ძველი საბერძნეთი და მაკედონია
ძველი ბერძნული სამეფო ინდოეთში როგორც ყოველთვის, ყველა ელინისტური ისტორია იწყება ალექსანდრე მაკედონელით. ძვ. წ. 325 წელს ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დაპყრობის შედეგად, მან ინდოეთს მიაღწია. ალექსანდრემ იქ ოთხი სატრაპია შექმნა და მათში სამი ახალი ქალაქი დააარსა: ალექსანდრია ინდუსზე, ალექსანდრია კაცკასიონზე (ჰინდუ კუში) და ალექსანდრია ესქატე ("ყველაზე შორეული ალექსანდრია"). აქ მან სულ ბერძნები ჩაასახლა. ალექსანდრეს სიკვდილისა და მისი იმპერიის დაშლის შემდეგ ეს სატრაპიები მისი სარდლის სელევკოსის ხელში გადავიდნენ, რომელმაც სელევკიდების იმპერია შექმნა. თუმცა ეს ტერიტორიები მას დიდხანს არ შეუნარჩუნებია, რადგანაც ინდოეთში მაურიების იმპერია გაძლიერდა, რომლის მეფეც იყო ჩანდრაგუფთა. მან უპრობლემოდ დაიპყრო მაკედონური სატრაპიები. ძვ. წ. 305–303 წლების ომის შემდეგ ზავი დაიდო, რომლის თანახმად ჩანდრაგუფთამ სელევკოსს 500 საბრძოლო სპილო აჩუქა, სანაცვლოდ დაპყრობილი ტერიტორიები თვითონ დაინარჩუნა და სელევკოსის ქალიშვილზეც დაქორწინდა. იგი მთელი ინდოეთის ბატონ–პატრონი გახდა იმ ბერ...





Комментарии
Отправить комментарий