ინფორმაციის შეჯერებით გამოვარკვიეთ, რომ ჰარაპის კულტურის გვიანდელ პერიოდში, სისტემატურად ხდებოდა ძველი აგრარული მოსახლეობის მიგრაცია აღმოსავლეთით, იყოფოდა უფრო წვრილ კომუნებად, ხოლო ჰარაპის ცივილიზაციის მსხვილი ცენტრები დეგრადირდებოდა", _ ამბობს კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის არქეოლოგი დორინა ფულერი. 
როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ინდის ცივილიზაციის კოლაფსის მიზეზი ჰიმალაის მთების მყინვარებით კვებულ მდინარეებში წყლის შემცირება და მუსონები გახდა. ამან მდინარეთა დინება შეცვალა. მდინარეებზე კი ტერიტორიათა მთელი აგრარული სისტემა იყო დამოკიდებული. მეურნეობის წარმოება სულ უფრო სარისკო ხდებოდა. მოსახლეობის მიგრაცია მუსონების კვალდაკვალ მუდმივად გრძელდებოდა და საბოლოოდ წვრილ კომუნებად დაქუცმაცდა... 

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”

ჯვაროსნული ომები



ჯვაროსნული ომები — დასავლეთ ევროპული ქრისტიანული ერის რელიგიურად და ეკონომიურად მოტივირებული ომები. საფუძველი ჩაეყარა XI საუკუნის დასაწყისში, როცა ბიზანტიის კეისარმა, ალექსი I კომნენოსმა, სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის მიმართა ევროპას. ამას მოჰყვა რომის პაპის ურბან II-ის გადაწყვეტილება, რომელიც 1095 წელს წმინდა მიწის, იერუსალიმის, ურწმუნოთა ხელიდან გათავისუფლებას მოითხოვდა.
მიუხედავად ომების არაორგანიზებულისა და უმართაობისა (ეს კარგად გამომჟღავნდა პირველ და მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობებზე, როდესაც გლეხთა განწირული ჯარები დაიძრნენ წმინდა ადგილების დასახსნელად და როდესაც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს) ლაშქრობებმა უდიდესი როლი შეასრულეს ევროპისა და აზიის ქვეყნების დაახლოებაში, ევროპელებმა გაიფართოვეს ცოდნა აღმოსავლეთზე და მსოფლიოზე.

ჯვაროსნული ომები — დასავლეთ ევროპული ქრისტიანული ერის რელიგიურად და ეკონომიურად მოტივირებული ომები. საფუძველი ჩაეყარა XI საუკუნის დასაწყისში, როცა ბიზანტიის კეისარმა, ალექსი I კომნენოსმა, სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის მიმართა ევროპას. ამას მოჰყვა რომის პაპის ურბან II-ის გადაწყვეტილება, რომელიც 1095 წელს წმინდა მიწის, იერუსალიმის, ურწმუნოთა ხელიდან გათავისუფლებას მოითხოვდა.
მიუხედავად ომების არაორგანიზებულისა და უმართაობისა (ეს კარგად გამომჟღავნდა პირველ და მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობებზე, როდესაც გლეხთა განწირული ჯარები დაიძრნენ წმინდა ადგილების დასახსნელად და როდესაც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს) ლაშქრობებმა უდიდესი როლი შეასრულეს ევროპისა და აზიის ქვეყნების დაახლოებაში, ევროპელებმა გაიფართოვეს ცოდნა აღმოსავლეთზე და მსოფლიოზე.
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობაპირველი ჯვაროსნული ლაშქრობა განხორციელდა 1095 წელს რომის პაპი ურბან II-ის ინიციატივით მუსულმანთაგან წმინდა ქალაქი იერუსალიმისა და წმინდა მიწის გასათავისუფლებლად. თავდაპირველად პაპის მიმართვა მხოლოდ საფრანგეთის რაინდებს გაეგზავნა, თუმცა შემდეგში ლაშქრობა სრულმასშტაბიან სამხედრო კამპანიად გადაიქცა, ხოლო ამ იდეამ მთელი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები მოიცვა. ყველა ეროვნების რაინდი უბრალო ხალხთან ერთად აღმოსავლეთისკენ დაიძრა ხმელეთითა და ზღვით და 1099 წლის ივლისში იერუსალიმი აიღეს. ამ ლაშქრობისას დაარსდა იერუსალიმის სამეფო და სხვა ქრისტიანული სახელმწიფოები მის გარშემო.
 იერუსალიმის აღება


მიზეზი
1095 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი I-მა რომის პაპს თხოვნით მიმართა. იმპერატორი ამბობდა, რომ თურქ-სელჩუკთა იმპერია ძალიან გაძლიერდა. მუსულმანები უკვე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ქრისტიანული სამყაროსათვის. მათი ბოლო დაპყრობილი ქალაქი ნიკეა იყო, რომელიც საკმაოდ ახლოს მდებარეობდა კონსტანტინოპოლთან, ბიზანტიის დედაქალაქთან. თურქები ასევე ერთპიროვნულად აკონტროლებდნენ, ანატოლიას (თანამედროვე თურქეთის ტერიტორია). ალექსი I მუსულმანების წინააღმდეგ დახმარებას ითხოვდა. იმპერატორის დესპანი ზემოთ აღნიშნული თხოვნით რომის პაპ ურბან II – თან 1095 წლის მარტში ჩავიდა. რომის პაპი ხედავდა ევროპაში შექმნილ მდგომარეობას. იმ დროისათვის იქ უმარავი ღარიბი რაინდი იყო. მათმა ნაწილმა თავის გადასარჩენად ძარცვასაც მიჰყო ხელი. არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი გლეხობა. ახალი ლაშქრობა ბიზანტიის დასახმარებლად და მუსულმანების წინააღმდეგ მათთვის იდეალური იქნებოდა, რადგან იმ დროისათვის ომები ძლიერი არმიისათვის და მისი ჯარისკაცებისათვის თითქმის ერთადერთი შანსი იყო ქონების დაგროვებისა. აგრეთვე, პერსპექტივაში ისახებოდა პაპის ძალაუფლების და კათოლიკური ეკლესიის შემოსავლების საგრძნობი ზრდა.
მზადება ლაშქრობისათვის
პაპმა ურბან II-ემ ლაშქრობის დასაწყებად დიდებულების მიმხრობა დაიწყო. მის გადამწყვეტ ნაბიჯად 1095 წლის ნოემბერში სამშობლოში – საფრანგეთში ჩასვლა და პატარა ქალაქ კლერმონში საეკლესიო კრების მოწვევა მიიჩნევა. მართლაც, კლერმონში უამრავმა რელიგიურმა პირმა მოიყარა თავი. ამ შეკრებაზე პაპმა ურბან II-მ ისტორიული სიტყვა წარმოთქვა. მან ისაუბრა ევროპის იმ დროინდელ მძიმე მდგომარეობაზე და დაასკვნა, რომ საჭირო იყო დამყარებულიყო ღვთაებრივი მშვიდობა, თუმცა არა ისეთი, როგორიც უკვე ჰქონდათ. პაპი შეეხო ბერძენთა საკითხს, რომლებიც დახმარებას ითხოვნდნენ მუსულმანების წინააღმდეგ, აგრეთვე შეეხო აღმოსავლელი ქრისტიანების დაჩაგვრის ფაქტებს და მთავარზე გადავიდა: საჭირო იყო სრულიად ახალი ომის დაწყება, სადაც ჯარისკაცი იქნებოდა პილიგრიმი (მომლოცველი), ბრძოლის მიზანი – ქრისტეს საფლავი, შედეგი – გარდაცვლილთათვის ზეციური სამოთხე, ცოცხლად გადარჩენილთათვის კი მიწიერი იერუსალიმი. ასევე აღნიშნა, რომ ქრისტეს საფლავის გათავისუფლება არ იქნებოდა ერთადერთი შედეგი ჯვაროსნული ლაშქრობისა. ამ ომის შემდგომ მთლიანად ანატოლიას, ანუ შავი ზღვის სამხრეთ ნაწილს არა მუსულმანები, არამედ ერთმორწმუნე ქრისტიანები გააკონტროლებდნენ. კლერმონის კრების ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად პაპის გამოსვლის დასასრულს, დარბაზში შეძახილები გაისმა: ” ღმერთი არს ჩვენთან!”
პაპს ყველაფერი მშვენივრად ჰქონდა დაგეგმილი. მან მალე აიყოლია საფრანგეთის სახელმწიფო ლიდერები. რაც შეეხება მეომრებს, ხალხს, რომელსაც უნდა ებრძოლა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ, მათი რიცხვი თავიდან ძალიან მცირე იყო. რაინდები თითქოს თავს იკავებდნენ ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობისგან, თუმცა მას შემდეგ, რაც რამდენიმე სახელოვანი რაინდი შეუერთდა ჯვაროსნებს, მათმა რიცხვმა გეომეტრიული პროგრესიით დაიწყო ზრდა. პაპ ურბან II-ს ძალიან უხაროდა რაინდთა რიცხვის ზრდა ლაშქარში, რადგან ისინი, გლეხებისგან განსხვავებით ბრძოლაში გამოცდილნი და უკეთ გაწვრთნილნი იყვნენ. საბოლოოდ ექვსი დიდი არმია შეიკრიბა. ორი არმია განლაგებული იყო საფრანგეთის ჩრდილოეთში. მათ მეთაურობდა ჰერცოგი ნორმანდიელი, ინგლისის მეფის უილიამ II-ის ძმა. აგრეთვე ჯარები განლაგებული იყო საფრანგეთის სამხრეთში, ბულონში, გოტფრიდ ბულონელის მეთაურობით. იტალიაში და კონსტანტინოპოლში კი – ტარანტელის მეთაურობით. სწორედ ბიზანტიის დედაქალაქში უნდა მომხდარიყო ჯვაროსანთა შეკრება და შემდეგ უნდა განხორციელებულიყო შეტევა თურქთა ქალაქებზე. ლაშქრობის მეთაური, ანუ მთავარსარდალი კი ბიზანტიის იმპერატორი ალექსი I უნდა ყოფილიყო. პაპმა ლაშქრობის დაწყების დღედ 15 აგვისტო გამოაცხადა, თუმცა ამ თარიღამდე ერთი თვით ადრე მცირე რაოდენობის “წარჩინებულთა” არმიამ თავისი გზით დაიწყო სვლა. მათი ლიდერი ქარიზმატული და რაინდი პიტერი იყო. ის იმ დროისათვის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ჯვაროსნად ითვლებოდა. თავის არმიაში მან უდიდესი ენთუზიაზმი ჩანერგა და იერუსალიმისკენ დაიძრა მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ იცოდა სად მდებარეობდა ეს ქალაქი. თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლამდე მან ადგილობრივ ქრისტიანებთანაც მოასწრო დაპირისპირება. კონფლიქტის ძირითადი მიზეზი საკვები იყო, თუმცა საქმე არ გართულებულა. რამდენიმე დღის შემდეგ “წარჩინებულთა” არმია თურქ-სელჩუკთა უზარმაზარი და გამოცდილი ჯარის პირისპირ დადგა. აგვისტოს ბოლოსთვის პიტერის არმიის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებული იყო. თავად პიტერი და 50 რჩეული რაინდი თურქულ ქალაქ სოვეტოტთან დამარცხდნენ მუსულმანი მშვილდოსნების მიერ.
ლაშქრობის დაწყება
ოთხი მთავარი არმია ჯვაროსნების გეგმის მიხედვით დაიძრა კონსტანტინოპოლისკენ აგვისტოს შუა რიცხვებში. პირველი, ვინც ბიზანტიის დედაქალაქის კედლებს მიადგა გოტფრიდის ჯარისკაცები იყვნენ, შემდეგ გამოჩნდნენ რაიმონდ ტულუზელისა და ბიემენდ ტარანტელის არმიელები. იმპერატორი ალექსი იდეალური მზადყოფნით შეხვდა ევროპელებს, ამიტომაც ინციდენტების რიცხვი მინიმალური იყო. 1097 წლის აპრილისათვის უკლებლივ ყველა ჯვაროსნის ადგილსამყოფელი ბიზანტიის დედაქალაქი იყო. მათ საერთო რაოდენობაზე სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს. ყველაზე სარწმუნო წყაროს მიხედვით ჯვაროსანთა რიცხვი 35 000 მეომარს შეადგენდა. მათგან 5 000 კავალერისტი იყო. ყველაზე მეტი ჯარისკაცი რაიმონდ ტულუზელმა ჩაიყვანა – 8 500 კაცი, აქედან 1 200 კავალერისტი. ჯვაროსნები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათ სათავეში ალექსი I ჩაუდგებოდა, თუმცა იმპერატორმა ფორმალური ლიდერობა ითავა, ისიც მანამ, სანამ ჯვაროსნები ბიზანტიის საზღვრებს გასცდებოდნენ. ის შეხვდა სარდლებს და გაუზიარა თურქებთან ბრძოლის გამოცდილება. აგრეთვე დახმარება აღუთქვა საკვების მიწოდების საკითხში. მან სრულად გაუხსნა საზღვრები ჯვაროსნებს და დაჰპირდა, რომ უკან დაბრუნებისას მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდათ.

ნიკეას ალყა
1097 წელის პირველ ნახევარში ჯვაროსნები სალაშქროდ დაიძრნენ. პირველი სამიზნე ნიკეა იყო, ძველად ბიზანტიელთა ქალაქი, იმ დროისათვის კი რუმის სასულთნოს დედაქალაქი, რომელსაც არსლან I მართავდა. არსლანი იმ დროისათვის არ იმყოფებოდა ნიკეაში, იგი ოჯახთან ერთად ცენტრალური ანატოლიის ერთ-ერთ ქალაქში იყო. ჯვაროსნებმა ნიკეას ალყა შემოარტყეს. როგორც კი ეს ამბავი არსლან I-მა გაიგო, მაშინვე დაბრუნდა ნიკეაში და თავისი ჯარით შეუტია ევროპელებს. მუსულმანები დამარცხდნენ, ისინი გაოცებულნი იყვნენ მტრის სიმრავლით. არსლან I ნიკეის ციხესიმაგრეში ჩაიკეტა. ზუსტად ერთ თვეში ჯვაროსნებმა იმპერატორის გეგმის დახმარებით შეძლეს ქალაქში შესვლა. ნიკეა ბიზანტიას დაუბრუნდა, ჯვარონსებმა კი სვლა განაგრძეს.ანტიოქიის ალყა
რამდენიმე მცირე მუსულმანური ჯარის განადგურების შემდეგ ევროპელები ანტიოქიის ციხესიმაგრეს მიადგნენ. ეს იყო ბოლო დიდი ქალაქი იერუსალიმის გზაზე. 1097 წლის 10 ოქტომბერს ჯვაროსნებმა ალყა შემოარტყეს ანტიოქიას. ასეთი სიტუაცია კიდევ ერთ თვეს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ორი დიდი ბრძოლა შედგა. ორივე შეტაკება “პილიგრიმმა მეომრებმა” მოიგეს. ამ გამარჯვებებმა უდიდესი როლი ითამაშა ანტიოქიის აღების საქმეში. წინ კი იერუსალიმი იყო.

იერუსალიმის ალყა
1099 წლის 7 ივნისს ჯვაროსნებმა იერუსალიმს ალყა შემოარტყეს. წმინდა ქალაქამდე მხოლოდ 12 000-მა კაცმა მიაღწია დანარჩენი ან ბრძოლაში დაიღუპა ან აღებულ ქალაქში დარჩა. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროპელები დახმარებას იღებდნენ მეომრების სახით, ძირითადად ბიზანტიიდან, და საჭმელ-სასმელი არ აკლდათ.
საბოლოოდ, 1099 წლის 15 ივლისს ხის კოშკების და სხვა ხერხების დახმარებით აღთქმული მიწა ქრისტიანების ხელში გადავიდა. ჯვაროსანთა მორწმუნე ნაწილი იერუსალიმში პილიგრიმის ტანისამოსით შევიდა. თუმცა ასეთები ძალიან ცოტანი იყვნენ. ქრისტიანმა მეომრებმა ქალაქში ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს, დახოცეს 10 000 ადამიანი. მიწა სისხლით იყო გაჟღენთილი. ერთ-ერთი თვითმხილველი წერს: “იმ შემთხვევაში თუ შენ იქ იქნებოდი ნახავდი, რომ ჩვენ, ჯარისკაცებს ფეხები მუხლამდე შეღებილი გვქონდა წითლად, დახოცილთა სისხლით. მე ეს ძალიან არ მინდოდა, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო”. რამდენიმე დღეში ხოცვა-ჟლეტა შეწყდა, რადგან უბრალოდ აღარავინ იყო მოსაკლავი. დაიწყო ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბება.
მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა
მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა (1145–1149) — ჯვაროსნების მეორე ლაშქრობა ევროპიდან, რომელიც 1145 წელს დაიწყო, წინა წელს ედესას დაცემის გამო. ედესა პირველი სამთავრო იყო შექმნილი პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად (1095-1099) და ასევე პირველი, რომელიც დაეცა. მეორე ლაშქრობა პაპმა ევგენი III-მ გამოაცხადა, და ასევე პირველი ლაშქრობა იყო, რომელსაც ევროპელი მეფეები ხელმძღვანელობდნენ, კერძოდ, ლუი VII (საფრანგეთი) და კონრად III (გერმანია), რამდენიმე სხვა ევროპელი დიდგვაროვანის დახმარებით. ორი მეფის არმიამ დამოუკიდებლად გადაჭრა ევროპა და ოდნავ შეფერხდა ბიზანტიის იმპერატორი მანუელ I კომნენუსის მიერ; ბიზანტიის ტერიტორიის გადაჭრის შემდეგ, ორივე არმია დამოუკიდებლად დაამარცხეს თურქ-სელჩუკებმა. ლუიმ და კონრადმა მათი არმიების ნარჩენებით იერუსალიმში ჩასვლა მოახერხეს და , 1148 წელს, დამასკოზე უშედეგო იერიში მიიტანეს. ეს ლაშქრობა დიდი წარუმატებლობა იყო ჯვაროსნებისთვის და დიდი გამარჯვება მაჰმადიანებისთვის. მას შედეგად იერუსალიმის დაცემა და XII საუკუნეში მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა მოჰყვა.

ისტორია
1144 წელს სირიელმა და თურქმა დამპყრობლებმა გაანთავისუფლეს ალეპო და შეიჭრნენ ედესის სამთავროში. მცირე ხნის ალყის შემდეგ, 1144 წლის 24 დეკემბერს ქალაქი ედესა დაეცა. ამას მოჰყვა მთელი ედესის სამთავროს ოკუპაცია მუსლიმთა მიერ. ამით ჯვარსანთა სამეფოებს, ჩრდოლო-აღმოსავლეთით მოეშალათ უმნიშვნელოვანესი დამცავი პლაცტარმი. გარდა ამისა ედესა მდებარეობდა სავაჭროდ მეტად ხელსაყრელ ადგილას სადაც თურქი, არაბი და ევროპელი ვაჭრები ერთად იყრიდნენ თავს. ამის გარდა მუსლიმთა თარეში გახშირდა ანტიოქიისა და ტრიპოლის სამეფოებშიც. საჭირო გახდა მოწყობილიყო ახალი ჯვაროსნული ლაშქრობა.
რომის პაპმა ევგენი III-მ ევროპის მონარქებს მოუწოდა მოეწყოთ ლაშქრობა და გადაერჩინათ ჯვაროსანთა სამფლობელოები აღმოსავლეთში. პაპის მოწოდებას გამოეხმაურა ევროპის ორი უძლიერესი სახელმწიფოს მონარქები, საფრანგეთიდან ლუი VII და გერმანიიდან შტაუფენთა დინასტიის ფუძემდებელი კონრად III. გერმანული არმია საკმაოდ მრავალრიცხოვანი და ორგანიზებული იყო. ფრანგთა არმია კი არ იყო მობილიზირებული, მაგრამ იყო მრავალრიცხოვანი. ფრანგული ძალების დიდი რაოდენობა გლეხებს წარმოადგენდა.
ჯვაროსანთა ძალები 1146 წელს დაიძრნენ. გერმანული არმია მეციდან გაემართა მცირე აზიისაკენ. მათ ფეხით გაიარეს ჩეხეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბიზანტია და გადავიდნენ მცირე აზიაში. გერმანული ძალები ნელა და დიდი დანაკარგებით მიიწევდა წინ. ყველგან დათარეშობდნენ თურქული რაზმები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მოულოდნელად თავს ესხმოდნენ გერმანელთა რაზმებს. საბოლოოდ გერმანულმა რაზმებმა ჩააღწიეს ხმელთაშუა ზღვის საპორტო ქალაქ ატოლიაში (დღეისთვის ანტალია) და ზღვით გაემართნენ ანტიოქიაში.
რაც შეეხებათ ფრანგებს ისინი ზღვის გავლით ჩავიდნენ, იერუსალიმის სამეფოს საპორტო ქალაქ აკრაში. ფრანგმა რაინდებმა სულ მალე გლეხები ბედის ანაბარა მიატოვეს. გლეხების დიდი რაოდენობა თურქებმა ამოხოცეს, ნაწილმა კი მუსულმანობა მიიღო და გადავიდა თურქთა მხარეს.
კონრადმა და ლუიმ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აეღოთ დამასკო. ლაშქრობა დამასკოსკენ 1148 წლის ივლისში დაიწყო. ჯვაროსნებს სულ 50000 კაცი ჰყავდათ, თურქებს კი ბევრად მცირე. შეტევა და ალყა დამასკოზე 1148 წლის 23 ივლისს დაიწყო. ქალაქი კარგად იყო დაცული. 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ქალაქზე იერიში, თუმცა 27 ივლისს ჯვაროსნებმა ქალაქს ალყა მოხსნეს და აკრისკენ გაემართნენ. ალყის მოხსნის მთავარი მიზეზი უსახსრობა გახლდათ. ჯვაროსნებს არც საკმარისი საჭმელი და არც წყალი აღმოაჩნდათ.
შემოდგომაზე შეტევა ხმელთაშუა ზღვის ქალაქ ასკალინზე დაიგეგმა, თუმცა უკვე გულგატეხილი კონრადი და ლუი აღარ იყვნენ დარწმუნებულნი თავის ძალებში და ამიტომ 1149 წლის დასაწისში ორივე მონარქმა წმინდა მიწა სახელგატეხილმა დატოვა.
ამას მოჰყვა მუსლიმთა გაძლიერება და 1174 წელს ერთიან სამეფოდ ჩამოყალიბება, რაც 1187 წელს მუსლიმთა მიერ იერუსალიმის აღებით დამთავრდა.

მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა (1189-1192) – წამოიწყეს რომის პაპებმა გრიგოლ VIII-ემ და (მისი გარდაცვალების შემდეგ) კლემენტ III-მ. მასში მონაწილეობა მიიღო სამმა უძლიერესმა ევროპულმა მონარქმა — საღვთო რომის იმპერატორმა ფრიდრიხ I ბარბაროსამ, საფრანგეთის მეფე ფილიპ II აუგუსტმა და ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგულმა. მისი წინაპირობა გახდა სალადინის მიერ 1187 წელს იერუსალიმის დაპყრობა
სალადინი


წინაპირობა

მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, აღმოსავლეთში მოხდა მთელი რიგი თვალსაჩინო ცვლილებები, ფრიად საზიანო ჯვაროსანთათვის.
ეგვიპტეში 1163 წელს დაწყებული ბრძოლა, ფატიმიდების დინასტიის წინააღმდეგ (რომლებიც ჯვაროსანთა მოკავშირეებად ითვლებოდნენ), რამდენიმე წელიწადში მათი დამარცხებით და ეგვიპტიდან განდევნით დამთავრდა. 1169 წელს ეგვიპტის ტახტზე ადის ახალი, ჯვაროსანთა მოძულე ხელმწიფე სალაჰ-ად-დინ იუსუფი, რომელიც სალადინის სახელითაა ცნობილი. 1174 წელს სალადინი აერთიანებს სირიას, ეგვიპტესა და მესოპოტამიის დიდ ნაწილს და ხდება სულთანი, რითაც სათავეს იდებს აიუბედების დინასტია.
ამავე 1174 წელს იერუსალიმის მეფე ამალრიკ I კვდება, და ტახტზე ადის მისი 13 წლის ვაჟი ბალდუინ IV. მიუხედვად იმისა რომ იგი იტანჯებოდა მძიმე დაავადება კეთრით, მაინც მოახერხა და შექმნა კარგად ორგანიზებული და დიდი არმია, რომლითაც 1177 წელს, 16 წლის ასაკში, მონჟისარის ბრძოლაში დაამარცხა მანამდე უძლეველი სალადინი. ბალდუინს ბრძოლაში ეხმარებოდა რენო დე შატიიონი, კაცი, რომელსაც მთელ მუსლიმურ სამყაროში იცნობდნენ როგორც კაცთმოძულე პიროვნებას. შატიიონი ძალიან ხშირად ესხმოდა თავს არაბულ სავაჭრო ქარავნებს, წითელ ზღვაში ძარცვავდა გემებს და აწიოკებდა მშვიდობიან მოსახლეობას.
1185 წელს ბალდუინი გარდაცვალა. ტახტზე მისი დის შვილი ბალდუინ V ავიდა თუმცა რამდენიმე თვეში ისიც გარდაიცვალა. სამეფო ტახტი დარჩათ ბალდუინ V-ეს დედას სიბილასა და მის მეორე ქმარს გი დე ლუზინიანს. ამასობაში რენო დე შატიიონი კვლავ დაესხა თავს არაბულ ქარავნებს და იქიდან წამოასხა ტყვეები. სალადინმა მეფეს მოსთხოვა ტყვეების განთავისუფლება, თუმცა უარი მიიღო. სალადინმა ომი დაიწყო იერუსალიმის სამეფოს წინააღმდეგ და 1187 წელს სირიიდან შეტევაზე გადავიდა. მის ხელში იყო კარგად შეიარაღებული 200 ათას კაციანი არმია. სალადინმა ლაშქარი იერუსალიმის ჩრდულოეთით, ტიბერიის ტბასთან დააბანაკა. აქედან იწყებოდა ჰატინის უდაბნო, სადაც წყალი ძალიან ცოტა იყო. სალადინმაც ყველა მდინარე თუ ნაკადული დაწამლა. ჯვაროსნები უწყლოდ დარჩნენ.
სრულიად დეზორგანიზებული ჯვაროსანთა ლაშქარი სალადინმა მალევე გაანადგურა. შატიიონი და ლუზინიანი ტყვედ ჩავარდნენ. როდესაც სულთნის კარავში გის სალადინმა ცივი წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა, მეფემ ჭიქა გამოართვა და რენოს გადასცა. ამ უკანასკნელმაც წყალი შესვა და ამით შეურაცხყოფა მიაყენა სალადინს. გამწარებულმა სულთანმა რენო იქვე მოაკვლევინა ხოლო გი დე ლუზინიანი დამასკოში გაუშვა და პატიმრობაში დატოვა, თვითონ კი იერუსალიმისაკენ გაემართა. რამდენიმე დღიანი ალყის შემდეგ სალადინმა 1187 წლის 2 ოქტომბერს აიღო იერუსალიმი, მოგვიანებით კი ასკალონი, იაფა და აკრა.

ომის დაწყება
როდესაც ეს ამბავი პაპ ურბან III-ს მოახსენეს, ნერვიულობისაგან გარდაიცლავა. მის მაგივრად პაპი გახდა გრგოლ VIII, რომელმაც ევროპის მონარქებს გაერთიანებისაკენ და ახალი ჯვარსნული ომისაკენ მოუწოდა.
პაპის მოწოდებას პირველი, გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერატორი ფრიდრიხ I ბარბაროსა გამოეხმაურა, რომელმაც 1188 წლის ბოლოსათვის 100 ათას კაცზე მეტი შემოიკრიბა და 1189 წლის დასაწყისში გაემართა წმინდა მიწისაკენთ. თუმცა არმია იმდენად დიდი იყო, რომ მისი ზღვით ტრანსპორტირება შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ ჯვაროსანთა ლაშქარი ფეხით ბიზანტიისა და მცირე აზიის გავლით გაემართა პალესტინისაკენ.
ბიზანტიის იმპერატორი ისააკ II სალადინთან ფარულად მოკავშირეობდა, მაგრამ როდესაც მან გაიგო ბარბაროსას არმიის სიძლიერე, უკან დახევა არჩია და მშვიდობიანად გაატარა ჯვაროსნები ბოსფორის სრუტეზე. როდესაც ჯვაროსნები მცირე აზიაში გადავიდნენ ზაფხული ახლოვდებოდა ამიტომ საჭირო იყო სწრაფად მიეღწიათ დასახლებული პუნქტებისათვის რათა ამხელა არმიის დაბანაკება შესაძლებელი გამხდარიყო. ჯვაროსნები რუმის სასულთნოს დედაქალაქ იკონიას მიადგნენ, სადაც თურქთა საკმაოდ სოლიდური გარნიზონი იმყოფებოდა, თუმცა ფრიდრიხმა 1190 წლის 18 მაისს აიღო და შემდეგ დაიცვა ქალაქი. ამ წარმატების შემდეგ ლაშქარი სულ მალე დაიძრა ანტიოქიისაკენ, თუმცა გზაში, 10 ივნისს, მდინარე სალეფის გადალახვის დროს, ფრიდრიხი დაიხრჩო. გერმანელთა დიდი ნაწილი უკან გაბრუნდა, მცირე ნაწილი კი ანტიოქიისაკენ დაიძრა.
ამასობაში 1189 წელს სალადინი ათავისუფლებს გი დე ლუზინიანს. იგი გაემართა ჯვაროსანთა პორტ ტიროსისაკენ, თუმცა ის იქ არ შეუშვეს. გი აკრისკენ გაემართა. მან შეკრიბა არმია და ალყაში მოაქცია აკრა. იგი ელოდებოდა ფრანგულ და ინგლისურ ლაშქარს დასავლეთიდან.
მართალც, 1189 წლის მეორე ნახევარში ინგლისის მეფე რიჩარდ I და საფრანგეთის მეფე ფილიპ II ოგიუსტი, რომის პაპის თხოვნით შერიგდნენ და მოემზადნენ ლაშქრობისათვის.
ამასობაში ფილიპე ოგიუსტის ლაშქარი სიცილიის ქალაქ მესინადან ახალი გამოსული იყო და მიემართებოდა წმინდა მიწისაკენ. თავისმხრივ რიჩარდიც ზღვით მიემართებიდა პალესტინისაკენ. ის ჯერ პორტუგალიაში, შემდეგ კი მესინაში გაჩერდა. ინგლისელებს ქალაქი კარგად დახვდათ, მაგრამ მოგვიანებით მესინა ჯვაროსნებს აუჯანყდა. რიჩარდმა ქალაქი დაარბია და გაემართა წმინდა მიწისაკენ.
1191 წლის 30 მარტს ფილიპ II ტიროსში ჩავიდა და გაემართა აკრისაკენ, სადაც ის 20 მაისს ჩავიდა. რიჩარდის არმადა კი ქარიშხალმა კვიპროსის ნაპირებთან მიყარა. 6 მაისს იგი ქალაქ ლიმასოლში ჩავიდა და შექხვდა კვიპროსოს ბიზანტიელ მბრძანებელს ისააკ კომნენოსს, რომელმაც რიჩარდს ერთგულების ფიცი მისცა. მაგრამ როდესაც რიჩარდი ციხე-ქალაქ ფამაგუსტაში ჩავიდა, ისააკმა ფიცი გატეხა და მეფეს მოსთხოვა დაეტოვებინა კვიპროსი. რიჩარდისთვის ეს ბიძგისმინცემი აღმოჩნდა, რათა რამდენიმე დღეში დაეპყრო კვიპროსი. კუნძულის ათვისების შემდეგ რიჩარდი ხომალდებით გაემართა აკრისაკენ. ფილიპის აკრაში ჩასვლამდე მოხდა ერთი მეტად უსიამოვნო ფაქტი ჯვაროსანთათვის. გი ლუზინანის მიერ ალყაში მოქცეული აკრის დასახმარებლად მოვიდა სალადინი და მოალყე ჯვაროსნები აქეთ მოაქცია ალყაში. ჯვაროსანთა ბანაკში დაიწყო შიმშილი და ავადმყოფობა რამაც შეიწირა დედოფალი სიბილა და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი.
სიტუაცია ფრანგების მოსვლის შემდეგაც მძიმე რჩებოდა. ჯვაროსნებმა ვერც სალადინის ურიცხვი არმიის დამარცხება შეძლეს და ვერც აკრის აღება.
რიჩარდის ჯარებმა აკრას 8 ივნისს მიაღწიეს. ჩასვლისთანავე რიჩარდმა დაიწყო კატაპულტების აგება და მომზადება ქალაქის ასაღებად. რამდენიმე დღიანი შეტევის შემდეგ 12 ივლისს რიჩარდმა მოახერხა აეღო აკრა და განეხორცილებინა სალადინის წინააღმდეგ შეტევა. სალადინი უკუიქცა. აღსაღნიშნავია ის ფაქტიც რომ აღნიშნულ ოპერაციაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ფილიპ ოგიუსტი და ავსტრიის ჰერცოგი ლეოპოლდ V.
აკრის აღების შემდეგ რიჩარდმა, ფილიპმა და ლეოპოლდმა , ნადავლის გაყოფა ვერ მოახერხეს, რის გამოც მათ შორის ისევ შუღლი ჩამოვარდა. ამას დაემატა ის ფაქტიც რომ მონარქები ვერ შეთანხმდნენ ვინ უნდა გამხდარიყო იერუსალიმის სამეფოს მეფე. რიჩარდმა გი დე ლუზინიანის კანდიდატურა დააყენა, ლეოპოლდმა და ფილიპმა უარყვეს გის კანდიდატურა და მოითხოვეს მეფედ ეკურთხებინათ ტიროსის არმიის სარდალი კონრად მონტფერატი. საბოლოოდ რიჩარდის მიერ დასახელებული გის კანდიდატურა გავიდა. ამაზე და სხვა წვრილმანებზე განაწყენებულმა ლეოპოლდმა და ფილიპმა მიატოვეს რიჩარდი და აგვისტოში, არმიითურთ დატოვეს წმინდა მიწა.
რიჩარდს 3000 მუსლიმი მოემარი ტყვედ ჰყავდა. სალადინმა მას მოსთხოვა გადმოეცა პატიმრები, თუმცა რიჩარდმაც თავისმხრივ სხვა პირობები წამოაყენა, რომლის შესრულებაზეც სალადინმა უარი განაცხადა. 20 აგვისტოს რიჩარდმა ყველა ტყვეთაგანი სიკვდილით დასაჯა და გაემართა იაფასაკენ.
სალადინი უკან, იაფასაკენ იხევდა, თუმცა რიცხობრივ უპირატესობაში მაინც იგი გახლდათ. სალადინმა გადაწყვიტა რიჩარდი შეაჩერებინა იაფას ჩრდილოეთით, პატარა დასახლება არსუფთან. რიჩარდის არმია 49 ათას კაცს უდრიდა, სალადინისა კი 53 ათასს აღემატებოდა. რიჩარდის შეუპოვარმა მოქმედებამ, მაგალითი მისცა. მათ სალადინს სძლიეს და 12 სექტემბერს მცირე დანაკარგებით აიღეს იაფა. სწორედ არსუფის ბრძოლაში მიიღო რიჩარდმა მეტსახელი ლომგული, რომელიც მის ვაჟკაცობას და შეუპოვრობას გამოხატავდა. იაფაში რიჩარდი შეხვდა თავის სიძესა და ასევე სალადინის ძმას ალ-ადილს.
ამის შემდეგ რიჩარდი გაემართა ქალაქ ასკალონისაკენ რომელიც ჯვაროსნებმა მინიმალური დანაკარგებით აიღეს. რიჩარდმა გადაწყვიტა იერუსალიმზე შეტევა, თუმცა ძალების სიმცირის გამო იგი არ ჩქარობდა. მან სთხოვა კონრადს დახმარება, თუმცა უარი მიიღო, იგი მოითხოვდა მეფედ ეკურთხებინათ ის და არა გი დე ლუზინიანი. რიჩარდი დათანხმდა. თუმცა კონრადი მეფედ არ უკურთხებიათ. იგი კორონაციამდე რამდენიმე დღით ადრე მოკლეს ტიროსის ქუჩებში. რიჩარდი იერუსალიმისაკენ მაინც დაიძრა და მალე რკალისებურ ლაყაში მოაქცია იგი. რიჩარდს ჰქონდა ძალა აეღო ქალაქი მაგრამ მის დაცვას მოგვიანებით ვერ შესძლებდა. ეს მან კარგად იცოდა, ამიტომ უკან დახევა არჩია.
ამით წაქეზებულმა სალადინმა 1192 წლის ივლისში, 500-მდე კაცით იაფას შეუტია და აიღო იგი. რამდენიმე დღეში 31 ივლისს იგი რიჩარდმა გაანთავისუფა . რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს მან ს ოპერაცია 55 კაცით შეძლო. საბოლოო ბრძოლა როჩარდსა და სალადინს შორის მოხდა 1192 წლის 5 აგვისტოს. ბრძოლა ჯვაროსანთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. სალადინი უკუიქცა.
2 სექტემბერს რიჩარდსა და სალადინს შორის დაიდო ზავი, რომლის თანახმადაც რიჩარდს რჩებოდა დაპყრობილი ტერიტორიის 90%, სადაც იარსებებდა იერუსალიმის სამეფო, დედაქალაქ აკრით. მუსლიმებს რჩებოდათ იერუსალიმი, თუმცა ზავის საფუძველზე მლოცველებს, მოსახლეობასა და ვაჭრებს ეძლეოდათ საშუალება ქალაქში შესვლისა და თავისუფლად გადაადგილებისა. რიჩარდ ლომგულმა 9 ოქტომბერს გამარჯვებულმა დატოვა წმინდა მიწა და ფეხით გაემართა ინგლისისაკენ.
იერუსალიმის სამეფის მეფედ დარჩა რიჩარდის ახლო ნათესავე შამპანის გრაფი ანრი II. სალადინი კი ზავის დადებიდან რამდენიმე თვეში 1193 წელს გარდაიცვალა.

მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა
მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა – ჯვაროსნული ლაშქრობა 1202-1204 წწ. დაიგეგმა ეგვიპტის წინააღმდეგ, მაგრამ ვენეციელი ვაჭრების მზაკვრული გეგმის წყალობით იგი ბიზანტიის საწინააღმდეგოდ შემობრუნდა. თეობალდ III-ის გარდაცვალების შემდეგ სათავეში ჩაუდგა ბონიფაციუს I მონფერატი.
წინარე ისტორია
XIII საუკუნის დამდეგს ბიზანტიის სამეფო კარზე დიდი არეულობა სუფევდა. 1204 წელს თამარ მეფემ ფრიად თამამი გადაწყვეტილება მიიღო – საბაბად გამოიყენა ბიზანტიის იმპერატორ ალექსი ანგელოსის მოხელეთა მიერ თამარისგან დასაჩუქრებული ბერების გაძარცვა და ბიზანტიის კუთვნილ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში ჯარი გაგზავნა. ქართულა ჯარმა დაიპყრო ეს ტერიტორია და იქ ტრაპიზონის საკეისრო დააარსა. თამარმა ტრაპიზონის მეფობა საქართველოში აღზრდილ ალექსი კომნენოსს ჩააბარა. ამ გზით საქართველომ სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან მეგობარი ქრისტიანული სახელმწიფო შეიძინა.

ისტორია
იმავე 1204 წელს ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს და იქ ლათინთა იმპერია დააარსეს. რომლის პირველი იმპერატორიც გახდა ბალდუინ I ფლანდრიელი. ბონიფაციუს მონფერატი გახდა თესალონიკის მეფე. ლათინთა იმპერიამ 1261 წლამდე იარსება. ამ ლაშქრობის შემდეგ ჯვაროსანთა პოზიციები მცირე აზიაში ძლიერ შესუსტდა. იერუსალიმი ეგვიპტელი არაბების ხელში რჩებოდა. ევროპის მონარქებმა შემდეგი დარტყმა ეგვიპტისაკენ მიმართეს.
მერვე ჯვაროსნული ლაშქრობა
მერვე ჯვაროსნული ომი წამოიწყო საფრანგეთის მეფე ლუი IX-მ 1270 წელს. მას ზოგან მეშვიდედ თვლიან, თუ ფრედერიკ II-ის მიერ წამოწყებული მეხუთე და მეექვსე ჯვაროსნული ომები გაერთიანდა. ხშირად მეცხრე ჯვაროსნულ ომსაც მერვეს ნაწილად თვლიან.

ისტორია
ლაშქრობის წამოწყების მიზეზად ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ითვლება. ლუი შეაშფოთა სირიის მოვლენებმა, სადაც მამლუქი სულთანი ბაიბარსი ჯვაროსნული სახელმწიფოების ნარჩენებს უტევდა. ბაიბარსმა იხელთა მომენტი ვენეციასა და გენუას შორის გაჩაღებული ომის შემდეგ, რის შედეგადაც მათი გავლენა სირიულ პორტებზე საგრძნობლად შესუსტდა. 1265 წლისთვის ბაიბარსმა აიღო ნაზარეთი, ჰაიფა, ტორონი და არსუფი. კვირპროსის ჰუგო III, რომელიც იერუსალიმის მეფედ იყო დანიშნული, აკრაში გადმოსახლდა ქალაქის დასაცავად, მაშინ როცა ბაიბარსი ჩრდილოეთით მოიწევდა და სომხეთსაც კი მოაღწია, რომელიც იმჟამად მონღოლთა დაქვემდებარებაში იყო.
ამ მოვლენებმა ლუი აიძულა 1267 წელს ახალი ჯვაროსნული ომი გამოეცხადებინა, თუმცა იმ დროისთვის ამისთვის მცირე მხარდაჭერა არსებობდა. ჟან დე ჟუანვილმა, ლუის მეშვიდე ჯვაროსნულ ომში მისი პირადი ქორონოკოსი, წასვლაზე უარი განაცხადა. ლუი მისმა ძმამ დაარწმუნა სირიის ნაცვლად ტუნისზე გაელაშქრებინა, რაც მათ კარგ დასაყრდენს მისცემდა ეგვიპტეზე თავდასასხმელად, ვინაიდან ეს ლუის წინა ჯვაროსნული ლაშქრობის მიზანი იყო, ისევე როგორც მეხუთე ლაშქრობისაც (ორივე ლაშქრობა ეგვიპტეში დამარცხდა). კარლს, სიცილიის მეფეს, ხმელთაშუა ზღვის ამ რეგიონში საკუთარი ინტერესები ჰქონდა. ხოლო ტუნისის სულთანს ასევე კარგი კავშირი ჰქონდა ქრისტიანულ ესპანეთთან და მოქცევის კარგ კანდიდატად მოაზრებოდა.
ლუი აფრიკის მიწაზე 1270 წლის ივლისში გადმოსახლდა, რაც უკიდურესად არასახარბიელო დრო გამოდგა. არმიის ძირითადი ნაწილი სასმელი წყლის დაბინძურების გამო მალე ეპიდემიამ მოიცვა, ხოლო თავად ლუი 25 აგვისტოს გარდაიცვალა “კუჭის ქრონიკული აშლილობის” გამო, კარლის ჩამოსვლიდან ერთ დღეში. მისი ბოლო სიტყვა “იერუსალიმი” იყო. კარლმა მეფედ ლუის ვაჟი ფილიპ III გამოაცხადა, მაგრამ მისი მცირეწლოვანების გამო ჯვაროსნულ ლაშქრობას თავად გაუძღვა.
ეპიდემიის მძვინვარების გამო ტუნისის ალყა მოიხსნა და 30 ოქტომბერს სულთანთან ხელშეკრულება დაიდო. ამ შეთანხმებით ქრისტიანებმა მოიპოვეს ტუნისში თავისუფალი ვაჭრობის უფლება, ასევე გარანტია მღვდელთა და ბერთათვის ქალაქში ცხოვრებაზე, რაც ჯვაროსნულ ლაშქრობას ნაწილობრივ წარმატებულს ხდიდა. კარლს ამ პერიოდისთვის მოკავშირედ ასევე ჰყავდა ინგლისის უფლისწული ედვარდი, რომელიც ხელშეკრულების დადების პერიოდში ჩამოვიდა. ტუნისის ალყის მოხსნის შემდეგ ედვარდმა აკრაზე გააგრძელა ლაშქრობა, რომელიც ჯვაროსანთა ბოლო გამაგრება იყო სირიაში. მის მიერ იქ გატარებული დრო უკვე მეცხე ჯვაროსნულ ლაშქრობად ითვლება.
წყარო:.wikipedia.org



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ჯვაროსნები

საქართველოს ისტორია

ახლო აღმოსავლეთი